FM97.5 / LIVE

ადიგენში მომხდარი კონფლიქტისას დაზარალებულების ინტერესებს NGO-ების იურისტები იცავენ

მთავარისაზოგადოება 01.03.2016
სოფელ ადიგენში, ადგილობრივ მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირიპირების შედეგად დაზარალებული მუსლიმების ინტერესებს უფლებადამცველი ორგანიზაციების იურისტები დაიცავენ.

ადიგენში მომხდარი კონფლიქტისას დაზარალებულების ინტერესებს  NGO-ების იურისტები იცავენ
ავთანდილ იაკობაძე და ჯამბულ აბულაძე

ადიგენს, სადაც დღეს მთელი დღის განმავლობაში დაძაბულობა იყო, დილიდან სტუმრობდნენ ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI), ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრისა (EMC) და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირის“ იურისტები.

სოფელში ვითარების შესწავლის შემდეგ, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) იურისტებმა ადიგენის რაინულ სამმართველოში გადაინაცვლეს, სადაც სამართალდამცველები მუსლიმების გამოკითხვას აწარმოებდნენ.

TDI–ს იურისტის შოტა თუთბერიძის თქმით, გამოკითხვის პროცესი სამმართველოში წესების დაცვით მიმდინარეობდა: "იყო უმნიშვნელო დარღვევები. ერთი ასეთი ფაქტი იყო, ერთდროულად 10 მუსლიმი მოიყვანეს გასაუბრებისთვის, ჩვენ ორნი ვართ და ცხადია ვერ დავესწრებოდით ერთდროულად 10–ის გამოკითხვას. მაგრამ რომ გავაპროტესტეთ, შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ისინი ხვალ გამოკითხონ“.

ადიგენში მომხდარი კონფლიქტისას დაზარალებულების ინტერესებს  NGO-ების იურისტები იცავენ
დავით შავაძე

მისივე მოსაზრებით, გამოძიება საქმის შემსუბუქებას ცდილობს. საქმის კვალიფიკაცია სწორია, თუმცა, მუხლი არასწორი. რეალურად საქმე 156–ე მუხლის მე–2 ნაწილით უნდა იყოს აღძრული, რაც გულისხმობს დევნას სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ძალადობით ან ძალადობის მუქარით; 1–ლი მუხლი კი ამ ქმედებას გულისხმობს, ოღონდ არა ძალადობით და შედარებით უფრო მსუბუქი მუხლია.

თუთბერიძის ამ მოსაზრებას არ იზიარებენ ორგანიზაცია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) იურისტები. თამარ იაკობაძის თქმით, ეს არის პირველი შემთხვევა როდესაც სამართალდამცველებმა საქმე აღძრეს რელიგიური ნიშნით დევნის მუხლით და ეს ნამდვილად მისასალმებელია.

ადიგენში მომხდარი კონფლიქტისას დაზარალებულების ინტერესებს  NGO-ების იურისტები იცავენ
როინ იაკობაძე

TDI-სა EMC-ის იურისტებთან ერთად, დღეს ადიგენში იმყოფებოდა ახალციხეში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირის“ იურისტი ეკა აბაშიძე. მისი განმარტებით, "დემოკრატ მესხთა კავშირი" და "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" საერთო პროექტის ფარგლებში ახორციელებენ ადიგენში მომხდარის მონიტორინგს.

„შევთავაზე დაცვა და დახმარება დაზარალებულს და თუ საჭირო გახდა, საქმეშიც ჩავერთვები“, – აცხადებს ეკა აბაშიძე.

„სამხრეთის კარიბჭეს“ ჟურნალისტის ბოლო ინფორმაციით, ამ წუთებში სამმართველოში უკვე ქრისტიანების გამოკითხვა მიმდინარეობს. სავარაუდოდ, სამართალდამცველები იმ ახალგაზრდებს ესაუბრებიან, რომლებსაც მუსლიმებზე თავდამსხმელებად ასახელებენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარის გამო უკვე გამოკითხეს ინციდენტში მონაწილე 10 პირი. შეკითხვაზე გამოიკითხება თუ არა ადიგენის გამგებელი ზაქარია ენდელაძე და მისი მოადგილე მინდია ჯელია, გვპასუხობენ: "მიმდინარეობს გამოძიება".

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძიება დაიწყო გუშინ, 29 თებერვალს, გვიან საღამოს, ადიგენში მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე. ამ შეხლა–შემოხლის შედეგად დაზარალდა სამი მუსლიმი. ორმა მათგანმა მცირე დაზიანება მიიღო, ავთანდილ იაკობაძეს, თავზე აქვს ჭრილობა და მას სამედიცინო დახმარებაც დასჭირდა. დავით შავაძეს კი თვალი აქვს დაზიანებული. მესამე დაზარალებულად კი მუსლიმები ასახელებენ როინ იაკობაძეს, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, აწუხებს გულ–სისხლძარღვთა დაავადება და გუშინ მომხდარი ინციდენტის გამო ცუდად გახდა.

[თამუნა უჩიძე, ნინო ნარიმანიშვილი, ადიგენი]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.06.2020 ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი აქვს

01.06.2020 პირველი ივნისიდან ყველა სახის სავაჭრო ობიექტი გაიხსნა

01.06.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

შსს–მ ადიგენში მომხდარ რელიგიურ დაპირისპირებაზე საქმე აღძრა
რა ეტაპზეა ადიგენში მომხდარი რელიგიური დაპირისპირების საქმის ძიება
დაიკითხა თუ არა ადიგენში რელიგიური კონფლიქტის საქმეზე გამგებელი
რა ხდება ადიგენში რელიგიური კონფლიქტის მეორე დღეს
ადიგენში მომხდარ რელიგიურ დაპირისპირებას EMC შეისწავლის
შსს–ს ოფიციალური განცხადება ადიგენში მომხდარ კონფლიქტზე
სამცხე–ჯავახეთის მუფთი ადიგენში რელიგიურ დაპირსპირებაზე რეაგირებას პრემიერისგან ელის