FM97.5 / LIVE

ადიგენში მომხდარ რელიგიურ დაპირისპირებას EMC შეისწავლის

მთავარისაზოგადოება 01.03.2016
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) წარმომადგენლები დღეს, 1 მარტს, ადიგენს ეწვევიან და გუშინ, ადგილობრივ მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის მომხდარ დაპირისპირებას შეისწავლიან.

ადიგენში მომხდარ რელიგიურ დაპირისპირებას EMC შეისწავლის

"29 თებერვალს, დაბა ადიგენში რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება მოხდა.

ადგილობრივი მუსლიმი თემის განმარტებით, ადგილობრივი ქრისტიანების ჯგუფი (20-30-მდე ადამიანი) სოფლის ცენტრში მდგარ მუსლიმებს, რომლებიც ადიგენის გამგებელთან და მის მოადგილესთან ერთად სოფელში მუსლიმური საფლავისთვის მიწის გამოყოფის საკითხს იხილავდნენ, თავს დაესხნენ.

1 მარტს „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC)-ს წარმომადგენლები და იურისტები მომხდარის შესასწავლად დაბა ადიგენში ჩავლენ", – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს.

შეგახსენებთ, გუშინ, 29 თებერვალს, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ადიგენში მუსლიმები და ქრისტიანები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დავა რელიგიის სააგენტოს რეკომენდაციამ გამოიწვია, რომლის თანახმად ადგილობრივმა თვითმმართველობამ მუსლიმ თემს სასაფლაოსთვის ადგილი უნდა გამოუყოს. დღის მეორე ნახევარში ადგილობრივებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, სამართალდამცავებს საქმე არ აღუძრავთ, თუმცა, მომხდარის შესწავლა დაიწყეს.

სოფელ ადიგენში დაახლოებით 100 კომლი ცხოვრობს, მათგან 20 აჭარიდან გადმოსახლებული მუსლიმია. ადგილობრივებს სასაფლაოს პრობლემა წლებია აქვთ. აქ გარდაცვლილები გასულ წლებში ეზოებში დაასაფლავეს, შარშან კი ერთ–ერთი მუსლიმი მეზობელ სოფელში გადაასვენეს.

ამის შემდეგ, სასაფლაოს ადგილის გამოყოფის მოთხოვნით, მუსლიმთა სამმართველომ და მუსლიმურმა თემმა ადიგენის გამგეობას წერილობით მიმართა. თვითმმართველობამ წერილი რელიგიის სააგენტოში გადააგზავნა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებულმა რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხის შემსწავლელმა სარეკომენდაციო კომისიამ გადაწყვეტილება სასაფლაოსთვის ადგილის გამოყოფის შესახებ 25 თებერვალს მიიღო.

[ნინო ნარიმანიშვილი, ადიგენი]


11.07.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა

11.07.2020 აბიტურიენტები გამოცდას კვლავ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ

10.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

09.07.2020 ახალციხეში უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.07.2020 ‘თურქულ მხარესთან ვთანამშრომლობთ’– მერი ჭაჭარაქში მოპარულ პირუტყვზე

10.07.2020 აქციის მონაწილეების ასვლის შემდეგ ‘უზუნჩაირის’ მთას მომთაბარე მწყემსები ტოვებენ [ფოტო]

10.07.2020 'მერის დაპირების არ გვჯერა, ჩვენ თვითონ გავრეკავთ მთიდან მწყემსებს' – აქციის მონაწილეები [ფოტო/ვიდეო]

10.07.2020 ორი კანონპროექტი და პროტესტი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ადიგენში მუსლიმები და ქრისტიანები დაუპირისპირდნენ
ადიგენში მუსლიმების სასაფლაოსთვის ადგილი უნდა გამოიყოს
ადიგენში სასაფლაოს  საკითხს რელიგიის სააგენტო განიხილავს
სამცხე–ჯავახეთის მუფთი ადიგენში რელიგიურ დაპირსპირებაზე რეაგირებას პრემიერისგან ელის
მუსლიმთა სამმართველო: ადიგენში მომხდარი ფაქტი ხელოვნურად არის ინსპირირებული
დავა სასაფლაოს გამო სოფელ ადიგენში [Photo]
შსს–მ ადიგენში მომხდარ რელიგიურ დაპირისპირებაზე საქმე აღძრა