FM97.5 / LIVE

პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერები კარავში გროვდება

მთავარიპოლიტიკა 04.12.2012
ორგანიზაციამ ”ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის” ახალციხეში კარავი დადგა, სადაც საქართველოს პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერები შეგროვდება

პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერები კარავში გროვდება
კარავი ქალქის ცენტრში, სამცხე-ჯავახეთის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ, შოთა რუსთაველის ძეგლთან დაიდგა. მოქალაქეებს ხელმოწერის დაფიქსირება მხოლოდ პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ შეუძლიათ.

’ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის’ ახალციხის ორაგანიზაციის თავმჯდომარის გუჯა ბიჭაშვილის განმარტებით, ამ ტერიტორიაზე კარავი დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში იქნება გაშლილი. პარალელურად, ხელმოწერების შეგროვება კარდაკარის პრინციპითაც გაგრძელდება.

- ’კარდაკარის პრინციპით ხელმოწერების შეგროვება რამდენიმე დღეა დავიწყეთ. დაახლოებით რვაასი ხელმოწერა უკვე შეგროვებული გვაქვს. თუმცა ეს მხოლოდ ახალციხის მცირე ნაწილში. ჩვენი მიზანია, მივიცვათ მთელი რეგიონი’, - განმარტავს ბიჭაშვილი.

პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერები კარავში გროვდება
’ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის’ ორგანიზაციის თავმჯდომარე მიხეილ ანდღულაძე განმარტავს, რომ ორგანიზაცია რეგიონებში ფართომასშტაბიან ღონისძიებებს ახალციხიდან იწყებს: ’დღეს რეალობაა, რომ სახელმწიფოში ორხელისუფლიანობაა; რეალობაა, რომ ის ხელისუფლება რომელიც იქნა არჩეული ხალხის მიერ, შეზღუდულია და ხელისშემშლელი პირობები აქვს მრავალი სხვა რეგიონული უწყებების მხრიდან. უნდა დამკვიდრდეს ერთხელისუფლებიანობა. საქართველომ აირჩია ერთი ხელისუფალი და მეორე ხელისუფალი არ სჭირდება’.

6 დეკემბერს ორგანიზაცია გამაფრთხილებელ ბრიფინგს გამართავს, რის საშუალებითაც საქართველოს პრეზიდენტს ინფორმაციას მიაწვდიან იმის შესახებ, რომ მისი გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერები გროვდება.

ხელმოწერების შეგროვება 4 იანვარს შეწყდება. ამის შემდეგ აღნიშნული ორგანიზაცია პეტიციასა და ხელმოწერებს პრეზიდენტს გადასცემს.

პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერები კარავში გროვდება

- ’ამასთანავე, ამ ინფორმაციას ვაცნობებთ საქართველოში აკრედიტებულ ყველა საელჩოს და პირადად მივმართავთ ყველა ქვეყნის მმართველებს, გაგვიწიონ მხარდაჭერა ერის ნების დამკვიდრებაში’, - აცხადებს ანდღულაძე.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

ასპინძაში პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება გრძელდება
”ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის” ასპინძაში დღეს აქციას გამართავს
პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერები ახალციხეშიც გროვდება
პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ახალციხეში 1850 ხელმოწერა შეგროვდა
პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერებს ასპინძაშიც აგროვებენ
პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება გრძელდება [Video]
ორგანიზაციამ ”ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის” ახალციხეში ოფისი გახსნა