FM97.5 / LIVE

ექიმები ახალციხის საავადმყოფოდან ’ალდაგი ბისიაის’გასვლას ითხოვენ

მთავარი 04.12.2012
’უნიმედი სამცხე’ ახალციხის სამედიცინო დაწესებულების პერსონალმა ’ქართული ოცნებისა’ და ’ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის’ წევრებს სავადმყოფოში არსებული სიტუაცია გააცნო და დახმარება სთხოვა.

ექიმები ახალციხის საავადმყოფოდან ’ალდაგი ბისიაის’გასვლას ითხოვენ
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ რაც ახალციხის რაიონული საავადმყოფო ”ალდაგი ბისიაის” შვილობილი კომპანია ”ჩემი ოჯახის კლინიკის” მფლობელობაში გადავიდა, საავადმყოფოში მომსახურების ტარიფები მკვეთრად გაიზარდა. შეიცვალა თანამშრომლების ანაზღაურების სისტემაც. 1 დეკემბრიდან კი მედ-პერსონალის შემცირება დაიწყო. პირველ ეტაპზე საავადმყოფო ყოფილი პოლიკლინიკის 14 თანამშრომელს, 4 უბნის ექიმსა და 10 უბნის ექთანს დაატოვებინეს.

- ’ალდაგი ბისიაიმ’ ძალიან ცუდი პირობები შემოგვთავაზა. ხელფასები მკვეთრად შეგვიმცირეს, მომსახურების ფასები კი გაზარდეს. მაგალითად თუ რეანიმაციის ერთ საწოლზე მართვით სუნთქვაზე ღირდა 240 ლარი, ახლა გახდა 600 ლარი. თუ აპარატის გარეშე ღირდა 140 ლარი, ახლა არის 500 ლარი. მაგრამ, ხელფასები თუ ჩვენ აქამდე გვქონდა 100 ლარი, ახლა გახდა 30 ლარი’, - განაცხადა ახალციხის სამდიცინო დაწესებულების რეანიმაციული განყოფილების გამგემ ამბროსი მოდებაძემ.

’უნიმედი სამცხე’ ახალციხის სამდეიცინო დაწესებულების ექიმები საავადმყოფოდან ”ალდაგი ბისიაის” გასვლას მოითხოვენ.

- ’როგორც ვიყავით სააქციო საზოგადოება, გვინდა ისევ ისე ვიყოთ, ჩვენი თავი ჩვენ გვეკუთვნოდეს. თუ ვერ შევძლებთ მუშაობას, მერე ჩვენ თვითონ წამოვალთ’, - ამბობს ამბროსი მოდებაძე.

ახალციხის სამედიცინო დაწესებულების ექიმი-პედიატრი, ინფექციონისტი ნესტან უშხვანი ამბობს, რომ თუ ასე გაგრძელდა საავადმყოფოში მუშაობა არცერთ ექიმს აღარ მოუნდება.

-’ეს რომ თავიდან ავიცილოთ, ამიტომ მოვიტანეთ ჩვენი გულის ტკივილი ”ქართულ ოცნებამდე”. თუ მხარს დაგვიჭერენ, მადლობლები ვიქნებით. ჩვენი მოთხოვნაა - შეწყვიტოს ’ალდაგმა’ უკანონო ქმდებები, - აცხადებენ ექიმები.

მათი ინფორმაციით საავადმყოფოში შემცირებები კიდევ მოსალოდნელია.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


05.08.2020 ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

05.08.2020 განათლების მინისტრი – სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება

05.08.2020 საფეხური: 'ოპიზარი' პროფესიული განათლების მსურველებს სწავლას 16 პროგრამაზე სთავაზობს [აუდიო]

04.08.2020 ბიოლოგიისა და ფიზიკის გამოცდების შედეგები ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

05.08.2020 ‘ფინანსები არ გვაქვს’ - ბორჯომის მუზეუმის რეაბილიტაცია გადაიდო

04.08.2020 ხულო-ზარზმის გზის აღდგენისთვის ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა

04.08.2020 ტურისტულ სეზონზე ბორჯომის მუზეუმი დაკეტილია

31.07.2020 ცოტა რამ გიორგიწმინდაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის საავადმყოფოდან თანამშრომლები ისევ შეამცირეს
ახალციხის საავადმყოფოში შემცირებებს ელოდებიან
ახალციხის  საავადმყოფოდან წამოსულმა კარდიოლოგმა კერძო კლინიკა გახსნა
ახალციხის საავადმყოფო და გამგეობა ტომოგრაფიის აპარატზე დავობენ
ახალციხის საავადმყოფოში ისევ შემცირებებია
გათავისუფლებული ექიმები ჩივილს აპირებენ
”უნიმედი სამცხეს” მედ-პერსონალი ტოვებს