FM97.5 / LIVE

რა არის ამერიკის შეერთებული შტატების როლი საქართველოს უსაფრთხოებაში?

მთავარიპოლიტიკა, რეკლამა 15.03.2016
ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ეს ურთიერთობები ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის წარმატებული ისტორიებით არის გამყარებული.

რა არის ამერიკის შეერთებული შტატების როლი  საქართველოს უსაფრთხოებაში?

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ეს ურთიერთობები ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის წარმატებული ისტორიებით არის გამყარებული. ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან დღემდე აშშ-მა საქართველოს მნიშვნელოვანი სამხედრო, ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარება გაუწია. 2009 წლის იანვარში ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობები თვისობრივად ახალ ფაზაში გადავიდა და ვაშინგტონში, საქართველოსა და აშშ-ის შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას მოეწერა ხელი. კიდევ ერთხელ დადასტურდა აშშ-სთვის საქართველოს მნიშვნელობა. ნათლად მოიხაზა თანამშრომლობის სფეროები - უსაფრთხოება, თავდაცვა, ეკონომიკა, ენერგეტიკა, ვაჭრობა, კულტურული ურთიერთობები, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება.

განსაკუთრებით დასაფასებელია სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერა. შეიძლება ითქვას, რომ დღეს, საქართველოს და აშშ-ის ურთიერთობები თავისი განვითარების ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ეტაპზე იმყოფება. შეერთებული შტატები აქტიურად არის ჩართული საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესში და მხარს გვიჭერს, როგორც თანამშრომლობის ორმხრივ ისე, მრავალმხრივ ფორმატებში.

არსებით პაკეტის განხორციელების პროცესში ნატო-ს ძირითადი ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილე სწორედ აშშ-ის წარმომადგენელია.

საქართველო ყველა პირობას ქმნის პარტნიორებისთვის, რომ მათი ჩართულობა და მხარდაჭერა შედეგზე ორიენტირებული და რელევანტური იყოს. მზად ვართ, ბოლომდე დავრჩეთ ავღანეთში ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება. რადგან, ერთობლივი ძალისხმევის გარეშე, არსებული გლობალური გამოწვევებისთვის ადეკვატური პასუხის გაცემა წარმოუდგენელია.

2016 წლის მაისში, საქართველოში, ქართული და ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო ძალებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს ერთმანეთთან მაღალი პროფესიული თავსებადობა. „ღირსეული პარტნიორი“ აშშ-საქართველოს ერთობლივი სამხედრო წვრთნები, მტკიცე არგუმენტი და ნათელი მაგალითია იმისა, რომ საქართველო არის შეერთებული შტატების სანდო, ანგარიშგასაწევი და ყველაზე უახლოესი პარტნიორი. მსგავსი წრთვნის ჩატარება მომავალ წელსაც იგეგმება.

(R)


18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2019 ევროპა მაგარია! სოციალური რეკლამა [ვიდეო]

21.10.2019 ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე მძლეოსნობაში შეჯიბრი მიმდინარეობს

20.10.2019 ახალციხის თოჯინების თეატრი ხატია პარუნაშვილის დასახმარებლად სპექტაკლს გამართავს

18.10.2019 აბასთუმნელები: ‘საუბრობენ არაზინდოდან ჩვენს გასახლებაზე’

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

რაზე ისაუბრეს აშშ–ის ვიცე–პრეზიდენტმა და საქართველოს პრემიერმა
საქართველო ნატოში გაწევრიანების გზაზე
ნატო–საქართველოს ურთიერთობები – დისკუსია ახალციხეში
აშშ-ის მთავრობის მორიგი მხარდაჭერა  საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს [R]
გიორგი კვირიკაშვილი დონალდ ტრამპს გამარჯვებას ულოცავს
თბილისში ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომა გაიხსნა
“რუმინეთი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევრო–ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას” – რუმინეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრი მიჰეა მოტოჩი[R]