FM97.5 / LIVE

„დავბერდი, მაგრამ 8 მარტი მაინც მიხარია“ – მეეზოვეები ახალციხიდან

მთავარისაზოგადოება 08.03.2016
ქალთა საერთაშორისო დღე, 8 მარტი, რომელიც საქართველოში უქმე დღედაა გამოცხადებული, არაფრითაა გამორჩეული მეეზოვე ქალებისთვის. მათი სამუშაო დღე ჩვეულებრივ 07:00 საათზე დაიწყო.

„დავბერდი, მაგრამ 8 მარტი მაინც მიხარია“ – მეეზოვეები ახალციხიდან
მანანა იგითხანიშვილი ცხრა წელია ახალციხის ქუჩების სისუფთავეზე ზრუნავს. მას 8 მარტი მას შემდეგ აღარ აღუნიშნავს, რაც შვილი გარდაეცვალა. როგორც თავად ამბობს, ამ დღეს პირველი ყოველთვის შვილი ულოცავდა, თუმცა ახლა გული წყდება, რომ ჯერ მისთვის 8 მარტის მილოცვა არავის გახსენებია: „ეს ერთი დღე გვაქვს ქალებს, მაგრამ თითო ყვავილიც კი არავინ მოგვართვა. ახალგაზრდები ერთმანეთს ეფერებით, საჩუქრებს ჩუქნით მოხუცებსაც ხომ გვინდა?! ჩემ უფროსმა გამიარა და არც კი გაახსენდა, რომ დღეს 8 მარტია. მართალია დავბერდი, მაგრამ გულს ხომ მაინც უხარია?!“

„დავბერდი, მაგრამ 8 მარტი მაინც მიხარია“ – მეეზოვეები ახალციხიდან
ეკატერინე ლომიძის ყოველი დილა, 10 წელია ცოცხითა და აქანდაზით იწყება. მისთვის ეს დღე სხვა დღეებისგან არაფრით განსხვავდება. მისი ერთადერთი სურვილი ის არის, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა დღევანდელი დღე მათაც მიულოცონ: „ახლა ძალიან ჩამკვდარია ცხოვრება. მინდა, რომ ახალგაზრდებს ბევრი ბედნიერი დღე ჰქონდეთ“.

„დავბერდი, მაგრამ 8 მარტი მაინც მიხარია“ – მეეზოვეები ახალციხიდან
სირანუშა კარაპეტიანი 40 წელია მეეზოვედ მუშაობს. სიცივეში, წვიმაში, თოვლში და ქარში ქუჩებს იმიტომ გვის, რომ ხუთსულიანი ოჯახი არჩინოს. სხვა მეეზოვეების მსგავსად დღევანდელი დღე არც მისთვისაა გამორჩეული.

„დავბერდი, მაგრამ 8 მარტი მაინც მიხარია“ – მეეზოვეები ახალციხიდან
ზინა ზედგინიძეს 8 მარტი პირველი შვილმა მიულოცა. იგი ახალციხის ცენტრალურ პარკს მეუღლესთან ერთად ასუფთავებს: „მინდა, რომ ისევ კარგი ცხოვრება დაბრუნდეს“.

„დავბერდი, მაგრამ 8 მარტი მაინც მიხარია“ – მეეზოვეები ახალციხიდან
ლილი გორგოძისთივს ქალთა საერთაშორისო დღე დილით 07:00 საათზე თამარაშვილის ქუჩის დასუფთავებით დაიწყო: „რა ვქნა მიჭირს. აქ იმისთვის ვმუშაობ, რომ შვილები და შვილიშვილები ვარჩინო, თან მიხარია, როცა ქალაქი სუფთაა“.

„დავბერდი, მაგრამ 8 მარტი მაინც მიხარია“ – მეეზოვეები ახალციხიდან
ჯულიეტა თუმასიანი 25 წელია ქალაქის დასუფთავებაზე ზრუნავს. ამბობს, რომ დღევანდელი დღე ჯერ არავის მიულოცავს: „შვილიშვილი მყავს საავადმყოფოში, ვიდრე არ გამოკეთდება, არაფერი გამახარებს“.

„დავბერდი, მაგრამ 8 მარტი მაინც მიხარია“ – მეეზოვეები ახალციხიდან
ელენა გარშკოვამ მეეზოვედ მუშაობა მას შემდეგ დაიწყო, რაც მეუღლე გარდაეცვალა. მისი ყოველთვიური ანაზღაურება 100 ლარს შეადგენს და ამბობს, რომ ამ თანხით ოჯახს ეხმარება: „ცივა თუ ცხელა უნდა ვიმუშაოთ, რომ კომუნალური გადასახადები დავფაროთ და ოჯახი ვარჩინოთ“.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


15.02.2019 სოფელი, რომელიც სკოლაზე ოცნებობს [Photo/Video]

14.02.2019 განათლების სამინისტრო ძირეული რეფორმისთვის ემზადება – გასვლითი სხდომა ბორჯომში

14.02.2019 სამცხე–ჯავახეთში მანდატურების ცენტრი აშენდება

13.02.2019 სოფელ ბენარაში 150 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა შენდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.02.2019 მართლმადიდებელი ეკლესია მირქმის დღესასწაულს აღნიშნავს

15.02.2019 სოფელი, რომელიც სკოლაზე ოცნებობს [Photo/Video]

14.02.2019 ახალციხეში ავარიის შედეგად ორი მანქანა და მაღალი ძაბვის ბოძი დაზიანდა

14.02.2019 რამდენი ბავშვი დაიბადა 2018 წელს სამცხე–ჯავახეთში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

‘ცხოვრება ისეთი ძნელია, ისიც კი დაგვავიწყდა, რომ დედები ვართ’
ფოტოპროექტი: ადამიანები ახალციხიდან  [Photo]
თვითმმართველობების წარმომადგენლებმა ქალებს 8 მარტი მიულოცეს
მეეზოვის ცოცხი მკერავის მაკრატლის ნაცვლად
ყველაზე ახალგაზრდა მეეზოვე ახალციხეში: „დედას საფლავი უნდა გამეკეთებინა, აქ მუშაობა იმიტომ დავიწყე“
მზესუმზირის გამყიდველი ერთადერთი ოცნებით  [Photo]
ახალციხის მერიამ ქალბატონებს 8 მარტი მიულოცა