FM97.5 / LIVE

შეიარაღებულ ძალებში აზარტული თამაშებისა და სიმთვრალისთვის პოლიტიკა მკაცრდება

მთავარისაზოგადოება 04.03.2016
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურის მიერ სამსახურში, აგრეთვე სამხედრო ფორმით ყოფნისას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ალკოჰოლური სასმელის მიღება ან ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა, მკაცრად დაისჯება.

შეიარაღებულ ძალებში აზარტული თამაშებისა და სიმთვრალისთვის პოლიტიკა მკაცრდება

სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე სხვადასხვა პრევენციულ ღონისძიებებს შორის მნიშვნელოვანია აზარტული თამაშებისა და სიმთვრალის ფაქტებთან დაკავშირებით მიდგომების გამკაცრება.

„სტატისტიკიდან ირკვევა, რომ სამხედრო მოსამსახურეების მიერ აზარტულ თამაშებში მონაწილეობა არის მნიშვნელოვანწილად განმსაზღვრელი ყველა იმ უსიამოვნო და სამწუხარო ფაქტებისა, რაც უკავშირდება სამხედრო მოსამსახურის ფსიქიკურ სიჯანსაღეს და ზოგიერთ შემთხვევაში ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - სიცოცხლის უფლებას“, – აცხადებენ სამინისტროში.

სამინისტროში აცხადებენ, რომ სამინისტრო ორიენტირებულია შეიარაღებული ძალების ღირსების დაცვაზე. თავდაცვის სამინისტროსთვის და მთლიანად შეიარაღებული ძალებისთვის ღირსების შემლახველი საქციელი პრინციპულად მიუღებელია და მის მიმართ სამინისტროს პოზიცია იქნება უმკაცრესი.

"ისეთი ფაქტები, როგორიცაა სამხედრო მოსამსახურის მიერ სამსახურში, აგრეთვე სამხედრო ფორმით ყოფნისას საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ალკოჰოლური სასმელის მიღება ან ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა, იქნება მკაცრად დასჯილი", – აცხადებენ სამინისტროში.

შესაბამისი ცვლილებები საქართველოს შეიარაღებულ ძალების ახალი სადისციპლინო წესდების პროექტში უკვე აისახა. პროექტი მთავრობას დასამტკიცებლად წარედგინება.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2019 ევროპა მაგარია! სოციალური რეკლამა [ვიდეო]

21.10.2019 ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე მძლეოსნობაში შეჯიბრი მიმდინარეობს

20.10.2019 ახალციხის თოჯინების თეატრი ხატია პარუნაშვილის დასახმარებლად სპექტაკლს გამართავს

18.10.2019 აბასთუმნელები: ‘საუბრობენ არაზინდოდან ჩვენს გასახლებაზე’

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

შეიარაღებულ ძალებში წვევამდელების მიღება განახლებული წესით დაიწყო
საქართველოს შეიარაღებული ძალები 25 წლისაა [Photo]
  სამხედრო საკონტრაქტო მოსამსახურეებს ქართველი და ამერიკელი ინსტრუქტორები   გაწვრთნიან
ჯარისკაცები საცხოვრებელ ადგილთან ახლოს იმსახურებენ
სამხედრო პოლიციის უფლებამოსილება ფართოვდება
ქართულ ჯარში წვევამდელები აღარ იქნებიან [R]
ნინო გიორგობიანი - საზოგადოებრივ ადგილებში კოცნა არ იკრძალება