FM97.5 / LIVE

საჯარო რეესტრში ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენა ელექტრონული გახდა

მთავარისაზოგადოება 10.03.2016
საჯარო რეესტრის ინფორმაციით, ამიერიდან იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საჩივრის წარდგენა მოქალაქეებს ელექტრონულად შეეძლებათ.

საჯარო რეესტრში ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენა ელექტრონული გახდა

საჯარო რეესტრის ოფიციალურ ვებგვერდზე www.napr.gov.ge განთავსებული ადმინისტრაციული საჩივრის ელექტრონული პროგრამის დახმარებით, დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ, საჩივარი ინტერნეტით გაგზავნონ და პასუხიც ინტერნეტითვე მიიღონ.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რეგისტრაციის გავლის შემდეგ მოქალაქისთვის პროგრამაში პერსონალური გვერდი იქმნება, რომელზე წვდომაც მას ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან აქვს. აქვე შესაძლებელია ელექტრონული ადმინისტრაციული საჩივრის მზა ფორმის მოძიებაც. საჩივარზე მიღებული პასუხი მოქალაქის პერსონალურ გვერდზე აისახება. პროგრამაში რეგისტრირებული ყველა დაინტერესებული პირის ისტორია მის პერსონალურ გვერდზე ინახება და ნებისმიერ დროს შესაძლებელია კონკრეტული საჩივრის მომზადების, ელექტრონულად გაგზავნის და მათზე საჯარო რეესტრისგან მიღებული პასუხების მოძიება.

„ადმინისტრაციული საჩივრის ელექტრონული პროგრამა მოქალაქეებისთვის ამცირებს ბარიერებს, გაცილებით ამარტივებს, აჩქარებს საჩივრის წარდგენის პროცესს და მას კიდევ უფრო კომფორტულსა და გამჭვირვალეს ხდის“,- აცხადებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე.

მისივე განმარტებით, ადმინისტრაციული საჩივრების ელექტრონული პროგრამა თავად საჯარო რეესტრისთვისაც გააუჯობესებს ადმინისტრაციული საჩივრების მონიტორინგის პროცესს და მისი საქმიანობის ეფექტურობას გაზრდის. პროგრამა საჯარო რეესტრის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის მიერაა შექმნილი.

[sknews.ge]


17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

14.10.2019 ნანა მასწავლებელი

14.10.2019 მასწავლებლობის მაძიებელთათვის რეგისტრაცია დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.10.2019 დერცელი–კიკიბოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობა განახლდება

17.10.2019 ასპინძაში 55 500 ლარად სკვერს მოაწყობენ

17.10.2019 რატომ ფერხდება ახალციხეში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა - პროექტის ავტორი

17.10.2019 ახალციხეში ვეტერანების დღეს აღნიშნავენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

30.09.2019 'ახალციხელი წიქარა' - გურამ სუდაძის ხელნაკეთი ტრაიციკლი

მსგავს თემაზე

საჯარო რეესტრის რეფორმებს ყაზახეთის დელეგაცია გაეცნო
საჯარო რეესტრის სერვისებით სარგებლობა PayBox-ის აპარატებითაც გახდა შესაძლებელი
ნინოწმინდასა და ასპინძაში საჯარო რეესტრისა და სერვისების განვითარების სააგენტოს სამსახურები გაიხსნა
სამცხე-ჯავახეთის სკოლები ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამაში ჩაერთვებიან
სასამართლომ  ახალციხის გამგებლის წინააღმდეგ შეტანილი საჩივრის განხილვა შეწყვიტა
სახელმწიფოს მიერ აზომვითი ნახაზის საფასურის ანაზღაურება [R]
ახალციხეში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი არ გადაიდება