FM97.5 / LIVE

საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე

მთავარიპოლიტიკა 06.12.2012
ვინ და რატომ გააპროტესტა საკრებულოს სხდომაზე ფარული კენჭისყრა, რომლითაც ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ხითარიშვილი აირჩიეს; ვინ ვისი კადრი იყო გამგებლობის 11 კანდიდატიდან და ვის წინააღმდეგ აპირებს საქმის აღძვრას ბესიკ ხითარიშვილი.

საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ხითარიშვილი საკრებულოს დეპუტატებმა ფარული კენჭისყრით აირჩიეს. თუმცა, სხდომაზე დამსწრე დეპუტატებს გადაწყვეტილება, კენჭისყრის ფარულად ჩატარებაზე, ერთხმად არ მიუღიათ. საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებას დეპუტატთა ნაწილი ხმაურით შეხვდა.

დღევანდელ საკრებულოს სხდომას საკრებულოს 26 დეპუტატიდან ორი არ ესწრებოდა, მათ შორის, საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე მალხაზ გიქოშვილი.

კენჭისყრის ფარულად ჩატარება პირველმა ქალაქ ვალეს მაჟორიტარმა დეპუტატმა, მერი ხაბეიშვილმა გააპროტესტა. ხაბეიშვილმა, რომელიც ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორი მოწვევის დეპუტატია, განაცხადა, რომ მსგავსი ფაქტი საკრებულოში აქამდე არასდროს დაფიქსირებულა. დღევანდელმა ვითარებამ კი დაბადა ეჭვი, რომ გარკვეული პირები ხითარიშვილის წინააღმდეგ ჰყავდათ დამუშავებული.

- ”ხელმძღვანელებს, რომელთა სახელები და გვარები შეგნებულად არ მინდა რომ დავასახელო, ჰყავდათ თავისი კანდიდატები და ეს ყველაფერი ბესიკ ხითარიშვილის საწინააღმდეგოდ იყო მიმართული. თუნდაც სტატია, რომელიც ჩაიჭირეს ხელში და ამით უნდოდათ, რომ ჩამოეცილებინათ ეს კანდიდატურა”, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, საუბარია სტატიებზე, რომელშიც სახალხო კრების წევრი ლაშა ამირეჯიბი ბესიკ ხითარიშვილს უარყოფითად ახასიათებდა. ამავე დროს, იგი აცხადებდა, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს გამგებლის პოსტზე ბესიკ ხითარიშვილის დანიშვნას აიძულებდნენ.

მისგან განსხვავებით, კენჭისყრის ფარულობას ემხრობოდა საკრებულოს წევრი კობა სანდროშვილი: ”მე ზოგადად მომხრე ვარ, რომ ნებისმიერ კანდიდატზე კენჭისყრა იყოს ფარული, რადგან ამ შემთხევაში ამომრჩევლის უფლება ყველაზე მეტად არის დაცული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რაც დილიდან იყო, მე მომხრე ვიყავი, რომ კენჭისყრა ფარულად ჩატარებულიყო”.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოში დღეს დილიდანვე დაძაბული მდგომარეობა იყო. დაგეგმილზე ერთი საათით გვიან დაიწყო სხდომაც. კენჭისყრის ფარულად ჩატარება კი საკრებულოს თავმჯდომარემ სწორედ ხითარიშვილის მისამართით გავრცელებული სტატიების გამო გადაწყვიტა.

- ”არ ვარ უფლებამოსილი რომ სტატიების მიხედვით ვიხელმძღვანელო. არის შესაბამისი სამსახურები, რომლებიც თუ საჭიროდ ჩათვლიან, ამ სტატიებში გამოქვეყნებულ აზრს შეისწავლიან. როგორც ასეთი, ამის გულისთვის მე რომ პიროვნება დამებლოკა, ამის უფლებამოსილება არ მქონდა”, - განაცხადა სანდროშვილმა.

თავად ხითარიშვილს კენჭისყრის ფარულობა არ გაუპროტესტებია.

- ”საკრებულოს თავმჯდომარემ და დეპუტატებმა გადაწყვიტეს, რომ კენჭისყრა ფარულად ჩატარებულიყო. მე ვერაფერს ვიტყვი, - აცხადებს ხითარიშვილი და ამატებს, რომ ლაშა ამირეჯიბის წინააღმდეგ უახლოეს დღეებში სასამართლოს მიმართავს, - იმ სტატიებთან დაკავშირებით ჩვენ აუცილებლად მივმართავთ სასამართლოს. მე არ ვიცი საერთოდ ვინ არის ეს ამირეჯიბი და რატომ ამბობს ასეთ რაღაცეებს. სასამართლოში როცა გადავინაცვლებთ, წარმოადგინოს ის დოკუმენტაცია რომლის საფუძველზეც ბრალი დამდო”.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობა ვაკანტური 22 ნოემბრიდან იყო. მუნიციპალიტეტის გამგებლობა 11 კანდიდატს სურდა. ამათგან, ერთმა, დავით სამსონიძემ საკუთარი კანდიდატურა ბესიკ ხითარიშვილის სასარგებლოდ მოხსნა. გამგებლის პოსტზე აქიურად განიხილებოდა ბესიკ ბლიაძის კანდიდატურაც.

[თამარ თოთაძე, ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად ბესიკ ხითარიშვილი დაინიშნა
ხმაური ახალციხის საკრებულოში
 ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად ბესიკ ბლიაძე დაინიშნა
ხმაურიანი ვაკანსია

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და მოადგილე აირჩიეს
ახალციხის ციხეს დირექტორი არ ჰყავს