FM97.5 / LIVE

მიმღები მშობელი სოციალურ მუშაკს უპირისპირდება

მთავარისაზოგადოება 09.03.2016
რატომ თქვა უარი გადაუდებელ მიმღებ მშობლად რეგისტრირებულმა მარინა ჩამანიანმა, ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის 14 წლის მოქალაქის მიღებაზე; რაში ადანაშაულებს იგი სოციალურ მუშაკს და რას პასუხობენ სამინისტროში ჩამანიანის ბრალდებებს.

მიმღები მშობელი სოციალურ მუშაკს უპირისპირდება

ახალციხეში მცხოვრები მარინა ჩამანიანი გადაუდებელ მიმღებ მშობლად რეგისტრაციიდან მოხსნეს და შესაძლოა მას რეგულარულ მინდობით აღზრდაში რეგისტრაციაც გაუუქმონ.

ჩამანიანი სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე–ჯავახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრში მიმღებ მშობლად 2015 წლის 7 სექტემბერს დარეგისტრირდა.

ამბობს, რომ მინდობით ბავშვის აღზრდაზე დიდხანს ფიქრობდა: „მთელი დღე სახლში ვიყავი, ლარაპარკის უნარი მეკარგებოდა, ვიფიქრე მადლია, ავიყვან ბავშვს და გავზრდი–მეთქი“.

ამბობს, რომ მის გარშემო მინდობითი აღზრდით ბავშვები ძალიან ბევრს ჰყავდა აყვანილი, თვეების განმავლობაში მათ აკვირდებოდა და პროგრამის დეტალებსაც ეტაპობრივად ეცნობოდა: „პირველად სააგენტოში რომ მივედი, გოგონას, რომელიც მესაუბრა, ელენე ერქვა. მასთან შევთანხმდი რა დოკუმენტები უნდა მიმეტანა. როცა ყველაფერი მოვაგროვე და მივედი, ისევ ელენე ვიკითხე, მაგრამ სხვა გოგონა დამხვდა. გაღიზიანებული ტონით მიპასუხა, რა მნიშვნელობა აქვს რომელი ვართ, აქ მეც მაგისთვის ვზივარო“.

მისი თქმით, სოციალური მუშაკი, რომელმაც მისი განაცხადი მიიღო ქეთევან გვარამაძეა. მას შემდეგ, რაც შესამოწმებლად ოჯახში მივიდა და პროგრამის დეტალები შეუთანხმა, რაიმე დაძაბულობა, ან უკმაყოფილო საუბარი აღარ ჰქონიათ: „ამიხსნა, რომ შეგიძლია გადაუდებელზეც დარეგისტრირდე, წლობით რომ არ ელოდო ბავშვსო. შეიძლება ღამითაც მოგიკაკუნონ და ბავშვი მოგიყვანონო“.

მარინა ამბობს, რომ მაშინ სოციალურ მუშაკს აუხსნა, რომ ბავშვის სქესს, ეროვნებას, აღმსარებლობას და ა.შ. მნიშნვლეობა არ ჰქონდა: „უბრალოდ, ასაკით დიდი არ მინდოდა. უფროსები საკუთარ მშობლებს არ უჯერებენ და მე რას დამიჯერებდა. მაგრამ ვუთხარი, თუ დედმამიშვილები იქნებიან, ასაკის გამო არ დავაშორებ–მეთქი“.

მისივე თქმით, ქეთევან გვარამაძემ განუმარტა, რომ ბავშვები, რომლებსაც მინდობით აღზრდაში გადასცემდნენ, შესაძლოა რთულები ყოფილიყვნენ: „ამის გამო არ შევშინებულვარ. რთულში ვიგულისხმე ის, რომ ყველა ბავშვს ერთხელ ნათქვამი ყოველთვის არ ესმის“.
ჩამანიანის განცხადება გადაუდებელ მშობლობაზეც დაკმაყოფილდა.

„ქეთიმ ამიხსნა, სრული უფლება გაქვს, თუ ბავშვს ნახავ და არ მოგეწონება, უარი თქვაო. ვკითხე, ამის გამო საბუთები ხომ არ გამიფუჭდება–თქო და არაო. თან მითხრა, ვეცდებით შენი შვილიშვილის ტოლი ბავშვი მოგიყვანოთ, რომ ერთმანეთის მიმართ პატარებს აგრესია არ გაუჩნდეთო“, – აცხადებს ჩამანიანი.

რატომ თქვა ჩამანიანმა ავღანელ ბავშვზე უარი?

ამ შეთნხმებიდან მალევე, 7 დეკემბერს, დაახლოებით დილის 11:00 საათზე გვარამაძემ ჩამანიანთან დარეკა.

„მითხრა, ავღანელი ბიჭია, 14 წლის, საღვარზე იპარებოდა, დაიჭირეს და ვიდრე სასამართლო გადაწყვეტილებას გამოიტანს, შენთან უნდა იყოსო. შემეშინდა, ავღანეთში 12 წლიდან იარაღით თამაშობენ, თან ის თუ საზღვარზე იპარებოდა, სახლში ღამეები უნდა მეთია, რომ არ გამპარვოდა?!“ – ამბობს ჩამანიანი.

ამის გამო მან 14 წლის ბიჭის მიღებაზე უარი განაცხადა, ეს სააგენტოში წერილობითაც დაადასტურა: „ქეთევანმა აგრესიულად მიმიღო: ეს რა საბავშვო ბაღია, მინდა არ მინდაო?! ბავშვი ქუჩაში უნდა დამრჩესო?! ღამის ორ საათზე რომ მომეყვანა, გარეთ უნდა დამრჩენოდაო. ცხოვრებაში ბავშვის შვილად აყვანა აღარ გეღირსება და რიგიდანაც მოგხსნიო“.

როგორც „სამხრეთის კარიბჭეს“ სასაზღვრო პოლიციაში განუმარტეს 14 წლის მოზარდს ბრალი საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისათვის დასდეს. გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პიროვნება ოჯახის მიერ იყო მიბარებული ნათესავს და საქართველოში მასთან ერთად მოხვდა: „აქედან კი საკუთარი ნებით აპირებდა თურქეთის რესპუბლიკაში გადასვლას სამუშაოდ. მიზანი იყო ავღანეთში მყოფ ოჯახს დახმარებოდა. გამომდინარე იქიდან, რომ პიროვნება იყო არასრულწლოვანი, პატიმრობის ნაცვლად, ნორიოს თავშესაფარში გადავიყვანეთ“.

ამ უარის გამო ჩამანიანი გადაუდებელ მიმღებ მშობლად რეგისტრაციიდან მოხსნეს. იგი ამაში ქეთევან გვარამაძეს ადანაშაულებს და ირწმუნება, რომ მან ურთიერთ გამომრიცხავი ინფორმაცია შეგნებულად მიაწოდა, სურდა მისი ოჯახი მინდობითი აღზრდის პროგრამიდან ჩამოეშორებინა: „არ ამიხსნა, რომ გადაუდებელზე უარის თქმის შემთხვევაში რეგისტრაციიდან მომხსნიდნენ“.

რას პასუხობენ ჩამანიანის ბრალდებებს?

გვარამაძეს „სამხრეთს კარიბჭესთან“ ჩამანიანის ბრალდებებზე კომენტარის გაკეთება არ უნდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე–ჯავახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსი დავით გოგალაძე კი დარწმუნებულია, რომ გვარამაძეს არაფერი შეეშლებოდა და ყველა დეტალს ჩამანიანს დაწვრილებით აუხსნიდა.

„ეს ქალბატონი იყო დარეგისტრირებული გადაუდებელ მიმღებად. როცა ასეთი ოჯახი გეგულება, ბავშვი გარეთ არ უნდა დაგრჩეს. გასაგებია, რომ რისკებს ხედავს, მაგრამ ჩვენც ხომ გვაქვს ჩვენი ვალდებულებები?! გადაუდებელზე უარის თქმის უფლება არავის აქვს“, – აცხადებენ სოციალური დაცვისა და ჯანმრთელობის სამინისტროში.

სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სამინისტროშიც აცხადებენ, რომ თუ ჩამანიანი კვლავ ასეთი ფორმით გააგრძელებს მათთან ურთიერთობას, რეგულარული მინდობითი აღზრდიდანაც მოხსნიან. ჩამანიანი კი ამბობს, რომ თუ ბავშვს მინდობით აღზრდაში აიყვანს, მაშინ ვიდეო თვალს დააყენებს: „შესაძლოა ამ გოგონამ კიდევ რაიმე უსიამოვნება მომიწყოს“.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.11.2019 თამარაშვილის ქუჩაზე სანიაღვრე არხის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა

14.11.2019 რა გაკეთდება რეგფონდიდან მიღებული 1 158 695 ლარით ნინოწმინდაში

13.11.2019 ახალციხის სკვერში ატრაქციონის ჩამოვარდნის დროს საქანელაზე ბავშვი იჯდა [ვიდეო]

13.11.2019 თბილისში ნანი მანველიშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე


სოციალური მუშაკი: ‘ტყემლანაში მცხოვრები ოჯახიდან ბავშვების წამოყვანას არ ვგეგმავთ’
ახალციხეში დედას ხუთი წლის შვილის ცემისთვის ასამართლებენ [Video]
ასპინძაში, 17 წლის მოზარდი ღამეს ქუჩაში ათენებს
‘სამცხე–ჯავახეთში სამი სოციალური მუშაკი გაფიცვას არ შეუერთდა’– დავით გოგალაძე
პირველ ბაღში შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
‘გაჭირვების გამო ბავშვი პანსიონატში ჩავაბარეთ’ – შეჭირვებული ოჯახი დახმარებას ითხოვს