FM97.5 / LIVE

თებერვალში ქვეყნის მასშტაბით 4.231 ბიზნეს სუბიექტი დარეგისტრირდა

მთავარიეკონომიკა 11.03.2016
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2016 წლის თებერვლის თვეში ქვეყანაში რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტების რაოდენობამ 4.231 ერთეული შეადგინა.

თებერვალში ქვეყნის მასშტაბით 4.231 ბიზნეს სუბიექტი დარეგისტრირდა

მათ შორის 95.7% სამეწარმეო სუბიექტია (ინდივიდუალური მეწარმე, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, კოოპერატივი, უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირისფილიალი), ხოლო 4.3% -არასამეწარმეო სუბიექტი (არასამეწარმეო იურიდიული პირი, უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი).

ამავე თვეში ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) 0.967 დონეზე დაფიქსირდა.

რეესტრის ინფორმაციით, ა.წ. თებერვლის თვეში დაფიქსირდა ზრდა როგორც წინა თვესთან (50.5%-ით), ასევე, წინა წლის იმავე თვესთან (2.4%-ით) შედარებით.

"2016 წლის თებერვლის თვეში წინა თვესთან შედარებით სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 48.1%-ით, ხოლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 134.6%-ით გაიზარდა. მსგავსი ტენდენცია დაფიქსირდა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით: სამეწარმეო სუბიექტების რაოდენობის ზრდა1.2%-ით და არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობის ზრდა 37.6%-ით", – აცხადებენ საჯარო რეესტრის პრესსამსახურში.

მათივე ინფორმაციით, ამავე თვეში ბიზნესის რეგისტრაციის თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) სამეწარმეო და არასამეწარმეო სუბიექტების მიხედვით შესაბამისად 0.952 და 1.441 დონეებზე დაფიქსირდა. ა.წ. თებერვლის თვეში ბიზნეს სუბიექტთა უმეტესობა დარეგისტრირდა ინდივიდუალური მეწარმის (2055 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 48.6%) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (1 865 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტთა 44.1%) სახით.

"როგორც ჩანს, ბიზნეს სუბიექტთა 92.6% მხოლოდ აღნიშნულ სამართლებრივ სტატუსებს ანიჭებს უპირატესობას. ამავე თვეში ქვეყანაში დარეგისტრირდა: 181 არასამეწარმეო იურიდიული პირი, 90 კოოპერატივი, 26 უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალი, 12 სააქციო საზოგადოება და 2 საჯარო სამართლის იურიდიული პირი", – აცხადებენ საჯარო რეესტრში.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

საჯარო რეესტრი: ბიზნესის რეგისტრაციის რაოდენობა გაიზარდა
'დარეგულირდება არასამეწარმეო იურიდიული პირების ოპტიმიზაციის მექანიზმი' – პრემიერი
საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ სამ თვეში მილიონს გადააჭარბა
ევროკავშირიდან ვიზიტორების რაოდენობა 23.5%-ით გაიზარდა
TI:’სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე „ვი აი პი ჯორჯია-ს” დირექტორია, რაც  კანონდაღვევაა’
საქართველოში ტურისტების რაოდენობა 29.4%–ით გაიზარდა
'რეგიონულ ახალგაზრდულ სამეწარმეო პროექტში' მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია იწყება