FM97.5 / LIVE

აწყურთან მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და ერთი დაშავდა

მთავარისამართალი » შემთხვევა 11.03.2016
სასწრაფო–სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, დღეს, 11 მარტს, ბორჯომი – ახალციხის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა და ერთი დაშავდა.

აწყურთან მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა და ერთი დაშავდა

შეგახსენებთ, დღეს, 11 მარტს, დაახლოებით 15:30 საათზე, ბორჯომი – ახალციხის გზაზე, სოფელ აწყურის შესასვლელთან, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. "გალფის" ბენზინმზიდი სადისტრიბუციო ქსელის მიკროავტობუსს შეეჯახა და გადაბრუნდა. შემთხვევის შედეგად ბენზინმზიდის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, მიკროავტობუსის მძღლი კი დაშავდა.

სასწრაფო–სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, მიკროავტობუსის მძღოლმა ახალგაზრდა მამაკაცმა მსუბუქი დაზიანება მიიღო: "იმდენად მსუბუქი დაზიანებები ჰქონდა, რომ სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა საჭირო არ გახდა'.

მათივე ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევი შედეგად სხვა ადამიანები არ დაშავებულან.

შეგახსენებთ, აწყურთან ავარია დაახლოებით 40 წუთის წინ მოხდა. ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ მაშველები და სამართალდამცველები.

საქარველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მე–5 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


25.02.2020 როდის დაიწყება სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები

24.02.2020 ახალციხის სამხატვრო სკოლაში ერთი დღით სწავლა შეწყდება

22.02.2020 პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება

21.02.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.02.2020 ასპინძის მერიაში ექვსი ვაკანტური პოზიციაა

25.02.2020 ბაკურიანელი და–ძმა ტრამპლინიდან ხტომაში მსოფლიო პირველობისთვის იბრძოლებს

25.02.2020 ფარავნის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

25.02.2020 საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ერთი გარდაცვლილი, ერთი დაშავებული – ავარია აწყურთან [Video]
აწყურთან მომხდარი ავარიით გარდაცვლილი პროზექტურაში გადაჰყავთ [photo]
სოფელ აწყურთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა
აწყურთან ბენზინმზიდი სადისტრიბუციო მანქანას შეეჯახა და გადაბრუნდა, დაღუპულია ერთი ადამიანი
უდეში ავტოსაგზაო შემთხვევამ ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა
ავარია ივლიტასთან – დაშავებულია 5 ადამიანი
ადიგენში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა დაშავდა