ერთი გარდაცვლილი, ერთი დაშავებული – ავარია აწყურთან [Video] »
სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ერთი გარდაცვლილი, ერთი დაშავებული – ავარია აწყურთან [Video]

მთავარისამართალი » შემთხვევა 11.03.2016
დღეს, 11 მარტს, ბორჯომი–ახალციხის გზაზე, სოფელ აწყურთან, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი კი მსუბუქად დაშავდა. მომხდარს შსს 276–ე მუხლის მე–5 ნაწილით იძიებს.

ერთი გარდაცვლილი, ერთი დაშავებული – ავარია აწყურთან [Video]

ავარია შუადღეს, დაახლოებით 15:30 საათზე მოხდა. "გალფის" ბენზინმზიდი ჯერ სადისტრუბუციო კომპანიის მიკროავტობუსს შეეჯახა, შემდეგ კი გადაბრუნდა. მძღოლი მანქანიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა.

მომხდარის შედეგად მსუბუქად დაშავდა მიკროავტობუსის მძღოლი. მას პირველადი დახმარება სასწრაფო დახმარების სამსახურმა აღმოუჩინა. როგორც აღნიშნულ სამსახურში აცხადებენ, ახალგაზრდა მამაკაცს სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა არ დასჭირდა.



გადაბრუნებული ბენზინმზიდიდან საწვავი ქუჩაში იღვრებოდა. სამაშველო სამსახურმა დაღვრილ ბენზინი წყლის ჭავლით გადარეცხა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მე–5 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

[ვარლამ წიკლაური, ოთარ აწყურელი, ახალციხე]


13.08.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორმა აბიტურიენტებს ფეისბუქ ლაივით მიმართა

09.08.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში დაწყებითი განათლების პროგრამამ აკრედიტაცია გაიარა

08.08.2018 აბიტურიენტები გამოცდების შედეგების გასაჩივრებას 9 აგვისტოდან შეძლებენ

06.08.2018 სრულად დაფინანსებული ფაკულტეტების და ადგილების რაოდენობა ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.08.2018 ახალციხეში მინიფეხბურთის ჩემპიონატი უნივერსიტეტის გუნდმა მოიგო

14.08.2018 18 აგვისტოდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი იწყება

14.08.2018 26 წელი აფხაზეთის ომიდან –ახალციხეში გარდაცვლილი გმირები გაიხსენეს

14.08.2018 ახალციხეში ‘სპორტის შესახებ’ კანონპროექტის განხილვა გაიმართება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

აწყურთან მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და ერთი დაშავდა
აწყურთან მომხდარი ავარიით გარდაცვლილი პროზექტურაში გადაჰყავთ [photo]
სოფელ კლდესთან ავარია მსხვერპლით დასრულდა
ავარია ივლიტასთან – დაშავებულია 5 ადამიანი
მძღოლი, რომლის ავარიას დედა-შვილები ემსხვერპლნენ, დაკავებულია
სოფელ აწყურთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა
ავარია ახალციხეში – დაიმტვრა სამი მანქანა და დაშავდა ერთი მგზავრი [Photo]