FM97.5 / LIVE

ხვალ სამცხე–ჯავახეთს პრემიერი ეწვევა

მთავარიპოლიტიკა 04.03.2016
5 მარტს სამცხე–ჯავახეთს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეწვევა. პრემიერი საფარის მონასტერთან მისასვლელი გზის მშენებლობასა და 'აწარმოე საქართველოს' ფარგლებში დაფინანსებულ საწარმოებს მოინახულებს და ბორჯომში, სასტუმრო Crowne Plaza Borjomi–ს გახსნას დაესწრება.

ხვალ სამცხე–ჯავახეთს პრემიერი ეწვევა

საფარის მონასტერთან მისასვლელი გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო. პროექტის განხორციელების შედეგად, ახალციხიდან საფარის მონასტრამდე მანძილი, ნაცვლად 30 წუთისა, 10 წუთში დაიფარება.

როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, საფარის მონასტრის გზის დათვალიერების შემდეგ პრემიერ–მინისტრი მცირე მეწარმეობის ხელშეწყობისა და შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამების ფარგლებში დაფინანსებულ ბენეფიციარებს ესტუმრება. გიორგი კვირიკაშვილი დაათვალიერებს სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დაფინანსებულ საამქროებს, მეცხოველეობისა და მეფრინველეობის ფერმებს.

დღის მეორე ნახევარში პრემიერი ბორჯომში, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „Crowne Plaza Borjomi"–ს გახსნის ღონისძიებას დაესწრება. მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სასტუმროების კომპანია, InterContinental Hotels Group, ბორჯომში ბრენდით – Crowne Plaza შემოვიდა. სასტუმროს საერთო ფართია 16100 მ2–ია. იგი აღჭურვილია 101 თანამედროვე ნომრით, რომლებიც გათვლილია დამსვენებელთა ფართო სპექტრზე. სასტუმრო „Crowne Plaza Borjomi" მდებარეობს ბორჯომის ცენტრში, ბორჯომის ისტორიული პარკის შესასვლელიდან რამდენიმე წუთის სავალზე. ინვესტიციის საერთო მოცულობა 32 მლნ აშშ დოლარია.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


28.07.2020 საფეხური: პანდემია და სტრესი ბავშვებში [აუდიო]

25.07.2020 ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება სავარაუდოდ, აგვისტოს პირველი ნახევრიდან დაიწყება

23.07.2020 ახალქალაქის 8 სკოლაში ბიბლიოთეკები მოეწყო

22.07.2020 22 ივლისიდან მასწავლებელთა გამოცდები დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

30.07.2020 აღადგენენ თუ არა თეა ბაღდოშვილს და ეკა ტატალაშვილს სამსახურში?

30.07.2020 ახალციხის უნივერსიტეტის მეორე კორპუსში შშმ პირებისთვის ლიფტი გაკეთდება

30.07.2020 30 ივლისს წმინდა მარინეს ხსენების დღე აღინიშნება

30.07.2020 აბასთუმანში ‘გლაზენაპის’ კოშკს სრულად აღადგენენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში სასტუმრო „Crowne Plaza Borjomi“ გაიხსნა
ბორჯომში გოგირდის აუზები ფასიანი გახდა
გიორგი კვირიკაშვილი:  საფარის მონასტრამდე მისასვლელი გზა მნიშვნელოვანია ბევრი თვალსაზრისით
‘ეს არის პროგრამა, რომელიც ახალგაზრდებს დაამაგრებს რეგიონებში’
ახალციხიდან საფარამდე მისასვლელი გზა  10 წუთში დაიფარება
პრემიერი: ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად უნდა სტუმრობდნენ რეგიონებს
ქუთაისიდან აბასთუმანის მიმართულებით პირდაპირი გზა აშენდება