FM97.5 / LIVE

გამგებელი კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას გეგმავს

მთავარიპოლიტიკა 06.12.2012
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ხითარიშვილი კოალიციური ადგილობრივი ხელისუფლების ჩამოყალიბებას გეგმავს. რა ცვლილებები იქნება გამგეობაში, ხვალიდან გახდება ცნობილი

გამგებელი კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას გეგმავს
- ”აქაური ვარ, მიყვარს ეს მხარე, მიყვარს ეს ქალაქი, შესაბამისად, ძალიან მიხარია, რომ მომეცა იმის საშუალება, რომ გავაკეთო ბევრი კარგი საქმე ამ ქალაქისთვის და რაიონისთვის”, - ასე ხსნის გამგებლობის სურვილს ბესიკ ხითარიშვილი, რომელიც გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად დღეს სამთვიანი ვადით დაინიშნა.

რაც შეეხება მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებს, ხითარიშვილი ამბობს, რომ ახალციხეში კოალიციური ადგილობრივი მთავრობა იქნება: ”დღეიდანვე შევუდგებით იმ პრობლემებზე მუშაობას, რომელიც პრიორიტეტულია ქვეყნისთვის და პროგრამით არის გათვალისწინებული. პირველი რაც არის, კოალიციური მთავრობა გვეყოლება, შესაბამისად, წარმოდგენილი იქნება, როგორც ”ოცნების”, ასევე რესპუბლიკელების წევრებიც, ჩემს მოადგილეებს ეხებათ ეს. ფაქტობრივად, ხვალიდან დეტალურად გეცოდინებათ ვინ სად მოიაზრება და რა ცვლილებები იქნება კონკრეტულად”.

ბიოგრაფია

ბესიკ ხითარიშვილი, 1973 წელს, ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეში დაიბადა. 1979-1990 წლებში დაამთავრა ახალციხის პირველი საშუალო სკოლა. 1991-1997 წლებში თსუ ახალციხის უნივერსიტეტში, ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლობდა. სტუდენტობის პერიოდში, 1991-1994 წლებში, ახალციხის ხანძრასაწინააღმდეგო სამსახურში მუშაობდა.

1999 წელს ინტერნიუსში ვიდეო რეპორტიორის კურსები გაიარა, რის შემდეგაც ადგილობრივ ტელეკომპანია ”ლომსიაში” დაიწყო მუშაობა. 998-1999 წლებში ვიდეო ოპერატორი იყო ტელეკომპანია ”იბერიაში”. 1999-2004 წლებში ტელეკომპანია ”რუსთავი2”-ის ოპერატორი და გადაცემა ”60 წუთის” პროდუსერი იყო. 2001-2002 წლებში ”60 წუთის საგამოძიებო სკოლის” ლექტორი ვიდეო-ჟურნალისტიკის განხრით.

2004 წელს საქართველოს რესპუბლიკის უშიშროების სამინისტროს, სპეცდავალებათა სამმართველოს III ტექნიკურ განყოფილებათა სამმართველოს უფროსი იყო. 2004-2008 წლებში კი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის II სამმართველოს უფროსი (ფარული ვიდეო-აუდიო და სააფოსტო გზავნილები).

- ”სამოცი წუთი იყო სპეციფიკური გადაცემა, სადაც ხდებოდა ფარული გადაღებები. შესაბამისი სპეციალიზაცია მივიღე ამ განხრით. შემდეგ შემომთავაზეს უშიშროების სამინისტროში მუშაობა. შემდეგ ვმუშაობდი იმ სამმართველოში, რომელსაც ეხება ფარული ვიდეო ჩაწერები. თუმცა ჩემს კომპეტენციაში არ შედიოდა არანაირი მოსმენები და შესაბამისად, მე ვერავის ვერ მოვუსმენდი”, - აცხადებს ხითარიშვილი.

მისივე თქმით, 2007 წელს, ნოემბრის აქციების დარბევის დროს, პირადი კონფლიქტი მოუვიდა ხელმძღვანელობასთან და ამ დღიდან ჩამოშორდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. 2008-2009 წლებში სახალხო დამცველის აპარატში იურიდიულ საკითხებში მიწვეულ სპეციალისტად მუშაობდა.

- ”2012 წელს დავიწყე მუშაობა საგამოძიებო ჟურნალისტიკის სფეროში და შემდეგ, როცა ამოძრავდა ჩვენი საარჩევნო შტაბი, იქ ვიყავი ეროვნებათშორის ურთიერთობებში სამცხე-ჯავახეთის კოორდინატორი”, - ამბობს ხითარიშვილი.

[თამარ თოთაძე, ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

ხმაურიანი ვაკანსია
მაჟორიტარები ახლო ხედით – ახალციხე–ადიგენი
ახალციხის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარედ გია ბერაია დაინიშნა
სასაზღვრო პოლიციის უფროსად თემურ კეკელიძე დაინიშნა
ვინ არიან და საიდან მოდიან ადიგენის მერობის კანდიდატები
გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად ბესიკ ხითარიშვილი დაინიშნა
საკადრო ცვლილება სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში