FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში რეგიონული რაგბის გუნდი ჩამოყალიბდება

მთავარისაზოგადოება 12.03.2016
სამცხე–ჯავახეთში ადგილობრვი თვითმმართველობები რაგბის რეგიონულ გუნდს ჩამოაყალიბებენ. მისი წევრები ასპინძის სარაგბო ბაზაზე ივარჯიშებენ.

სამცხე–ჯავახეთში რეგიონული რაგბის გუნდი ჩამოყალიბდება
რეგიონში რაგბის გუნდის ჩამოყალიბების იდეა ასპინძის, ბორჯომის და ახალციხის მერიის პირველ პირებს ეკუთვნით. ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდან გუნდის არსებობისთვის და ფუნქციონირებისთვის გარკვეული თანხა გაიწერება.

უკვე ცნობლია, რომ ახალციხის და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები ადგილობრივი ბიუჯეტებიდან 20. 000 ათას ლარს გაიღებენ, ბორჯომის და ადიგენის თვითმმართველობები კი 25. 000-ს. რაც შეეხება ქალაქ ახალციხეს, ამ საკითხზე საკრებულოს სხდომაზე ჯერ არ უმსჯელიათ. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობამ კი თანხის გამოყოფაზე უარი თქვა.

„სამხარეო ადმინისტრაციაში, საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე ისაუბრეს ამ საკითხზე და რეგიონული გუნდის შექმნა ამის მერე გადაწყდა. ერთი მუნიციპალიტეტი გუნდის შენახვას ვერ შეძლებდა და ამიტომ გავერთიანდით“, – ამბობს ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ალექსანდრე პაპაშვილი.

სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის აკაკი მაჭუტაძის განმარტებით მუნიციპალიტეტების მიერ გაღებული თანხა გუნდის წევრების ტრანსპორტირებას, ფორმების შეძენას და მწვრთნელის ხელფასს მოხმარდება.

ახლადჩამოყალიბებული რაგბის გუნდი ასპინძის სარაგბო ბაზაზე ივარჯიშებს.

„უნდა ჩამოვაყალიბოთ რეგიონული გუნდი. მწვრთნელი თბილისიდან იქნება მოწვეული, ბავშვები კვირაში რამდენიმე დღე ივარჯიშებენ, რა სიხშირით ამას მწვრთნელი გადაწყვეტს. სურვილი გვაქვს, რომ საქართველოს ჩემპიონის პირველ ლიგაში მიიღონ მონაწილეობა. გაიზრდება ჯანსაღი თაობა. შეიძლება ისეთი გამორჩეული ბავშვები იყვნენ, რომ თამაში საზღვარგარეთ გააგრძელონ“, – ამბობს მხარის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე.

მისი თქმით, რაგბის რეგიონული გუნდისთვის მოთამაშეები ყველა მუნიციპალიტეტიდან შეირჩევა: “ყველა მუნიციპალიტეტში არის რაგბის გუნდი“.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსის ბაია იველაშვილის განმარტებით გუნდის ჩამოყალიბება რეგისტრაციის ეტაპზეა. იმისათვის რომ ააიპ–ი საჯარო რეესტრში დარეგისტრირდეს, ამისათვის ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობაა საჭირო.
ვინ უხელმძღვანელებს ახლადშექმნილ ააიპ–ს ჯერ გადაწყვეტილი არ არის. ამ საკითხზე მუნიციპალიტეტის პირველი პირები ერთად გადაწყვეტენ.

[თინათინ ზაზაძე ახალციხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

09.11.2019 ‘ფილმის გამშვებიცა და მნახველიც იესო ქრისტეს მაგინებელია’– თბილისში აქცია განახლდა

09.11.2019 აუქციონზე კურორტ აბასთუმანში სამი მიწის ნაკვეთი 584 000 ლარად გაიყიდა

09.11.2019 ოლავერდის სკოლაში 40 000 ლარად საპირფარეშო გააკეთეს, მაგრამ ვერ იყენებენ

09.11.2019 თოჯინების თეატრში სპექტაკლი 'პატარა უფლისწული' გაიმართება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში ახალი ააიპ–ი ფუძნდება, რომელსაც თანხას ყველა მუნიციპალიტეტი გამოუყოფს
‘ტაო’ –  რაგბის პირველი გუნდი, მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით
რაგბის რეგიონულ გუნდში  300 მოზარდი ივარჯიშებს
რაგბის გუნდი  'ტაო' 'ჭიათურას' დაუპირისპირდება
რაგბის გუნდი  "ტაო"  "ქობულეთის პონტოს"  შეხვდება
რაგბის გუნდი ‘ტაო’ ფოთში ‘კოლხ რაინდებთან’ შესახვედრად ემზადება
205 000 ლარი რეგიონული რაგბის  კლუბისთვის