FM97.5 / LIVE

სოფელ იდუმალაში სახლის სახურავი დაიწვა

მთავარისამართალი » შემთხვევა 09.03.2016
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ იდუმალაში დავლაშერიძეების მრავალსულიან ოჯახს სახლის სახურავი დაეწვა; შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

სოფელ იდუმალაში სახლის სახურავი დაიწვა

სოფელ იდუმალაში ხანძარი დღეს, 9 მარტს, დაახლოებით 14:00 საათზე მოხდა. ცეცხლი სახლის სახურავს მოედო.

„ვარაუდობენ, რომ სადენებიდან გაჩნდა ცეცხლი, ან შესაძლოა თივა მოხვდა სახურავზე და შემდეგ ნაპერწკალი გაღვივდა. პოლიცია აქ არის და დაადგენენ“, – ამბობს სოფელ იდუმალაში ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი თამაზ გიგაშვილი.

მისი თქმით, ოჯახი შეჭირვებულია: „ის რაც დაიწვა, მათთვის ძალიან ღირებულია, გამგეობა რაღაცით აუცილებლად დაეხმარება“.

როგორც სახანძო–სამაშველო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე ორი სამაშველო ჯგუფი მუშაობდა: „ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია“.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ მომხდარზე ძიება 187–ე მუხლის მე–2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით.

[თამუნა უჩიძე, ასპინძა]


03.06.2020 ახალციხის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია მიმდინარეობს – რა დოკუმენტებია საჭირო

01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.06.2020 ‘სოფელი არ ჩაიკეტება, იგეგმება მოსახლეობის თერმოსკრინინგი’ – სამხარეო ადმინისტრაცია

04.06.2020 ‘ინფიცირებული სოფელში ორ გასვენებაში იმყოფებოდა’ - ნინოწმინდის ჯანდაცვის ცენტრი

04.06.2020 ‘სოფლის ჩაკეტვა იგეგმება’ – ყაურმის რწმუნებული

04.06.2020 '44 წლის ნინოწმინდელ კაცს, რომელიც შეცდომით სახლში გაუშვეს კორონავირუსი დაუდასტურდა' – ჯანდაცვის ცენტრი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ხანძარი წინუბანში – მელიქიძეებს საქონლის სადგომი, თივა და კურდღლები დაეწვათ
სოფელ აწყურში სახცოვრებელი სახლის სახურავი დაიწვა
ადიგენში ფერმა დაიწვა
სოფელ მინაძეში საცხოვრებელი სახლის ნაწილი დაიწვა
პატარა პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია
ახალციხეში სახლების სახურავებზე ხანძარი ლოკალიზებულია
ხანძარი მესხეთის ქუჩაზე [Photo]