FM97.5 / LIVE

’ოცნების’ ფრაქციას ’ქრისტიან-დემოკრატი’ თავმჯდომარე ჰყავს

მთავარიპოლიტიკა 07.12.2012
ფრაქცია ”ქართული ოცნება-ახალციხის” თავმჯდომარედ ”ქრისტიან-დემოკრატი” ნუგზარ თამარაშვილი დაინიშნა.

’ოცნების’ ფრაქციას ’ქრისტიან-დემოკრატი’ თავმჯდომარე ჰყავს
ფრაქციის თავმჯდომარის საკითხი ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გუშინდელ საკრებულოს სხდომაზე განიხილა. ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 9 ნოემბრის №49 განკარგულებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად ფრაქციას ამიერიდან ნუგზარ თამარაშვილი უხელმძღვანელებს. შეგახსენებთ, რომ ნუგზარ თამარაშვილი ’ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანების’ სამცხე-ჯავახეთის კოორდინატორია.

თამარაშვილამდე ფრაქციის თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი იყო, რომელიც ამჟამად ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეა. იგი ფრაქციის თავმჯდომარეობიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე გადადგა, მას შემდეგ რაც საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს.

- ’საკრებულოში სულ სამი დეპუტატი ვიყავით ოპოზიციური პარტიიდან, ოლეგ სანდროშვილი, ნანული ქეშიშევა და მე. არჩეენების შემდეგ გადავწყვიტეთ შეგვექმნა გამარჯვებული პარტიის ფრაქცია იმ წევრებისგან, რომლებიც ოპოზიციაში ვიყავით’, - განმარტავს ნუგზარ თამარაშვილი.

მისივე თქმით, რადგან მისი პარტიისა და ’ქართული ოცნების’ ინტერესები ემთხვეოდა, ამიტომ გადაწყვიტეს, ერთობლივად შეექმნათ ახალი, სახელისუფლებო ფრაქცია, რომელიც იქნება ’ნაციონალური მოძრაობის’ ოპოზიცია: ’შემდეგ სხვა წევრებმაც გამოთქვეს სურვილი, რომ ფრაქციაში გაერთიანებულიყვნენ’.

ფრაქციაში ’ქართული ოცნება - ახალციხე’ ამ ეტაპზე 14 წევრია. შეგახსენებთ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 26 დეპუტატია.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

საკადრო ცვლილება ადგილობრივ თვითმმართველობაში
’’საკრებულოს თავმჯდომარის შეცვლას არ ვაპირებთ”
ასპინძის საკრებულოს ”ოცნების” ფრაქცია შეემატა
ადიგენის საკრებულოში ფრაქციის შექმნაზე სამი განაცხადი შევიდა
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 5 კომისია და ერთი ფრაქცია შეიქმნა
ასპინძაში "ოცნება" ფრაქციას ვერ არეგისტრირებს
ახალქალაქში „ოცნების“ ფრაქციის შექმნა ჭიანურდება