FM97.5 / LIVE

გიორგი კოპაძე: დაგვრჩა მაჟორიტარი, მალე გამოვცვლით და ისიც ჩვენი პარტიის წარმომადგენელი იქნება

მთავარიპოლიტიკა 02.03.2016
ახალციხის მერი გიორგი კოპაძე „ქართულმა ოცნებამ“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ მეორედ აირჩია. პარტიულ ყრილობაზე დასახელებულ ერთადერთ კანდიდატურას დელეგატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.

გიორგი კოპაძე: დაგვრჩა მაჟორიტარი, მალე გამოვცვლით და ისიც ჩვენი პარტიის წარმომადგენელი იქნება

ახალციხეში „ქართული ოცნების“ პარტიულ კონფერენციას, რომელზეც რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე აირჩიეს, პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე და აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ესწრებოდნენ.

შეხვედრა მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის დარბაზში დღეს, 2 მარტს, 17:00 საათზე დაიწყო.

შეხვედრის დაწყებამდე პარტიის ლიდერებმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს. ჟურნალისტებს ჯერ დაჰპირდნენ, რომ კადრებს გადააღებინებდნენ, თუმცა, დარბაზში შევსლის უფლება იმდენად მცირე დროით მისცეს, ბევრმა ტექნიკის გამართვაც ვერ მოასწრო.

გიორგი კოპაძე: დაგვრჩა მაჟორიტარი, მალე გამოვცვლით და ისიც ჩვენი პარტიის წარმომადგენელი იქნება „ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობის კანდიდატად მხოლოდ ახალციხის მერის გიორგი კოპაძის კანდიდატურა დასახელდა და ყველა დელეგატმა ერთხმად მის კანდიდატურას დაუჭირა მხარი. ასევე აირჩიეს ბიუროს წევრებიც.

შეხვედრა დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. პარტიის ლიდერებმა და გამარჯვებულმა კანდიდატმა მედიასთან კომენტარები შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთეს.

„პარტიულმა ორგანიზაციამ, მთავარმა კომიტეტმა გამომიცხადა დიდი ნდობა და თავმჯდომარედ მეორედ ამირჩიეს. ვეცდები ის წარმატებები და გამარჯვებები, რომლებიც ჩემი პარტიაში მოსვლის შედეგად მოხდა, უფრო განვამტკიცო. ახლა დაგვრჩა მაჟორიტარი დეპუტატი, რომელსაც გამოვცვლით და ისიც ჩვენი პარტიის წარმომადგენელი იქნება“, – განაცხადა გიორგი კოპაძემ.

გიორგი კოპაძე: დაგვრჩა მაჟორიტარი, მალე გამოვცვლით და ისიც ჩვენი პარტიის წარმომადგენელი იქნება „მინდა გიორგი კოპაძეს წარმატებები ვუსურვო. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს მასშტაბით ყველა ქალაქში პარტიის თავმჯდომარეების არჩევა რამდენიმე დღეში დასრულდება“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.

პარტიის აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის თქმით, მარტში კონფერენციები დასრულდება და ამის შემდეგ პარტია მზად იქნება არჩევნებისთვის დაიწყოს მზადება: „გადავალთ აქტიურ პარტიულ მუშაობაზე“.

გიორგი კოპაძე: დაგვრჩა მაჟორიტარი, მალე გამოვცვლით და ისიც ჩვენი პარტიის წარმომადგენელი იქნება დღესვე, ახალციხემდე, „ქართული ოცნების“ კონფერენციები ჩატარდა ნინოწმინდასა და ახალაქალაქში. ახალქალაქში პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ გამგებელი ედუარდ აღასარიანი, ნინოწმინდაში კი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების სამსახურის უფროსი გიორგი ზემოიანი აირჩიეს.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრას, რომელიც ახალციხეში სამუშაო საათებში, 17:00 საათზე დაიწყო, ახალციხის ადგილობრივი თვითმმართველობების (ქალაქისა და თემის) თითქმის ყველა სამსახურის თანამშრომელი ესწრებოდა. "სამხრეთის კარიბჭეს" წყაროს ინფორმაციით, თანამშრომელთა ნაწილს დღეს დილით ერთდღიანი შვებულებები დააწერინეს, ნაწილს კი შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე უთხრეს, რომ სამსახურებიდან თეატრის შენობაში უნდა გასულიყვნენ.

შეხვედრის მიმდინარეობისას, „სამხრეთის კარიბჭე“ ადმინისტრაციულ შენობაში მივიდა, სადაც კაბინეტების უმეტესობა ცარიელი აღმოჩნდა.
რატომ იყვნენ საჯარო უწყების თანამშრომლები პარტიულ შეხვედრაზე, გარკვევა შეხვედრის დასრულების შემდეგ ახალციხის მერის მოადგილესთან ზაზა გელაძესთან ვცადეთ. თუმცა, მან ამ თემაზე საუბარს თავი აარიდა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში 'ოცნების' საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ გიორგი კოპაძე აირჩიეს
ახალციხეში ‘ქართული ოცნების’  პარტიული ყრილობა ჩატარდება
'ოცნებამ' ახალციხეში პარტიის თავმჯდომარე აირჩია
ბიძინა ივანიშვილი  'ქართული ოცნების' თავმჯდომარედ  აირჩიეს
ახალციხეში „ქართული ოცნების“ შიდაპარტიული შეხვედრა მიმდინარეობს
ხვალ ახალციხეში პრემიერ–მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს ელოდებიან
ასპინძაში ‘ოცნების’ საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარედ როსტომ მაგრაქველიძე აირჩიეს