FM97.5 / LIVE

შსს–ს ოფიციალური განცხადება ადიგენში მომხდარ კონფლიქტზე

მთავარისაზოგადოება 01.03.2016
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ადიგენში შეკრებილ მუსლიმებსა და ქრისტიანებს თავი შეიკავონ პროვოკაციისა და ძალადობრივი დაპირისპირებისგან.

შსს–ს ოფიციალური განცხადება ადიგენში მომხდარ კონფლიქტზე

„ადიგენში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებით გვსურს გაცნობოთ, რომ სამართალდამცველთა მხრიდან მყისიერი და ადეკვატური რეაგირების შედეგად, ვითარება დროულად განიმუხტა. სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტი სიტუაციას სრულად აკონტროლებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის პირველი ნაწილით (ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო) მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მხარეებს, თავი შეიკავონ პროვოკაციისა და ძალადობრივი დაპირისპირებისგან, ვინაიდან ადამიანის უფლებების შელახვის ნებისმიერ ფაქტზე პოლიცია დაუყოვნებლივ მიიღებს კანონით გათვალისწინებულ მკაცრ ზომებს“, – ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, სოფელ ადიგენში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც რელიგიის სააგენტომ მიიღო რეკომენდაცია სოფელში მუსლიმების სასაფლაოსთვის ტერიტორიის გამოყოფის შესახებ. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, გუშინ, 29 თებერვალს, ადგილობრივი მუსლიმები და ქრისტიანები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

[ნინო ნარიმანიშვილი, ადიგენი]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.06.2020 ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი აქვს

01.06.2020 პირველი ივნისიდან ყველა სახის სავაჭრო ობიექტი გაიხსნა

01.06.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ადიგენში მომხდარ რელიგიურ დაპირისპირებას EMC შეისწავლის
სოფელი ადიგენი ორად გაიყო – მხარეებს მოლაპარაკებას სთავაზობენ
შსს–მ ადიგენში მომხდარ რელიგიურ დაპირისპირებაზე საქმე აღძრა
დასავლეთ საქართველოს მუფთი ჭელაში მუსლიმებს ხვდება
ადიგენში მუსლიმები და ქრისტიანები დაუპირისპირდნენ
სამცხე–ჯავახეთის მუფთი ადიგენში რელიგიურ დაპირსპირებაზე რეაგირებას პრემიერისგან ელის
დავა სასაფლაოს გამო სოფელ ადიგენში [Photo]