FM97.5 / LIVE

მესხეთის თეატრი ახალ სეზონისთვის მზადებას ვერ იწყებს

მთავარიეკონომიკა, მოქალაქე ჟურნალისტები 04.03.2016
მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ახალი თეატრალური სეზონისთვის მზადება ჭიანურდება. სეზონის გახსნა იატაკის დაგებაზეა დამოკიდებული, რისთვისაც ტენდერი მეორედ გამოცხადდა.

მესხეთის თეატრი ახალ სეზონისთვის მზადებას ვერ იწყებს

2016 წლის თეატრალურ სეზონზე, მესხეთის სახელმწიფო თეატრში 7–8 პრემიერის დადგმას გეგმავენ. გარდა ამისა, თეატრი მაყურებელს შესთავაზებს წარმოდგენებს ძველი რეპერტუარიდანაც.

როგორც თეატრში გვიხსნიან, მიმდინარე სეზონისთვის რამდენიმე რეჟისორის მოწვევაა დაგეგმილი.

„პირველი პრემიერა საბავშვო ზღაპარი იქნება“, – ამბობს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ლია სულუაშვილი. სწორედ სულუაშვილის რეჟისორობით დაიდგმება პირველი პრემიერა.

თუმცა, კონკრეტულად როდის დაიწყებენ თეატრში ახალი სეზონისთვის მზადებას, ამ ეტაპზე თეატრში დაკონკრეტება უჭირთ. ახალი სეზონის დაწყება თეატრში სარემონტო სამუშაოების დასრულებაზეა დამოკიდებული.

„საჭიროა ძველი სცენის აყრა და ახალის დაგება. ჩვენ ამაზე ვართ დამოკიდებული“, – ამბობს ლია სულუაშვილი და აქვე ამატებს, რომ ვიდრე სცენა დასრულდება რეპეტიციებს პირობით დეკორაციებში ანუ ძგიდეებში გამართავენ.

წელს მესხეთის თეატრის ბიუჯეტი 330.000 ლარია. აქედან, 250.00 ლარი კულტურის სამინისტროს წილია, რაც სახელფასო ხარჯებს ხმარდება, 80.000 ლარით კი თეატრს ახალციხის ბიუჯეტი აფინანსებს. ეს თანხა სადადგმო ხარჯებისთვისაა გათვალისწინებული.

„ადგილობრივმა ბიუჯეტმა თეატრის დაფინანსება წელს 20.000 ლარით გაგვიზარდა. ამ ფულს გვინდა ის მიმართულება მივცეთ, რომ უცხო ნაწარმოებები დავდგათ“, – ამბობს ლია სულუაშვილი.

რაც შეეხება თეატრის სცენის იატაკს, რომელიც პირველ მცდელობაზე ცუდად დაიგო, მეორე მცდელობაზე კი ტენდერი ჩავარდა, მას სავარაუდოდ შპს „შენი სტილი“ დააგებს. ტენდერში მონაწილეთა წინადადებების მიღება 1 მარტს დასრულდა.

„გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს გარკვეული დოკუმენტაცია და ამის შემდეგ გაფორმდება ხელშეკრულება“, – ამბობს თეატრის დირექტორი ირაკლი ათუნაშვილი.

მისივე თქმით, კომპანიასთან ხელშეკრულება სავარაუდოდ 10-12 მარტისთვის გაფორმდება.

„სადღაც აპრილის 10-12–ში მგონი დაამთავრებს სამუშაოებს“, – აცხადებს თეატრის დირექტორი.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


14.10.2019 ნანა მასწავლებელი

14.10.2019 მასწავლებლობის მაძიებელთათვის რეგისტრაცია დაიწყო

11.10.2019 ბორჯომში სკოლა 58–მა მასწავლებელმა დატოვა

07.10.2019 პენსიონერი მასწავლებლები ახალციხის მერიამ დაასაჩუქრა [ფოტო]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.10.2019 რამდენმა მასწავლებელმა დატოვა სკოლა სამცხე–ჯავახეთში?

15.10.2019 ცხაურის გარეშე დარჩენილი სანიაღვრე არხი ახალციხეში [ფოტო]

15.10.2019 ახალციხეში ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს ®

15.10.2019 აწყვიტაში ლოდების ჩამოცვენის საკითხს მერია სწავლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

30.09.2019 'ახალციხელი წიქარა' - გურამ სუდაძის ხელნაკეთი ტრაიციკლი

მსგავს თემაზე

მესხეთის თეატრში ახალი სეზონისთვის ემზადებიან
მესხეთის თეატრი ახალი სეზონისთვის ემზადება
ორი წარუმატებელი ტენდერის შემდეგ, მესხეთის თეატრში სცენას დააგებენ
მესხეთის თეატრში საშემოდგომო სეზონისთვის ემზადებიან
მესხეთის თეატრი ახალი სეზონისთვის ემზადება
მესხეთის თეატრში სეზონი იხსნება
მესხეთის თეატრში სეზონის მორიგი პრემიერა გაიმართება