FM97.5 / LIVE

მეუფე თეოდორე: ეკლესია გმობს და ემიჯნება ყოველგვარ ძალადობრივ ქმედებას

მთავარისაზოგადოება 02.03.2016
‘გამოძიებული უნდა იყოს ის პროვოკაციები, რამაც გამოიწვია ასეთი დაპირისპირებები, რათა თავიდან ავიცილოთ მსგავსი ვითრება’ – აცხადებს ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი მეუფე თეოდორე ადიგენში მომხდარზე.

მეუფე თეოდორე: ეკლესია გმობს და ემიჯნება ყოველგვარ ძალადობრივ ქმედებას

მეუფე თეოდორემ ადიგენში არსებულ ვითარებაზე საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ ეთერში ისაუბრა. მისი განცხადებით, ეკლესია გმობს და ემიჯნება ყოველგვარ ძალადობრივ ქმედებას. მღვდელმთავარმა საუბრისას აღნიშნა, რომ ეკლესია არ ყოფილა ჩართული ამ საკითხის მოგვარებაში.

„მუსლიმი მოსახლეობა ითხოვდა ცალკე სასაფლაოს გამოყოფას, მართლმადიდებელი მოსახლეობა წინააღმდეგი იყო, რომ ცალკე სასაფლაო გამოყოფილიყო და ამაზე მიდიოდა დიალოგი, კამათი. როგორც ვიცი, დიდი ხანია ეს გრძელდება, თითქოს მიღწეული იყო კიდეც რაღაც შეთანხმებები, მაგრამ გუშინ რაღაცა პროვოკაცია მოახდინეს, არ ვიცი ვინ, მაგრამ გარკვეულმა ჯგუფებმა და ამ პროვოკაციის შედეგად მოხდა დაპირისპირება“, – განაცხადა მეუფე თეოდორემ.

მეუფემ აღნიშნა, რომ მისთვის ცნობილია, რომ ამ საქმეზე დაწყებულია გამოძიება, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ გამოიძიონ არა მხოლოდ ეს კონკრეტული ფაქტი: „არა მხოლოდ და მხოლოდ ეს საკითხი უნდა იყოს გამოძიებული, გამოძიებული უნდა იყოს ის პროვოკაციები, რამაც გამოიწვია ასეთი დაპირისპირებები, რათა თავიდან ავიცილოთ მსგავსი პრობლემები და მსგავასი ვითარება“.

მეუფე თეოდორე მხარეებს მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომას სთავაზობს.

„გამოვარჩიოთ სოფლიდან როგორც მართლმადიდებელი მოსახლეობიდან რამოდენიმე ადამიანი, ასევე მუსლიმი მოსახლეობიდან. ჩავერთვებით ჩვენ, ეპარქიის წარმომადგენლობა, ჩაერთოს სამუფთო, სახელმწიფოს წარმომადგენლები, დავსხდეთ ერთად და შევეცადოთ ვიპოვოთ წყნარი გამოსავალ. მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ არ მივცეთ პროვოკატორებს საშუალება დაძაბონ ურთიერთობა მართლმადიდებლებსა და მუსლიმებს შორის“, – განაცხადა მეუფე თეოდორემ და დასძინა, რომ ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქიას კარგი თანამშრომლობა აქვს მუსლიმური მრევლის წინამძღვრებთან, მუფთებთან, – „ჩვენ ვთანამშრომლობთ სხვადასხვა სახკითხებში, ახლაც ვისაუბრე ჯავახეთის მუფთთან და ვფიქრობ, რომ ჩვენ ერთობლივი ძალებით შევძლებთ სიმშვიდე შევიტანოთ სოფლის მოსახლეობაში“.

შეგახსენებთ, ორი დღის განმავლობაში, 29 თებერვალს და 1 მარტს, სოფელ ადიგენში ადგილობრივი მუსლიმები და ქრისტიანები სასაფლაოს ადგილის გამო ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


23.05.2019 პენსიონერი მასწავლებლები სკოლის დატოვების სანაცვლოდ, ჯილდოს მიღების სურვილს გამოთქვამენ

23.05.2019 პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია 24 მაისს დასრულდება

22.05.2019 ახალციხელმა მოსწავლეებმა ტექნოლოგიურ კონკურსში საქართველოს პირველობა მოიპოვეს

20.05.2019 ‘ბოლო ზარი’ ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.05.2019 26 მაისს ახალციხის ციხეში შესვლა უფასო იქნება

25.05.2019 ახალქალაქის სამმართველოსთან აქცია დაიშალა

25.05.2019 ახალქალაქში დაკავებული ბიჭის მამა სამმართველოს უფროსს ხვდება

25.05.2019 აქცია ახალქალაქის პოლიციასთან – ადგილობრივები დაკავებული 27 ბიჭის გათავისუფლებას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

მეუფე თეოდორე: მოვითხოვთ მოხეში არსებული შენობის საპატრიარქოსთვის გადაცემას
მეუფე თეოდორემ სტიქიის ზონაში პარაკლისი გადაიხადა
ბორჯომ – ბაკურიანის მეუფემ ეპარქია დატოვა
მეუფე თეოდორე თურქეთის დელეგაციას მასპინძლობს
მეუფე თეოდორე: მეჩეთის საკითხი საპატრიარქოსთან უნდა შეთანხმდეს
მოხეს მართლმადიდებელი მოსახლეობა: ‘ამ მოვლენებში “ნაციონალები” შეინიშნებიან’
სოფელ მოხეში, სადავო შენობაში მუსლიმების ლოცვას მეუფე თეოდორე ეხმაურება