FM97.5 / LIVE

გარდაცვალების საეჭვო ვერსია – რა მოხდა საკოჭავის ქვესადგურში

მთავარისაზოგადოება 13.03.2016
„ენერგო–პრო–ჯორჯიას“ საკოჭავის ქვესადგურის უფროსის საეჭვო გარდაცვალება და საქმის დეტალები, რომლის ნახვის უფლებაც მის მეღულეს არ აქვს; დავით ვარდოსანიძის ქვრივს დაზარალებულის სტატუსს არ ანიჭებენ;

გარდაცვალების  საეჭვო ვერსია  – რა მოხდა საკოჭავის ქვესადგურში
ბორჯომში, ცემის მიმდებარე ტერიტორიაზე, საკოჭავის ქვესადგურის უფროსი დავით ვარდოსანიძე 2015 წლის 9 სექტემბერს დილით, თანამშრომლებმა ეზოში გარდაცვლილი ნახეს.

ვარდოსანიძის მეუღლე მანანა მთვარაძე დარწმუნებულია, რომ მისი მეუღლე 8 სექტემბერს, დაახლოებით 18:00–19:00 საათამდე პერიოდში გარდაიცვალა. მისი თქმით, იმ საღამოს დავით ვარდოსანიძე სამსახურში 8 კაცთან ერთად იმყოფებოდა: „მეზობლად ეკლესიას აშენებდნენ და იქ გასულა მაყალი მინდაო, მწვადი უნდა შეეწვათ. წესით იმ ღამეს ჩემი მეუღლე იქ არ უნდა ყოფილიყო, მორიგე არ იყო, მაგრამ მაინც ამუშავებდნენ“.

მთვარაძის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მისი მეუღლე დენით გარდაიცვალა: „დენმა რომ დაარტყა მჯერა, თავის ქალა ჰქონდა გახეთქილი, გვამი მეც დავათვალიერე, მაგრამ იმ ადგიზლე, სადაც გარდაცვლილი ნახეს არ უნდა ყოფილიყო, იქ საქმე არ ჰქონდა. ან თუ დენმა დაარტყა და იქვე დაეცა, უკანა ჯიბეში ტელეფონი ედო, მთელი საღამო ვრეკავდით, ხმა ძალიან მაღალზე ჰქონდა, ვიღაცამ მაინც როგორ ვერ გაიგო?!“

გარდაცვლილის მეუღლეს უკვირს მთელი ღამე მისი მეუღლე იქ მყოფი 8 კაციდან ერთ–ერთმა მაინც რატომ არ მოიკითხა: „ნასვამ კაცებს საპირფარეშოში გასვლა მაინც არ დასჭირდათ?! გარეთ რომ გამოსულიყვნენ აუცილებლად დაინახავდნენ. ეს ადამიანებიც ამ დრომდე არ დაუკითხავთ, მხოლოდ იმ წუთში გამოკითხა პოლიციამ, ეს იყო და ეს“.

მანანა მთვარაძე ირწმუნება, რომ მათ ვინც მისი მეუღე გარდაცვლილი ნახეს, კომპანიის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელს მაშინვე შეატყობინეს, თუმცა პოლიციაში თავად „ენერგო–პრო–ჯორჯიას“ თანამშრომლებმა დაახლოებით სამი საათის დაგვიანებით დარეკეს: „მოითათბირეს რა როგორ უნდა ეთქვათ და პოლიციას მერე გააგებინეს“.

„ენერგო–პრო–ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში მთვარაძის ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ და აცხადებენ, რომ მათ სამართალდამცავებს მაშინვე შეატყობინეს, როგორც კი გვამი ნახეს: „ვარდოსანიძე იმ ღამეს ერთ–ერთი მორიგის მოვალეობას ასრულებდა, მაგრამ იქ სადაც იყო მოსული, არ უნდა ყოფილიყო. იქ მხოლოდ ყრუ მიერთებაა, დენი შემოდის და გადის. როგორც ვიცი დენმა დაარტყა, მაგრამ რა ვითარებაში ეს უკვე გამოძიების საქმეა“.

მომხდარზე ძიება სსკ–ის 115–ე მუხლითაა დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მანანა მთვარაძე კი ვარაუდობს, რომ მისი მეღულე ვიღაცამ მოკლა: „შეიძლება ხელი კრეს და მერე დაარტყა დენმა“.

გარდაცვლილის მეუღლე საქმის დეტალების გაცნობას ითხოვს, თუმცა, მას დაზარალებულის სტატუსი არ აქვს. ამიტომ შეგროვილ მტკიცებულებებსა და გარდაცვალების ოფიციალური ვერსიის დეტალებს ვერ ეცნობა.

„დაზარალებულის სტატუსი აუცილებლად უნდა მიანიჭონ, მას ქმარი მოუკლეს და ეჭვები აქვს, რომ ისე არ იყო ყველაფერი როგორც ეუბნებიან. თუ საქმის მასალებს გაეცნობა ეს ეჭვები ან გაუმყარდება, ან გაუქარწყლდება. რომ უთხრეს შენი ქმარი თავისით მოკვდაო, ეს ასე არაფრის საფუძველზე უნდა დაიჯეროს?!“ – ამბობს ადვოკატი ირაკლი ბარძიმაძე.

მანანა მთვარაძემ დაზარალებულის სტატუსის მოთხოვნით, როგორც თავად აცხადებს, პროკურატურას წერილობით არა ერთხელ მიმართა, თუმცა ამ დრომდე მას არანაირი პასუხი არ მიუღია: „ჩემი ქმრის ხელფასით ვცხოვრობდი, მას დაზღვევა აქვს და მისი დაზღვევით სარგებლობაც მეკუთვნის“.

სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში აცხადებენ, რომ „გამოძიება მიმდინარეობს და საგამოძიებო მოქმედებებიც ტარდება, ამ ქალის დაზარალეუბლად ცნობის საფუძველი კი ამ ეტაპზე არ არსებობს“.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


12.08.2020 ‘შეიძლება რისკი შეექმნას სექტემბერში სწავლის დაწყებას’ – ეკატერინე ტიკარაძე

10.08.2020 ახალქალაქის ოთხ სოფელში ბიბლიოთეკები მოეწყო

06.08.2020 სამხედროებსა და მათ ოჯახის წევრებს სახელმწიფო სწავლის საფასურის ნახევარს გადაუხდის

06.08.2020 კოლეჯ ‘ოპიზარში’ ავტორიზაცია კიდევ 8 პროგრამამ გაიარა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

11.08.2020 ორი კვირაა არალი-წარბასთუმნის გზაზე გარე განათება გათიშულია

11.08.2020 ბორჯომში X-XI საუკუნის სარკოფაგი აღმოაჩინეს

11.08.2020 სამცხე-ჯავახეთში 1 თვეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 26 ფაქტი გამოვლინდა

11.08.2020 14 აგვისტომდე საქართველოში იწვიმებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

მსგავს თემაზე

მკვლელობა თუ თვითმკვლელობა – 31 წლის ქალის გარდაცვალების საქმე
რატომ შედის ჩიხში ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმის გამოძიება
ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახს ექსპერტიზის პასუხს არ აცნობენ
მალავს თუ არა სამმართველო ხევაშენში გარდაცვლილი ახალგაზრდის ექსპერტიზის პასუხს
რკინიგზა: ‘მუშას რომ დენმა დაარტყა, იმ დღეს მშენებელს დენის გამორთვა არ მოუთხოვია’
ხევაშენში გარდაცვლილი ახალგზარდის ოჯახს გამოძიების ვერსიის აღარ სჯერა
რამდენად დაცულია უსაფრთხოების ნორმები ობიექტზე, სადაც 35 წლის მუშა გარდაიცვალა