FM97.5 / LIVE

ხანძარი წინუბანში – მელიქიძეებს საქონლის სადგომი, თივა და კურდღლები დაეწვათ

მთავარისამართალი » შემთხვევა 09.03.2016
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წინუბანში მცხოვრები მელიქიძეების ოჯახი ხანძარმა საქონლის სადგომის, პირუტყვის საკვების, კურდღლებისა და სახლის ასაშენებელი მასალის გარეშე დატოვა.

ხანძარი წინუბანში – მელიქიძეებს საქონლის სადგომი, თივა და კურდღლები დაეწვათ

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წინუბანში ხანძარი დღეს, 9 მარტს, დაახლოებით 15:00 საათისთვის გაჩნდა. შემთხვევის დროს მელიქიძეების 4–სულიანი ოჯახი საქონლის სადგომთან ახლოს, ბოსტანში ხის ღობეს ამაგრებდა. კვამლი პირველმა მეზობლებმა შენიშნეს და სახანძრო–სამაშველო სამსახურს დაუკავშირდნენ.

საქონლის სადგომს ცეცხლი სავარაუდოდ ელექტროენერგიის სადენისგან გუჩნდა. ცეცხლი მალევე აალდა და სადგომში მოთავსებულ თივას წაეკიდა.

„მე ერთი რამე ვიცი, რომ არავის დაუწვია საქონლის სადგომი. პირველმა ჩვენ დავინახეთ და საშველად გამოვიქეცით. აქ ცეცხლს არავინ გააჩენდა, სადგომში ცეცხლი დენის სისტემისგან გაჩნდა“, – ამბობს მელიქიძეების მეზობელი მამუკა ქიმერიძე.

18 ძროხა, 10 ხბო და 1 ცხენი მელიქიძეების ოჯახს საძოვარზე ჰყავდა გაშვებული. ხანძრის გაჩენის დროს სადგომში მხოლოდ კურდღლები იყვნენ, მათმა ნაწილმა გაქცევა მოასწრო, ნაწილი კი ადგილზე დაიწვა. მთლიანად დაიწვა პირუტყვის საკვებად მომარაგებული თივა და სახლის ასაშენებელი ხის მასალა, რომელიც სადგომში ინახებოდა.

შემთხვევის ადგილზე სახანძრო–სამაშველო სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ექსპერტ–კრიმინალისტები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ. შემთხვევის ადგილზე იყო ახალციხი მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ წინუბანში ელგუჯა ჯვარიძე.
გამგებლის წარმომადგენლის თქმით, გამგეობა ზარალს დაითვლის, რის შემდეგაც დაზარალებულ ოჯახს აუცილებლად დაეხმარებიან: „კანონის ფარგლებში ყველაფერში დავეხმარებით“.

ვიდრე ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა მელიქიძეების ოჯახს დაეხმარება, 38 სულ საქონელს მელიქიძეები მეზობლის, მარინე გოგოლაძის სადგომში შეაფარებენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ მომხდარზე ძიება 187–ე მუხლის მე–2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით.

ხანძარი წინუბანში – მელიქიძეებს საქონლის სადგომი, თივა და კურდღლები დაეწვათ

ხანძარი წინუბანში – მელიქიძეებს საქონლის სადგომი, თივა და კურდღლები დაეწვათ

ხანძარი წინუბანში – მელიქიძეებს საქონლის სადგომი, თივა და კურდღლები დაეწვათ

ხანძარი წინუბანში – მელიქიძეებს საქონლის სადგომი, თივა და კურდღლები დაეწვათ

ხანძარი წინუბანში – მელიქიძეებს საქონლის სადგომი, თივა და კურდღლები დაეწვათ

ხანძარი წინუბანში – მელიქიძეებს საქონლის სადგომი, თივა და კურდღლები დაეწვათ

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


14.10.2019 ნანა მასწავლებელი

14.10.2019 მასწავლებლობის მაძიებელთათვის რეგისტრაცია დაიწყო

11.10.2019 ბორჯომში სკოლა 58–მა მასწავლებელმა დატოვა

07.10.2019 პენსიონერი მასწავლებლები ახალციხის მერიამ დაასაჩუქრა [ფოტო]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.10.2019 ახალციხეში ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს ®

15.10.2019 აწყვიტაში ლოდების ჩამოცვენის საკითხს მერია სწავლობს

15.10.2019 შეინარჩუნებს თუ არა ‘თორი’ რეგიონულ ლიგაში თამაშის უფლებას

15.10.2019 16 ოქტომბერს ასპინძაში C ჰეპატიტზე უფასოდ გამოიკვლევენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

30.09.2019 'ახალციხელი წიქარა' - გურამ სუდაძის ხელნაკეთი ტრაიციკლი

მსგავს თემაზე

წინუბანში საქონლის სადგომი იწვის
სოფელ ხევაშენში საქონლის სადგომში ხანძარი გაჩნდა
სოფელ ანში საქონლის სადგომი დაიწვა
სოფელ ვარხანში საქონლის სადგომი დაიწვა
ხანძრის შედეგად დაზარალებული მელიქიძეები  დახმარებას ითხოვენ
სოფელ იდუმალაში სახლის სახურავი დაიწვა
სოფელ ვარხანში საქონლის სადგომი დაიწვა