FM97.5 / LIVE

ადიგენში ხე–ტყის საქმეზე დაკავებულ 7 პირს საპროცესო გაუფორმეს

მთავარისამართალი 09.03.2016
ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება/გასაღებას ან გამოყენების ბრალდებით ადიგენში დაკავებულ 7 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს. 7–დან პატიმრობაში 6 იმყოფებოდა და 6–ვე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

ადიგენში ხე–ტყის საქმეზე  დაკავებულ 7 პირს საპროცესო გაუფორმეს

ახალციხის რაიონულ სასამართლოში პროცესი დღეს, 9 მარტს ჩატარდა.

შვიდი დაკავებულიდან ხუთს, ორწლიანი პირობითი სასჯელი და 5.000 ლარის გადახდა დაეკისრა. დანარჩენ ორს, ცოლ–ქმარს, რომელთაც დანაშაულის ჯგუფურად ჩადენას ედავებოდნენ, ოთხწლიანი პირობითი სასჯელი და ჯარიმა დააკისრეს, ქმარს 5.000 ლარი, ცოლს კი 2.000.

ბრალდებულების ადვოკატის ირაკლი ბარძიმაძის განმარტებით, მისმა დაცვის ქვეშ მყოფებმა დანაშაული აღიარეს და გამოძიებასთან ითანამშრომლეს.

შეგახსენებთ, რომ შვიდი მოქალაქე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მიმდინარე წლის 11 იანვარს დააკავა. დაკავებულებიდან ერთი, მიცრეწლოვანი შვილების დედა გირაოს სანაცვლოდ იყო გაათავისუფლებული, დანარჩენები კი პატიმრობაში იმყოფებოდნენ.

შვიდი დაკავებულიდან ხუთს ბრალი სსკ–ის 210–ე მუხლის 1–ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ედებოდა, რაც ყალბი საკრედიტო ან საანგარიშსწორებო ბარათის დამზადებას, გასაღებას ან გამოყენებას გულისხმობს. ორს, ცოლ–ქმარს კი ამავე მუხლის მე–2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს იგივე ქმედებას ჯგუფურად ჩადენილს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.09.2020 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.25 ლარი გახდა

22.09.2020 სამცხე–ჯავახეთში წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი – კვირის პროგნოზი

22.09.2020 GMPP–ის შესარჩევი კონკურსი რეგიონული ონლაინ მედიისთვის

21.09.2020 როცა პანდემიაა და სამცხე-ჯავახეთში ჯანდაცვის რგოლი დუმს - ვინ და რატომ არ აკეთებს კომენტარს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში დაკავებული 7 პირიდან 6–ს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ახალქალაქის ბაზრის დირექტორი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
რვა ქუჩის მოასფალტების საქმეზე თამაზ პეტაშვილი უზენაეს სასამართლოში ჩივის
სამცხე–ჯავახეთში დაკავებული შვიდი პირიდან ორი ცოლ–ქმარია
ახალქალაქის ბაზრის დირექტორი და კონტროლიორი პატიმრობიდან გაათავისუფლეს
ფინანსთა სამინისტრო: ‘ჩამორთმეულ მანქანებს საქმეების დასრულების შემდეგ დავაბრუნებთ’
სამცხე–ჯავახეთში შვიდი პირი დააკავეს