FM97.5 / LIVE

ახალციხეში მაღაზია ”მესხური ბრენდი” გაიხსნა

მთავარისაზოგადოება 05.12.2012
ახალციხის ისტორიული უბნის, რაბათის შესასვლელში მაღაზია ”მესხური ბრენდი” გაიხსნა, სადაც მხოლოდ მესხური ნაწარმი იყიდება

ახალციხეში მაღაზია ”მესხური ბრენდი” გაიხსნა
თექის, კერამიკისა და თიხის ნაწარმის გარდა, მაღაზიაში ორი სახეობის მესხური ღვინოც იყიდება, რომელსაც მაღაზიის დამფუძნებლები თავად აწარმოებენ. ნათენაძეებმა მესხური ღვინის ჩამოსხმა 2009 წელს დაიწყეს. მას შემდეგ, წელიწადში დაახლოებით 900-დან 1 000 ბოთლამდე ასხამენ.

- ”გარდა იმისა, რომ ვაწარმოებთ მესხურ ღვინოს, გვაქვს ტურისტული სააგენტოც. ყოველთვის გვინდოდა, რომ მესხური ნაწარმი წარმოგვეჩინა და ბაზარზე გაგვეტანა. ამის საშუალება არ მოგვეცა და ამიტომ გავხსენით საკუთარი მაღაზია”, - განმარტავს მაღაზია ‘მესხური ბრენდის’ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი ნათენაძე.

მაღაზიაში წარმოდგენილი იქნება ხელნაკეთი ნივთებიც, რომლებზეც სამხატვრო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები მუშაობენ. მაღაზიის დიზაინი, ხის მაგიდები, კასრები და სხვა ხის აქსესუარები უჩა გოგოლაძეს ეკუთვნის.

- ”წარმოდგენილი გვაქვს ადგილობრივი თექა, არაჩვეულებრივი კომპოზიციებით”, - ამბობს მაღაზია ”მესხური ბრენდის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და სამხატვრო სკოლის დირექტორი ნანა ნათენაძე.

”მესხური ბრენდი” კიდევ ერთ მაღაზიას გაზაფხულზე ახალციხის ციხის ტერიტორიაზე გახსნის. მაღაზია ტურისტებზე და ციხის დამთვარიელებლებზე იქნება გათვლილი.

- ”ეს ორი მაღაზია ტურისტებისა და ახალციხელებისთვის კარგი ადგილი იქნება, სადაც ადგილზე დამზადებულ სუვენირებს, ორი სახეობის მესხურ, ადგილობრივი ჯიშის ღვინოს შეიძენენ. ასევე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ქართული კომპანიების ღვინოებიც და სხვა ალკოჰოლური სასმელები“, - ამბობს გიორგი ნათენაძე.

ნანა ნათენაძის თქმით მაღაზიაში პროდუქცია კიდევ დაემატება. გარდა ამისა, იმ მოქალაქეებს ვინც აღნიშნული ხელსაქმითაა დაკავებული, შეუძლიათ მაღაზიის დამფუძნებლებს მიაკითხონ და თავიანთი პროდუქცია ჩააბარონ.

ამ ეტაპზე მესხური ღვინო, რომელიც 2009 წელშია ჩამოსხმული, 55 ლარი ღირს. სხვა კომპანიების ჩამოსასხმელი ღვინის ფასი 3,50 ლარიდან, ბოთლის ღვინის ფასი კი7 ლარიდან იწყება.

ახალციხეში მაღაზია ”მესხური ბრენდი” გაიხსნა

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

20.10.2020 ისრაელის ელჩმა ახალციხის უძველესი სინაგოგა მოინახულა

20.10.2020 ახალციხის მუნიციპალიტეტი ღია მმართველობის გლობალურ პარტნიორობას შეუერთდა ®

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ციხეში ახალ სეზონზე პირველი მაღაზია გაიხსნა
ღვინის ფესტივალი ახალციხეში
მიხეილ სააკაშვილი: ‘ახალციხეში მადლობის სათქმელად ჩამოვედი’
ახალციხის ციხეზე ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა – გაყიდვა მიმდინარეობს
”მეღვინეობა ხარება” ახალციხის ციხეში
ავანგარდი: 'მესხური ვაზი ყველა ოჯახში უნდა დაბრუნდეს' - გიორგი ნათენაძე

მესხური ღვინო ტოკიოს ღვინის ფესტივალზე