FM97.5 / LIVE

სოფელ ორგორაში ახალი სკოლა აშენდება, თუმცა, როდის უცნობია

მთავარისაზოგადოება » განათლება 16.03.2016
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ორგორაში, დამწვარი სკოლის ნაცვლად ახალი სკოლა აშენდება, თუმცა, მოესწრება თუ არა წელს მშენებლობა, უცნობია.

სოფელ ორგორაში ახალი სკოლა აშენდება, თუმცა, როდის უცნობია

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ორგორაში სკოლის შენობა 4 წლის წინ დაიწვა. ცეცხლი შენობას ღამის საათებში მოედო, ამიტომ შემთხვევისგან არავინ დაშავებულა, თუმცა განადგურდა ინვენტარი.

სკოლაში 85 ბავშვი სწავლობდა. სკოლის დაწვის შემდეგ, მოსწავლეების ნაწილი სასწავლებლად სხვადასხვა სკოლებში გადავიდა, უმეტესობა ასპინძის სკოლაში. ამ ეტაპზე სოფელში 7 მოსწავლეა დარჩენილი, რომლებიც მეზობლად მდებარე, სოფელ სახუდაბელის სკოლაში სწავლობენ.

სოფელში მცხოვრებლები სკოლის აშენებას 4 წელია ითხოვენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს სოფელს მიგრაციისა და დაცლისგან დაიცავს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში „სამხრეთის კარიბჭეს“ განუცხადეს, რომ დამწვარი სკოლის ნაცვლად ორგორაში ახალი სკოლა უნდა აშენდეს.

განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თემურ მაჩაიძის განმარტებით, ტერიტორია სადაც ახალი სკოლა უნდა აშენდეს, უკვე შესწავლილია, თუმცა, დამატებითი დეტალები ჯერ უცნობია.

„სოფელ ორგორის სკოლის აშენება განათლების სამინისტროს მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმაშია. ამ ეტაპზე საპროექტო სამუშაოები დავიწყეთ, როდის დასრულდება ეს სამუშაოები და მოხერხდება თუ არა სასწავლო დაწესებულების მშენებლობის დაწყება ჯერ არ ვიცით“, – ამბობს მაჩაიძე.

ამ ეტაპზე გარკვეული არც ისაა, რა თანხაა გათვალისწინებული ორგორის სკოლის ასაშენებლად.

[ლუბა გიორგაძე, ასპინძა]


12.08.2020 ‘შეიძლება რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას’ – ეკატერინე ტიკარაძე

10.08.2020 ახალქალაქის ოთხ სოფელში ბიბლიოთეკები მოეწყო

06.08.2020 სამხედროებსა და მათ ოჯახის წევრებს სახელმწიფო სწავლის საფასურის ნახევარს გადაუხდის

06.08.2020 კოლეჯ ‘ოპიზარში’ ავტორიზაცია კიდევ 8 პროგრამამ გაიარა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

11.08.2020 ორი კვირაა არალი-წარბასთუმნის გზაზე გარე განათება გათიშულია

11.08.2020 ბორჯომში X-XI საუკუნის სარკოფაგი აღმოაჩინეს

11.08.2020 სამცხე-ჯავახეთში 1 თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 26 ფაქტი გამოვლინდა

11.08.2020 14 აგვისტომდე საქართველოში იწვიმებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

მსგავს თემაზე

ხანძრისგან დამწვარი ღორთუბნისა და ორგორის სკოლები აღდგება
ორგორის დამწვარი სკოლა და ხუთი კილომეტრი მეზობელ სოფლამდე
სამცხე–ჯავახეთში ოთხი სკოლა აშენდება
ჩუნჩხის დამწვარი სკოლა განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა მოინახულეს
არალში ახალი სკოლა აშენდება
ჩუნჩხის დამწვარი სკოლის მოსწავლეები დროებით სხვა შენობაში სწავლობენ [Photo/Video]
სოფელ ჩუნჩხაში სკოლა აშენდება