FM97.5 / LIVE

სოფელი ადიგენი ორად გაიყო – მხარეებს მოლაპარაკებას სთავაზობენ

მთავარისაზოგადოება 01.03.2016
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ადიგენში, 15:00 საათის მონაცემებით, სოფლის ერთ მხარეს, ერთ სახლში ქრისტიანები არიან შეკრებილი, მეორე მხარეს, მეორე სახლში კი მუსლიმები. ადგილობრივების უსაფრთხოებას შუაში მდგარი სამართალდამცავები იცავენ. ადგილზეა ადგილობრივი ხელისუფლება, რომელიც ცდილობს მხარეები მოლაპარაკებაზე დაითანხმოს.

სოფელი ადიგენი ორად გაიყო – მხარეებს მოლაპარაკებას სთავაზობენ

ამ დროისთვის სოფელ ადიგენში მუსლიმები მეზობელი სოფლებიდანაც მივიდნენ. აქ არიან მუსლიმური თემის წევრები სოფლებიდან: მოხე, აფიეთი, ციხისუბანი, დერცელი, ზედუბანი, ჭეჭლა, კიკიბო, ღორთუბანი და კეხოვანი.


სოფელი ადიგენი ორად გაიყო – მხარეებს მოლაპარაკებას სთავაზობენ

მუსლიმური თემის წევრები გუშინდელი ინციდენტისას დაზარალებული ავთანდილ იაკობაძის სახლში არიან შეკრებილი.



ამ სახლიდან მოშორებით, ერთ–ერთი ქრისტიანის სახლში არიან შეკრებილი ადგილობრივი ქრისტიანები.

სოფელი ადიგენი ორად გაიყო – მხარეებს მოლაპარაკებას სთავაზობენ

სოფელი ადიგენი ორად გაიყო – მხარეებს მოლაპარაკებას სთავაზობენ


სოფელში დილიდან იმყოფებიან სამართალდამცველებიც. ადგილზე მობილიზებულია უსაფრთხოების სამსახურიც. სოფელ ადიგენში იმყოფება შსს სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი თეიმურაზ კალანდაძე.

სოფელი ადიგენი ორად გაიყო – მხარეებს მოლაპარაკებას სთავაზობენ


სამართალდამცველებს ამ ორ სახლს შორის ტერიტორია უკავიათ. გზა გადაკეტილი არ არის. პოლიცია ამბობს, რომ ადგილობრივების უსაფრთხოებას იცავს.

სოფელი ადიგენი ორად გაიყო – მხარეებს მოლაპარაკებას სთავაზობენ

სოფელ ადიგენში იმყოფებიან ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე და მისი მოადგილე მინდია ჯელია.

გამგებლის თქმით, სოფელში ვითარება ფაქტობრივად მოგვარებულია: „გუშინ რაც იყო პატარა შეხლა–შემოხლა, მალე განიმუხტა, შეთანხმება მიღწეული გვაქვს ფაქტობრივად, საუბარი არის სასაფალაოს გაფართოებაზე, ვფიქორბ, რომ სოფელში ამ დროისთვის საქმე ცუდად არაა“.
ბოლო ინფორმაციით, სოფელ ადიგენში შეკრებილ მუსლიმებს მოლაპარაკებას სთავაზობენ. გამგებელი ორივე თემს ცალ–ცალკე დაელაპარაკა და შესთავაზა ორივე მხრიდან გამოიყოს სამ–სამი ადამიანი მოსალაპარაკებლად.

სოფელი ადიგენი ორად გაიყო – მხარეებს მოლაპარაკებას სთავაზობენ
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე

უკვე ცნობილია, რომ ქრისტიანების ინტერესებს მოლაპარაკების მაგიდასთან მამუკა ფაილოძე, ალიკა გოდერიძე და ზურაბ ტაბიძე დაიცავენ.
მუსლიმები კი ამ შეთავაზებას არ თანხმდებიან. ისინი ამბობენ, რომ მოლაპარაკებაზე თანახმა არიან, ოღონდ იმ პირობით, რომ ყველანი დაესწრებიან.

„მოვიდეს აქ გამგებელი სამ კაცთან ერთად და პირობას ვაძლევთ, რომ ჩვენგან სამ კაცზე მეტი ხმას არ ამოიღებს“, – ამბობენ მუსლიმები და ამატებენ, რომ იქამდე არ დაიშლებიან, ვიდრე სოფელში სასაფლაოს ტერიტორია არ გამოიყოფა.

შეგახსენებთ, სოფელ ადიგენში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც რელიგიის სააგენტომ მიიღო რეკომენდაცია სოფელში მუსლიმების სასაფლაოსთვის ტერიტორიის გამოყოფის შესახებ. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, გუშინ, 29 თებერვალს, ადგილობრივი მუსლიმები და ქრისტიანები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო, 156–ე, დევნის მუხლით იკვლევს.

სოფელი ადიგენი ორად გაიყო – მხარეებს მოლაპარაკებას სთავაზობენ


[ნინო ნარიმანიშვილი, თამუნა უჩიძე, ადიგენი]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.05.2020 საპატრიარქომ ადიგენში სასულიერო პირს 25 წლიანი იჯარით მიწის ნაკვეთი გადასცა

28.05.2020 ახალციხის მერის მრჩეველმა იმ კომპანიის წილი დათმო, რომლითაც ტენდერებს იგებდა

28.05.2020 საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

28.05.2020 ახალციხის მერის წარმომადგენელების ნაწილი მათთვის გამოყოფილი საწვავით ვერ სარგებლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ადიგენში მუსლიმები და ქრისტიანები დაუპირისპირდნენ
ადიგენში ბეგლარ ქამაშიძეს ელოდებიან
ადიგენში შეკრებილი მუსლიმები იშლებიან
ადიგენში  სასაფლაოს ტერიტორიას ათვალიერებენ
ადიგენში მუსლიმების სასაფლაოსთვის ადგილი უნდა გამოიყოს
შსს–ს ოფიციალური განცხადება ადიგენში მომხდარ კონფლიქტზე
ადიგენში მუსლიმებისა და ქრისტიანების დავა შეხლა–შემოხლით დასრულდა