FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტი 1215 ადგილზე აცხადებს მიღებას

მთავარიგანათლება, მოქალაქე ჟურნალისტები 11.03.2016
2016–2017 სასწავლო წლისათვის სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამივე საფეხურსა (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტურანტურა) და მოსამზადებელ პროგრამებზე, 1215 ადგილს აცხადებს.

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტი 1215 ადგილზე აცხადებს მიღებას

1215 ადგილიდან 1000 ბაკალავრიატშია, 120 ქართული ენის მოსამზადებელ პროგრამაზე, დანარჩენი კი მაგისტრატურასა და დოქტურანტურაში.

ამ ეტაპზე უნივერსიტეტში 4 ფაკულტეტია: ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტი; იურიდიული ფაკულტეტი; განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი და ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი.

ამ ოთხი ფაკულტეტიდან, სწავლის ქირა განსხვავებული მხოლოდ ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზეა, წელიწადში 1750 ლარი, დანარჩენ ფაკულტეტებზე კი გადასახადი 2250 ლარს შეადგენს.

გასული წლის მსგავსად, უნივერსტეტს წელსაც აქვს უფასო მიმართულებები. ესენია, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სპეციალობები ისტორია და ფილოლოგია და ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტის სპეციალობა ეკონომიკა. ამ მიმართულებებზე ჯამში 360 ადგილია, შესაბამისად – 120 თითოეულ მათგანზე, საიდანაც 30 ახალქალაქშია, 90 კი ახალციხეში.

რაც შეეხება მაგისტრატურას, სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტს მეორე საფეხურის 9 პროგრამა აქვს: :ქართველური ენათმეცნიერება , ქართული ლიტერატურის ისტორია, საქართველოს ისტორია, ბიზნეს ადმინისტრირება, ასტრონომია, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ბიზნეს-ინფორმატიკა, აგროტექნოლოგია და სისხლის სამართალი. მაგისტრატურაში სწავლის ქირა 2000 ლარია.

500 ლარი იქნება წლიური გადასახადი დოქტურანტურაში, თუმცა, გარკვეული პირობით. როგორც უნივერსიტეტში გვიხნისან, სწავლის დაწყებისას უნივერსიტეტი განსაზღვრავს რა მიმართულებით სჭირდება კადრები და გამოცხადდება მიღება. დოქტორანტები მხოლოდ 500 ლარს გადაიხდიან, დანარჩენ თანხას უნივერსიტეტი დაფარავს, იმ პირობით, რომ შემდეგ დოქტორანტები ამავე უნივერსიტეტში დასაქმდებიან და სასწავლებლის მიერ გადახდილი თანხა მათი ხელფასიდან დაიქვითება.

მომავალი სასაწავლო წლის მსგავსად, უნივერსიტეტმა ბაკალავრიატში გასულ, 2015 წელსაც 1000 ვაკანტური ადგილი გამოაცხადა. აქედან, 300 ადგილი შეივსო, 248 ახალგაზრდა ბაკალავრიატში ჩაირიცხა, 52 კი ქართული ენის მოსამზადებელ პროგრამაზე.

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ნიკოლოზ ახალკაცი ამბობს, რომ წელს გაცილებით მეტ სტუდენტს ელოდებიან: „უფასო მიმართულებები შარშან მაისში დამტკიცდა და ინფორმაციის ფართოდ გავრცელება ვერ მოვასწარით. წელს ამისთვის დრო გვქონდა და ამიტომ, მგონია, რომ წელს გაცილებით მეტი სტუდენტი ჩაირიცხება. მეტ ახალგაზრდას ველოდებით ფასიან მიმართულებებზეც“.

ჯამში, სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში, ორივე მისამართზე, ახალციხეშიც და ახალქალაქშიც 2400 ადგილია, აქედან, 300 პროფესიულ პროგრამებზეა, 2100 კი უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე. ამ ეტაპზე უნივერსიტეტში დაახლოებით 1215 სტუდენტი სწავლობს.

რამდენი სტუდენტი დაემატება სასწავლებელს ახალი სასწავლო წლიდან, მარტის ბოლოს უკვე ცნობილი უნდა იყოს. ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტთა რეგისტრაცია 15 მარტს სრულდება.

[მარიამ ქუქჩიშვილი, ახალციხე]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბაკალავრიატში 1000 სტუდენტს მიიღებს
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 300 სტუდენტი მიიღო
რამდენი სტუდენტი მიიღო სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა
სამი უფასო და ხუთი გაძვირებული სპეციალობა სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში
ახალციხის უნივერსიტეტი 700 სტუდენტს მიიღებს
ახალციხის უნივერსიტეტში 432 ადგილი თავისუფალი დარჩა
სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში ვაკანტური ადგილები დარჩა