FM97.5 / LIVE

ასპინძაში "ოცნება" ფრაქციას ვერ არეგისტრირებს

მთავარიპოლიტიკა 05.12.2012
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია ”ქართული ოცნების მხარდამჭერების” რეგისტრაცია ვერ ხერხდება, რადგან საკრებულოში სხდომები არ იმართება.ფრაქციის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ პროცესი შეგნებულად ჭიანურდება, საკრებულოს თავმჯდომარე კი მიზეზად სხდომაზე განსახილველი საკითხების სიმცირეს ასახელებს

ასპინძაში "ოცნება" ფრაქციას ვერ არეგისტრირებს
ფრაქცია ”ქართული ოცნების მხარდამჭერების” თავმჯდომარე თამაზ ზედგინიძე

ფრაქცია ”ქართული ოცნების მხარდამჭერების” თავმჯდომარემ თამაზ ზედგინიძემ ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
სამანდატო კომისიას ფრაქციის შესაქმნელად 29 ოქტომბერს მიმართა. კომისიამ განცხადება სამი დღის ვადაში განიხილა და დაასკვნა, რომ სამართლებრივად ფრაქციას დოკუმენტაცია წესრიგში ჰქონდა.

თუმცა, ამ დრომდე ფრაქციის საკითხი საკრებულოს სხდომაზე არ გასულა. ფრაქციის თავმჯდომარე ამბობს, რომ პროცესი შეგნებულად ჭიანურდება.

- ”ყოველდღე შევდივარ და ვეკითხები საკრებულოს თავმჯდომარეს, როდის მოვიწვევთ სხდომას. მეუბნება ხვალ, მეორე დღეს კი მეუბნება რომ ორშაბათს, ასე გაიწელა ამდენ ხანს. ვფიქრობ, რომ ეშინია სხდომაზე მისი გადადგომის საკითხი არ წამოიჭრას”,- ამბობს იგი.

საკრებულოს სხდომა, რეგლამენტის მიხედვით, თვეში ერთხელ უნდა გაიმართოს. ფრაქციის თავმჯდომარის თქმით, ერთთვიანი ვადა საკრებულოს 10 დეკემბერს ეწურება. თუ ამ დროის განმავლობაში სხდომა არ გაიმართა, ზედგინიძე სასამართლოში საჩივრის შეტანას აპირებს.

საკრებულოს თამჯდომარე ალექსანდრე მელიქიძე სხდომის შეგნებულად გადადებას კატეგორიულად უარყოფს და მიზეზად განსახილველი საკითხების სიმცირეს ასახელებს.

- ”საკრებულოს სხდომას ერთი საკითხისთვის ვერ ჩავატარებდით. ამ კვირაში აუცილებლად ჩატარდება, სადაც ფრაქციის გარდა, ბიუჯეტისა და სოფელ ხიზაბავრაში გაზიფიცირების პროცესთან დაკავშირებული საკითხებიც განიხილება”,- გვითხრა სატელეფონო საუბარში საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრე მელიქიძემ.

[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


06.04.2020 ‘ეროვნული გამოცდის ფორმატი ან თარიღი არ შეიცვლება’ - მინისტრი

30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.04.2020 დაიხურება თუ არა ახალციხის ბაზარი

07.04.2020 ‘დემოკრატ ქალთა საზოგადოების’ ექიმები პერსონალური დაცვის საშუალებებით აღიჭურვნენ

07.04.2020 ახალციხელი ახალგაზრდა, რომელიც უმუშევარი დარჩა დახმარებას ითხოვს [ვიდეო]

07.04.2020 ‘აგრარული ბაზრები მითითებული სტანდარტების მიხედვით შეძლებენ ფუნქციონირებას' – ლევან დავითაშვილი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ასპინძის საკრებულოს ”ოცნების” ფრაქცია შეემატა
ასპინძის საკრებულოში ფრაქციის შესაქმნელად დღეს ერთი განაცხადი შევიდა
’’საკრებულოს თავმჯდომარის შეცვლას არ ვაპირებთ”
ახალქალაქში „ოცნების“ ფრაქციის შექმნა ჭიანურდება
’ოცნების’ ფრაქციას ’ქრისტიან-დემოკრატი’ თავმჯდომარე ჰყავს
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 5 კომისია და ერთი ფრაქცია შეიქმნა
‘ოცნებას’ ბორჯომის საკრებულოში სამი ფრაქციიდან მხოლოდ ერთი დაურეგისტრირეს