FM97.5 / LIVE

საფლავის ადგილის თანხა ამიერიდან ახალციხის ბიუჯეტში შევა

მთავარიეკონომიკა 29.02.2016
ახალციხეში სასაფლაოს ადგილისთვის გადახდილი თანხა ქალაქის ბიუჯეტში შევა. ახალციხის საკრებულომ სასაფლაოების მოვლა–პატრონობის წესი დღეს დაამტკიცა.

საფლავის ადგილის თანხა ამიერიდან ახალციხის ბიუჯეტში შევა

დღეს, 29 თებერვალს ქალაქ ახალციხის საკრებულოს სხდომაზე, დეპუტატებმა ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა–პატრონობის წესი დაამტკიცეს. ახალი წესის თანახმად, ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ სასაფლაოებზე საფლავის ადგილის გამოყოფისთვის გადახდილი თანხა ადგილობრივ ბიუჯეტში ჩაირიცხება.

ქალაქის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოვლა–პატრონობაზე წლებია შპს „სავანე“ ზრუნავდა. შპს–ს ანგარიშზე ირიცხებოდა მიცვალებულის დასაკრძალი ადგილისთვის გადახდილი თანხაც.

„შპს „სავანე“ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2011 წელს შექმნა. 2013 წლიდან შპს– ს მე ვხელმძღვანელობ. ამ დრომდე „სავანეს“ აქვს თავისი პირადი ანგარიში, შემოსული თანხა სასაფლაოს მოვლა–პატრონობასა და თანამშრომლების ხელფასებს ხმარდებოდა. შპს–ს განმკარგველი ქალაქის მერიაა და როგორც უკეთესია, ისე გადაწყდება“, – ამბობს შპს „სავანეს“ დირექტორი პავლე მაღრაძე.

ახალციხის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი მერი გოგოლაური ამბობს, რომ სასაფლაოების მოვლა–პატრონობის წესი, რომელიც სახელმძღვანელო იქნება შპს „სავანესთვის“ აქამდე არ არსებობდა: „ამიერიდან ჭირისუფლის მერი გადახდილი 60 ლარი, ნაცვლად შპს–ს პირადი ანგარიშისა, ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში. ამ თანხით სასაფლაოს ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება“.

საკრებულოს უმცირესობის წევრი ჯიმშერ გოგოლაური ფიქრობს, რომ სასაფლაოს ადგილისთვის 60 ლარი დიდი თანხაა: „ ჩვენი ჯიბიდან ნუ განვსაზღვრავთ, ხომ შეიძლება 60–ის მაგივრად 30 ლარი იყოს“.

მერი გოგოლაური კი ამბობს, რომ ფასის გადახედვა არ იგეგმება. რაც შეეხება გაჭირვებულ ოჯახებს, ამ შემთხვევაში სოციალურად დაუცველ მოსახლეობას დაკრძალვის ხარჯების გაღება არ მოუწევს: „გადასახადის რაოდენობა ახლა არ გაზრდილა. წლების განმავლობაში 60 ლარი იყო“.

გარდა აღნიშნულისა, შპს „სავანეს“ ხელმძღვანელობას უფლება აქვს ჭირისუფალთან ხელშეკრულება ინდივიდუალურად გააფორმოს, რის საფუძველზეც გარკვეული თანხის გადახდის შემდეგ, შპს–ს თანამშრომლები საფლავსაც დაასუფთავებენ. რა ეღირება ეს მომსახურება, ამ ეტაპზე განსაზღვრული არ არის.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ადიგენის ბიუჯეტი ტრანსფერზეა დამოკიდებული
თვითმმართველი თემის ახალციხის ბიუჯეტში მერვედ შევიდა ცვლილებები
ჯიმშერ გოგოლაური: საკრებულოს თანამშრომლების ხელფასი უნდა განახევრდეს
ახალციხის 2015 წლის ბიუჯეტში მე–9 ცვლილება შეიტანეს
ახალციხის ბიუჯეტი 202 400 ლარით გაიზარდა
ცვლილებები ახალციხის ბიუჯეტში
ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 358 ათასი ლარით გაიზარდა