FM97.5 / LIVE

ახალციხის გამგეობამ ფოტოკონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა

მთავარისაზოგადოება 15.03.2016
დღეს, 15 მარტს, ახალციხის გამგეობაში ახალგაზრდებისთვის გამოცხადებული ფოტოკონკურსის – „ჩემი სოფელი“, ფინალი შედგა. 19 ნამუშევრიდან ჟიურიმ სამი საუკეთესო შეარჩია.

ახალციხის გამგეობამ ფოტოკონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა

ფოტოკონკურსი სახელწოდებით „ჩემი სოფელი“ ახალციხის გამგეობამ ერთი თვის წინ გამოაცხადა. თვითმმართველობაში საკუთრი ნამუშევარი მუნიციპალიტეტის თვრამეტი სოფლის ახალგაზრდამ შეიტანა.

მონაწილეების ფოტოებზე უმეტესად სოფლის პეიზაჟები, ცხოველები, ისტორიული ძეგლები და ბავშვები იყვნენ წარმოდგენილი.

ახალციხის გამგეობამ ფოტოკონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა
გამარჯვებული ფოტო

შვიდ კაციანმა ჟიურიმ, საბოლოოდ, სამი საპრიზო ადგილი დაასახელა. პირველი ადგილი დაიკავა ნელი გაჩეჩილაძის ფოტომ სახელწოდებით „ბიჭუნა კატასთან ერთად“.

"ჩემს გმირს ნიკუშა ჰქვია, ერთხელ დავინახე, როგორ მუშაობდა სოფელში, მივედი და ვუთხარი ცოტა ხნით უნდა მოგაცდინო - მეთქი, შემდეგ კატაც გამოჩნდა, რამაც კადრის დაჭერაში ხელი შემიწყო“,- განმარტა ფოტოს ავტორმა.

ახალციხის გამგეობამ ფოტოკონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა
ფოტოკონკურსის გამარჯვებულები

კონკურსის მეორე და მესამე ადგილებზე ქალაქ ვალიდან ქრისტი ხითარიშვილი და სოფელ მუსხიდან ნინო ინასარიძე გავიდნენ.

საპრიზო ადგილების მფლობელებს საჩუქრად ფოტოაპარატები და სურათები გადაეცათ. სიმბოლური პრიზები მიიღო ყველა მონაწილემ.

ფოტოკონკურსისათვის ადგილობრივი თვითმმართველობიდან 450 ლარი გამოიყო. თანხა ფოტოების დაბეჭდვასა და საჩუქრების შეძენას მოხმარდა.

ახალციხის გამგეობამ ფოტოკონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა
პირველი ადგილის მფლობელი ნელი გაჩეჩილაძე

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


08.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე 10 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ‘საშუალო სირთულის ტესტი იყო’ - პირველი გამოცდა დასრულდა

06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.07.2020 პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა

06.07.2020 რატომ ვერ შენდება აბასთუმანში ავტოსადგომი - 9 მილიონიანი ტენდერი მესამედ გამოცხადდა

06.07.2020 ახალციხის 4 სოფელში სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს ითვლიან

06.07.2020 'გამოსხივების გამო ცუდად ვხდებით' – ბოლაჯურში მაგთის ანძის გადატანას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის გამგეობამ ფოტოკონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა
ახალციხის გამგეობამ ფოტოკონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა
ფოტოკონკურსის 'ჩემი თვალით დანახული ახალციხე' გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ფოტოკონკურსის 'ჩემი თვალით დანახული სამყარო' გამარჯვებულები გამოვლინდნენ
როგორია ‘ტურისტის თვალით დანახული ახალციხე’ – ფოტოკონკურსის დაჯილდოება
პოლონეთის ფონდის კონკურსში, პირველი ადგილი ‘სამხრეთის კარიბჭეს’ ფოტოს ერგო
სამცხე–ჯავახეთში სასკოლო ფოტოკონკურსის გამარჯვებულები გამოავლინეს