FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთის მუფთი ადიგენში რელიგიურ დაპირსპირებაზე რეაგირებას პრემიერისგან ელის

მთავარისაზოგადოება 01.03.2016
სამცხე–ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე, სოფელ ადიგენში მომხდარ რელიგიურ დაპირისპირებას ადგილობრივი ხელისუფლების არასათანადო ქმედებას უკავშირებს და მომხდარზე რეაგირებას საქართველოს პრემიერ მინისტრისგან ელის.

სამცხე–ჯავახეთის მუფთი ადიგენში რელიგიურ დაპირსპირებაზე რეაგირებას პრემიერისგან ელის

მამუკა ვაშაყმაძის თქმით, სოფელში დაპირისპირება სასაფლაოს გამო გასულ წელს, მუსლიმი რევაზ მიქელაძის გარდაცვალებისას დაიწყო.

რევაზ მიქელაძის გარდაცვალებამდე სოფელ ადიგენში, სადაც 20–მდე მუსლიმური ოჯახი დაახლოებით 30 წლის წინ დასახლდა, მიცვალებული მხოლოდ იაკობაძეებს ჰყავდათ. რადგან სოფელში მხოლოდ ერთი სასაფლაოა, სადაც ქრისტიანები არიან დაკრძალული, ისლამური სწავლებით კი მუსლიმი მიცვალებულის ქრისტიანულ სასაფლაოზე დასაფლავება არ შეიძლება, როინ იაკობაძემ 2005 წელს მამა, 2015 წლის თებერვალში კი დედა საკუთარ ეზოში დაკრძალა.

გასულ წელს, როდესაც რევაზ მიქელაძე გარდაიცვალა, მუსლიმებმა სოფლის მახლობლად მდებარე გორაზე ტერიტორიის შემოღობვა და იქ სასაფლაოს მოწყობა სცადეს. მცდელობას ადგილობრივ ქრისტიან მეზობლებთან დაპირისპირება მოჰყვა, საქმეში პოლიციაც ჩაერთო და სასაფლაოს მოწყობა შეჩერდა. რევაზ მიქელაძე ოჯახმა მეზობელ სოფელში, ზანავში გადაასვენა და იქ დაკრძალა.

სწორედ ამის შემდეგ მიმართა მუსლიმთა სამმართველომ და ადიგენის მუსლიმურმა თემმა ადიგენის ადგილობრივ თვითმმართველობას სასაფლაოსთვის ტერიტორიის გამოყოფის მოთხოვნით.

25 თებერვალს რელიგიის საკითხთა საახელმწიფო სააგენტოს რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი კომისიის სხდომაზე, ადიგენში ადიგენში, მუსლიმური სასაფლაოსთვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის საკითხი დადებითად გადაწყდა. ამ სხდომაზე
მუსლიმური თემის მხრიდან შეტანილი 14 საკითხიდან 12 დაკმაყოფილდა. 11მეჩეთის მუსლიმური თემისთვის გადაცემას ეხებოდა, ერთი კი სწორედ ადიგენის სასაფლაოს.

„ეს გადაწყვიტა სახელმწიფომ, თუმცა, ადგილობრივი თვითმმართველობა არ მოიქცა სათანადოდ. გამგებელი ქუჩაში არ უნდა არჩევდეს ასეთ საქმეებს, რაც მოხდა, არის ვანდალური აქტი“, – ამბობს სამცხე–ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე გუშინ, ადიგენში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე, რა დროსაც სამი მუსლიმი დაშავდა. მათგან ერთს, ავთანდილ იაკობაძეს, სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაც დასჭირდა, თავზე ჭრილობის გამო.

მამუკა ვაშაყმაძე ამბობს, რომ შესაბამისმა უწყებებმა მომხდარი დროულად უნდა გამოიძონ: „დამნაშავეები პასუხისგებაში უნდა მიეცნენ. გარდა ამისა, დაუყოვნებლივ ვითხოვთ პრემიერისგან რეაგირებას. გამგებელი ხელებჩაწყობილი იდგა და არანაირ რეაგირებას არ ახდენდა. არადა ჩვენ ვითხოვთ სულ 500–დან 1000 კვადრატულ მეტრამდე მიწას“.

როგორც „სამხრეთის კარიბჭესთან“ მამუკა ვაშაყმაძე ამბობს, რომ მუსლიმები თანახმა არიან სოფელში როგორც ქრისტიანი, ასევე მუსლიმი თემის სასაფლაოსთვის ერთი ტერიტორია გამოიყოს: „არაა პრობლემა, ერთი მთლიანი ტერიტორია თუ გამოიყოფა და ის შუაზე გაიყოფა, ცალკე მუსლიმები იქნებიან და ცალკე ქრისტიანები“.

შეგახსენებთ, სწორედ ტერიტორიის თემაზე სასაუბროდ ავიდა სოფელ ადიგენში გუშინ, საღამოს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე, რა დროსაც, ადგილობრივების თქმით, მუსლიმებს ნასვამი ქრისტიანები დაესხნენ თავს.

სამცხე–ჯავახეთის მუფთი ადიგენში რელიგიურ დაპირსპირებაზე რეაგირებას პრემიერისგან ელის ჭელის მეჩეთის წინამძღვარი ჯამბულ აბულაძე ამბობს, რომ ეს უკვე ის შემთხვევაა, სადაც მუსლიმებს ვერანაირად მოედავებიან პროვოკაციას: „ესუკვე ბოლო წვეთია, ეს ის შემთხვევაა, როცა მუსლიმს ვერავინ ვერაფერში დაადანაშაულებს. ჩვენ კანონის ფარგლებში ვიმოქმედეთ“.

შეგახსენებთ, გუშინ, სოფელ ადიგენში ადგილობრივი მუსლიმი და ქრისტიანი თემი ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდა ერთმანეთს, შემდეგ კი ფიზიკურად. დაშავებულია სამი ადამიანი. სოფელს ამ დრომდე იცავენ სამართალდამცველები.

დღეს სოფელში სიმშვიდეა. საქართველოს შინაგან საქმეტა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 156–ე, დევნის მუხლით დაიწყო. კერძოდ, 156–ე მუხლის 1–ლი ნაწილით, რაც გულისხმობს ადამიანის დევნას სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.

[თამუნა უჩიძე, ნინო ნარიმანიშვილი, ადიგენი]


01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.06.2020 ‘გაუშვეს რატომღაც ერთი ტესტის საფუძველზე, მეორე იყო სუსტად დადებითი’ - გამყრელიძე ნინოწმინდელ კაცზე

03.06.2020 ‘ეს არ არის დადასტურებული’ - მარინა ეზუგბაია ნინოწმინდის შემთხვევაზე

03.06.2020 300-ზე მეტი ფერმერი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას თანადაფინანსებით შეიძენს

03.06.2020 ‘კარანტინიდან დაბრუნებულ კაცს დაახლოებით 100 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი’ – მერის წარმომადგენელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ადიგენში მუსლიმების სასაფლაოსთვის ადგილი უნდა გამოიყოს
შსს–მ ადიგენში მომხდარ რელიგიურ დაპირისპირებაზე საქმე აღძრა
ადიგენში მუსლიმები და ქრისტიანები დაუპირისპირდნენ
ადიგენში მომხდარ რელიგიურ დაპირისპირებას EMC შეისწავლის
დასავლეთ საქართველოს მუფთი ჭელაში მუსლიმებს ხვდება
ადიგენში სასაფლაოს  საკითხს რელიგიის სააგენტო განიხილავს
მუსლიმთა სამმართველო: ადიგენში მომხდარი ფაქტი ხელოვნურად არის ინსპირირებული