FM97.5 / LIVE

ომბუდსმენმა ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელი მოიწვია

მთავარისაზოგადოება 09.03.2016
ბავშვთა მიმართ ძალადობის ინდივიდუალური შემთხვევებისა და უფრო ფართო, სისტემური ხასიათის დარღვევების გარემოებათა შესწავლის, შეფასებისა და რეაგირების მექანზმების შემუშავების მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველმა გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელი მოიწვია.

ომბუდსმენმა ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელი მოიწვია

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს მარტა სანტოს პაისს უჩა ნანუაშვილმა მოწვევის წერილი გაუგზავნა.

მათივე ინფორმაციით, მოწვევის წერილში განხილულია ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხები, ასევე მისი გამომწვევი მიზეზები, როგორებიცაა საზოგადოების აზრი იმის შესახებ, რომ ძალადობრივი ფორმა უფრო ქმედითი აღმზრდელობითი ზომაა და დასაშვებ დისციპლინურ სასჯელს წამოადგენს; ასევე საუბარია ძალადობის ფორმებზე, რომლებიც იდენტიფიცირებული და განზოგადებულია სახალხო დამცველის ოფისის მონიტორინგის საქმიანობის შედეგად; ძალადობის გამოვლინებებს შორის დომინირებს ბულინგი საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და მცირე საოჯახო ტიპის სახლებში, ასევე მზარდი ტენდენციაა სექსუალური ძალადობის შემთხვევების კუთხით, გარდა ამისა ხშირია ფიზიკური დასჯის მეთოდების გამოყენება, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მიმართ და სხვა.

"წერილში გაანალიზებულია პრობლემასთან ბრძოლის მეთოდების არაეფექტურობა სახელმწიფოს, განსაკუთრებით კი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, საუბარია არსებულ საკანონმდებლო ხარვეზებზე, ძალადობის მსხვერპლთა ფსიქო-სოციალურ რეაბილიტაციის შეზღუდულ ხელმისაწვდომობასა და სხვა საკითხებზე", – აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში.

ომბუდსმენის განცხადების მიხედვით, სპეციალური მომხსენებლის ვიზიტები ქვეყანაში მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც მანდატის მფლობელს საშუალებას აძლევს ზოგადი შეფასება მისცეს ადამიანის უფლებათა ირგვლივ არსებულ მდგომარეობას ან/და კონკრეტულ ინსტიტუციურ, სამართლებრივ, სასამართლო თუ ადმინისტრაციულ სიტუაციას მოცემულ ქვეყანაში: "ვიზიტის განმავლობაში ის ხვდება ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ასევე ადამიანის უფლებათა დარღვევის მსხვერპლებს, ქვეყნებში მოქმედ გაერთიანებული ერების სააგენტოთა ჯგუფებს, აკადემიური, დიპლომატიური წრეებისა და მედიის წარმომადგენლებს, რათა მოხდეს რეკომენდაციების შემუშავება, რომლებიც საჯარო ანგარიშების სახით ქვეყნდება. სპეციალურ პროცედურათა ზოგიერთი მანდატის მფლობელი ასევე მართავს პრეს-კონფერენციებს და აქვეყნებს პირველად შეფასებებს ქვეყნებში ვიზიტების დასრულებისას".

სახალხო დამცველის აპარატი იმედოვნებს, რომ ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხებზე გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან წარმატებული თანამშრომლობისა და ვიზიტის განხორციელების შემთხვევაში, მთავრობისა და სხვა პასუხისმგებელი მხარეების რეაგირების ღონისძიებები უფრო ეფექტური გახდება, რაც აისახება ბავშვთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრისა და მათი განვითარების ხელსაყრელი პირობების შექმნაზე ქვეყნის მასშტაბით.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.01.2020 მგფ: აბასთუმანში 18-დან 17 ისტორიული სახლის რეაბილიტაცია დასრულდა

22.01.2020 წულუკიანის მიერ ციხის კადრების გასაჯაროების გამო, ომბუდსმენმა სახელმწიფო ინსპექტორს მიმართა

22.01.2020 ბორჯომში მცხოვრებ დევნილ ოჯახს სახლს გადასცემენ

22.01.2020 ‘ქოჩარი’ - უძველესი ცეკვა ყველასთვის [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

სახალხო დამცველმა ეროვნული უმცირესობების შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებელი მოიწვია
საქართველოში ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევები ხშირია
ფემიციდის შემთხვევებზე ზედამხედველობას სახალხო დამცველის აპარატი  განახორციელებს
ომბუდსმენი: საქართველოში მწვავედ დგას ბავშვთა სიღარიბისა და სიკვდილიანობის პრობლემა
სახალხო დამცველი სახელმწიფო უწყებებს გენდერული ნიშნით ძალადობის აღმოფხვრისაკენ მოუწოდებს
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია დაიწყო
სახალხო დამცველი: მძიმეა ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით არსებული რეალობა