FM97.5 / LIVE

დასავლეთ საქართველოს მუფთი ჭელაში მუსლიმებს ხვდება

მთავარისაზოგადოება 01.03.2016
დასავლეთ საქართველოს მუფთი ბეგლარ ქამაშიძე, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში მულიმ თემს ხვდება. შეხვედრა მედიისთვის დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

დასავლეთ საქართველოს მუფთი ჭელაში მუსლიმებს ხვდება

ბეგლარ ქამაშიძე სოფელ ჭელას დაახლოებით 20:00 საათზე ესტუმრა. ადგილობრივებთან ერთად, მუფთს დახვდნენ სამცხე–ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე და ჭელის მეჩეთის წინამღვარი ჯამბულ აბულაძე.

ბეგლარ ქამაშიძე შეხვედრაზე ისე შევიდა, რომ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ,სოფელ ადიგენში მცხოვრები მუსლიმები სასაფლაოსთვის ტერიტორიის გამოყოფას ითხოვენ. მათ მოთხოვნას ადგილობრივი ქრისტიანები ეწინააღმდეგებიან.

ადიგენის მუნიციოალიტეტის გამეგებელი, რომელიც დღეს მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის მედიაციას ცდლობდა, მუსლიმებს სთავაზობს, რომ გაფართოვდეს სოფლის სასაფლაოს ტერიტორია, იყოს ერთად ქრისტიანების სასაფლაოც და მუსლიმებისაც, ოღონდ გამოყოფილად.
მუსლიმები ამ მოთხოვნაზე თანახმა არიან.

დღეს ადიგენში შეკრებილები მას შემდეგ დაიშალნენ, რაც გამგებელმა მამუკა ვაშაყმაძეს აცნობა, რომ სასაფლაოსთვის ტერიტორია გამოიყოფა.
რაზე საუბრობენ ჭელის მეჩეთში შეკრებილები, ამ დრომდე უცნობია. „სამხრეთის კარიბჭე“ ადგილზე რჩება და შეხვედრის დასრულებას ელოდება.

ამ დროისთვის სიმშვიდეა სოფელ ადიგენში. იქ აღარც მუსლიმები არიან შეკრებილი და აღარც ქრისტიანები. სოფელი დატოვა სამართალდამცავთა უმრავლესობამაც, თუმცა, მათი ნაწილი პატრულირების მიზნით მაინც რჩება.

შეგახსენებთ, ადიგენში ვითარება დღეს დილიდან დაძაბული იყო. ადიგენში მომხდარ დაპირისპირებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას 156–ე მუხლის 1–ლი ნაწილით იკვლევს, რაც გულისხმობს ადამიანის დევნას სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით. ადიგენში მომხდარს სწავლობს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატიც.

[თამუნა უჩიძე, თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.05.2020 საპატრიარქომ ადიგენში სასულიერო პირს 25 წლიანი იჯარით მიწის ნაკვეთი გადასცა

28.05.2020 ახალციხის მერის მრჩეველმა იმ კომპანიის წილი დათმო, რომლითაც ტენდერებს იგებდა

28.05.2020 საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

28.05.2020 ახალციხის მერის წარმომადგენელების ნაწილი მათთვის გამოყოფილი საწვავით ვერ სარგებლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ადიგენში ბეგლარ ქამაშიძეს ელოდებიან
ადიგენში შეკრებილი მუსლიმები იშლებიან
სამცხე–ჯავახეთის მუფთი ადიგენში რელიგიურ დაპირსპირებაზე რეაგირებას პრემიერისგან ელის
შსს–ს ოფიციალური განცხადება ადიგენში მომხდარ კონფლიქტზე
შსს–მ ადიგენში მომხდარ რელიგიურ დაპირისპირებაზე საქმე აღძრა
ბეგლარ ქამაშიძე ადიგენში მომხდარზე: აშკარაა, რომ ვიღაც ხელოვნურად ძაბავს ვითარებას
ადიგენის მუსლიმმა და ქრისტიანმა თემმა შეთანხმებას მიაღწია