FM97.5 / LIVE

სასამართლომ ახალციხის მერის წინააღმდეგ დეპუტატის სარჩელის განხილვა დაიწყო

მთავარიპოლიტიკა 09.03.2016
დღეს, 9 მარტს, ახალციხის რაინულმა სასამართლომ „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ სამცხე–ჯავახეთის რეგიონული კოორდინატორის, ჯიმშერ გოგოლაურის სარჩელის განხილვა დაიწყო. გოგოლაური ქალაქის მერს გიორგი კოპაძეს ცრუ დასმენაში ადანაშაულებს.

სასამართლომ ახალციხის მერის წინააღმდეგ დეპუტატის სარჩელის განხილვა დაიწყო

საქმეზე „დეპუტატი მერის წინააღმდეგ“ მთავარი სხდომა 13:00 საათზე დაიწყო. პროცესს ახალციხის მერი გიორგი კოპაძე არ დასწრებია. მის ინტერესებს მისი ადვოკატი დავით მუმლაძე იცავდა.

პროცესის დაწყებისთანავე ჯიმშერ გოგოლაურის ადვოკატმა მზია გიორგაძემ სასამართლოს ორი შუამდგომლობით მიმართა. ადვოკატმა სასამართლოს იმ გადაცემის ჩანაწერის მოსმენა, ასევე გადაცემის წამყვანის დაკითხვა მოსთხოვა, რომელშიც გიორგი კოპაძე გოგოლაურს ადანაშაულებს. გარდა ამისა, ადვოკატმა მოითხოვა ქალაქის საკრებულოს დეპუტატების დაკითხვაც, იმ მოტივით, რომ რამდენიმე თვის წინ გოგოლაურის შესახებ მერმა მსგავსი რამ მათთანაც განაცხადა.

შეგახსენებთ, საუბარია ახალციხის ტელეკომპანია „მე–9 არხის“ გადაცემა დიალოგში მერის მიერ ნათქვამზე, რომ „გოგოლაური როდესაც პოლიციის თანამშრომელი იყო, პატიმრებს ბოთლზე სვამდა“.

გიორგი კოპაძის ადვოკატისთვის ბრალდების მხარის ორივე შუამდგომლობა მიუღებელი აღმოჩნდა. დავით მუმლაძის განცხადებით, სასამართლო გადაცემის ჩანაწერით ისედაც დაინტერესდება, საკრებულოს დეპუტატების დაკითხვა კი არაფერ შუაშია, ვინაიდან სარჩელი გადაცემას ეხება და არა სხდომაზე გაჟღერებულ ფრაზებს.

ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გია ბერიამ ორივე მხარის პოზიცია მოისმინა და ბრალდების მხარის ერთი შუამდგომლობა, ქალაქის საკრებულოს დეპუტატების დაკითხვა, არ დააკმაყოფილა.

შუამდგომლობის დაყენების შემდეგ, დაცვის მხარე სასამართლოს იმ გარემოებებზე ესაუბრა, რის გამოც ქალაქის მერს სასამართლოში უჩივლეს.
„ქალაქის მერმა გოგოლაურს პირდაპირ მიმართა, რომ იგი, როდესაც პოლიციის თანამშრომელი იყო, ვითომდა პატიმრებს ბოთლებზე სვამდა და პატიმრები ფანჯრიდან უხტებოდნენ. ეს არის დიდი სიცრუე. ბოთლებზე ჯდომით და ცოცხების გაკეთებით ერთი მთავრობა წავიდა“, – განაცხადა გოგოლაურის ადვოკატმა.

მისი თქმით, ამ განცხადებამ გოგოლაური დააზარალა და მეტიც, საზოგადოებაში მას ღირსება და რეპუტაცია შეულახა.

„გადაცემის შემდეგ სახლში რომ მივედი, მცირეწლოვანი შვილები მეკითხებოდნენ, მამა, მართლა ასე უკეთებდი პატიმრებსო?“– განაცხადა თავად გოგოლაურმა.

მოსარჩელე მხარე ითხოვს ქალაქის მერმა ადგილობრივი მედიის საშუალებით, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში. გიორგი კოპაძის ადვოკატი, დავით მუმლაძეს კი ირწმუნება, რომ მერის განცხადება ზოგად ვითარებას შეეხებოდა და არა კონკრეტულად ჯიმშერ გოგოლაურს.

„ეს სიტყვები იყო ზოგადად სისტემის მიმართ და არ იყო გოგოლაურის მიმართ გამოთქმული. ვფიქრობ, რომ უსაფუძვლობის და დაუსაბუთებლობის გამო გოგოლაურის სარჩელის დაკმაყოფილებას უარი უნდა ეთქვას“, – განაცხადა დავით მუმლაძემ.

დღევანდელ პროცესს, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელი დიმიტრი ლორთქიფანიძე, ასევე „დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი გიგლა ბარამიძე ესწრებოდნენ.

„სამართალი თავისას იტყვის“, – განაცხადა პროცესის დასრულების შემდეგ გიგლა ბარამიძემ.

ახალციხის რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვა 15 მარტს, 15:30 საათზე, წერილობითი მტკიცებულების, ასევე ერთი მოწმის,დაკითხვით გაგრძელდება.

შეგახსენებთ, ახალციხის მერის განცხადების გამო გოგოლაურმა ჯერ პროკურატურას მიმართა. პროკურატურამ საქმეზე გამოკითხვებიც დაიწყო, თუმცა, საქმის წარმოება აღარ გააგრძელა იმ მოტივით, რომ ეს სამოქალაქო დავაა. ამის შემდეგ, 2016 წლის 1 თებერვალს, გოგოლაურმა სამოქალაქო სარჩელი სასამართლოში შეიტანა.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


20.09.2018 განათლების სამინისტრომ მეექვსე სკოლის ორი მოსწავლე მედალზე წარადგინა

18.09.2018 უნივერსიტეტში სტუდენტებს ‘მუდლის’ განახლებული პროგრამა გააცნეს

17.09.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი განახლდა

17.09.2018 ახალციხის პირველ სკოლაში სწავლა ისე განახლდა, რომ ეზოს მშენებლობა არ დასრულებულა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.09.2018 თოჯინების თეატრი 'სიურპრიზისთვის' ემზადება

20.09.2018 ‘თავზე მაწვიმს’ – ახალდაბაში 80 წლის ქალი დახმარებას ითხოვს

20.09.2018 ‘მიწებს კარტოფილისთვის ვერ ვიყენებთ, რა დროს მარიხუანაა?!’ – შეფასებები სამცხე–ჯავახეთიდან

20.09.2018 განათლების სამინისტრომ მეექვსე სკოლის ორი მოსწავლე მედალზე წარადგინა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

დეპუტატი მერის წინააღმდეგ – გოგოლაურმა ამჯერად სასამართლოს მიმართა
საქმეზე ‘დეპუტატი მერის წინააღმდეგ’ სასამართლო განხილვა დასრულდა
უმცირესობის დეპუტატმა ახალციხის მერს სასამართლო მოუგო
უმცირესობის დეპუტატმა ახალციხის ყოფილ მერს სააპელაციო სასამართლოშიც მოუგო
დეპუტატი მერის წინააღმდეგ – პროკურატურამ დაკითხვები დაიწყო
ყოფილმა მერმა დეპუტატს საჯაროდ ბოდიში უნდა მოუხადოს – საქმე უზენაესშიც დასრულდა
საქმეზე ‘დეპუტატი მერის წინააღმდეგ’ – სამმართველოში მერიც დაიბარეს