ადიგენში მუსლიმები და ქრისტიანები დაუპირისპირდნენ

მთავარისაზოგადოება 29.02.2016
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ადიგენში, ერთმანეთს მუსლიმი და ქრისტიანი თემი დაუპირისპირდა. კონფლიქტი რელიგიის სააგენტოს რეკომენდაციამ გამოიწვია, რომლის თანახმად, თვითმმართველობამ მუსლიმების სასაფლაოსთვის სოფელში ადგილი უნდა გამოყოს.

ადიგენში მუსლიმები და ქრისტიანები დაუპირისპირდნენ

სოფლის ცენტრში შეკრებილი ქრისტანები აცხადებენ, რომ სოფელში ახალი სასაფლაოს გახსნას არ დაუშვებენ.

„ ერთი ქრისტიანული სასაფლაოა და მუსლიმებიც აქ დაიკრძალონ. გადიდდეს ტერიტორია და აქ დაასაფლაონ თავიანთი მიცვალებულები“, – ამბობენ ქრისტიანები და პროტესტს იმით ხსნიან, რომ სასაფლაოს გახსნაში გარკვეულ საფრთხეებს ხედავენ.

„ჯერ სასაფლაო გაიხსნება, მერე მეჩეთი აშენდება და მერე შეიძლება სულ გაგვასახლონ ქრისტიანები სოფლიდან“, – აცხადებენ შეკრებილები.
ქრისტიანების პროტესტის არ ესმით მუსლიმებს. ისინი ეთანხმებიან სოფლის სასაფლაოს გადიდებას, თუმცა, იმ პირობით, რომ მუსლიმებისთვის ამ საერთო სასაფლაოზე ცალკე ადგილი იქნება გამოყოფილი.

ცალკე ადგილის აუცილებლობას მუსლიმები ქრისტიანებისა და მუსლიმების განსხვავებული წესებით ასაბუთებენ. მათი განცხადებით, ზოგი ქრისტიანული წესი, მაგალითად, დღესასწაულზე ალკოჰოლის გატანა სასაფლაოზე, მიუღებელია მუსლიმებისთვის.

ადიგენში მუსლიმები და ქრისტიანები დაუპირისპირდნენ

შეგახსენებთ, 25 თებერვალს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებულ, რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხის შემსწავლელი სარეკომენდაციო კომისიის მეცხრე სხდომაზე გადაწყდა, რომ ადიგენში მუსლიმური თემის სასაფლაოსთვის ადგილი უნდა გამოიყოს.

სოფელში ადგილი ჯერ გამოყოფილი არ არის. რელიგიის საკითხთა სააგენტომ გადაწყვეტილება ადიგენის თვითმმართველობას უნდა გადაუგზავნოს, ტერიტორიის გამოყოფა თვითმმართველობის კომპეტენციაა.

ადიგენის ქრისტიანული თემი ირწმუნება, რომ თვითმმართველობამ ადგილის გამოყოფის გადაწყვეტილება რომც მიიღოს, საკითხი დადებითად გადაწყვეტილი მხოლოდ ფურცელზე დარჩება. სოფელში მუსლიმების სასაფლაოს გახსნას არ დაუშვებენ.

ამ წუთებში ადიგენში ვითარება დაძაბულია, ქრისტიანები და მუსლიმები ერთმანეთს სიტყვიერად უპირისპირდებიან. ადგილზე ადიგენის თვითმმართველობის წარმომადგენლები არ იმყოფებიან. სამართალდამცველებმა კი ტერიტორია იქამდე დატოვეს, ვიდრე სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყებოდა.

ადიგენი შერეული სოფელია, აქ დაახლოებით 100 კომლი ცხოვრობს, აქედან, 20 მუსლიმური კომლია. მუსლიმმა მრევლმა და მუსლიმთა სამმართველომ სოფელ ადიგენში სასაფლაოებისთვის ტერიტორიის გამოყოფის შესახებ ადგილობრივ თვიმმართველობას მას შემდეგ მიმართა, რაც სოფელში მუსლიმი გარდაიცვალა და მისი დაკრძალვა ქრისტიანულ სასაფლაოზე არ ისურვა. თვითმმართველობამ ეს მიმართვა რელიგიის სააგენტოში გადააგზავნა. სააგენტომ კი, შეგახსენებთ, გადაწყვეტილება 4 დღის წინ გამოიტანა.

ადიგენში მუსლიმები და ქრისტიანები დაუპირისპირდნენ

ადიგენში მუსლიმები და ქრისტიანები დაუპირისპირდნენ

[თამუნა უჩიძე, ნინო ნარიმანიშვილი, ადიგენი]


08.12.2016 დაშავებული სამხედრო პირები საუნივერსიტეტო პროგრამებში ჩაერთვებიან

07.12.2016 ბენარის სკოლის ეზოში მოსწავლეები სკვერს აკეთებენ

04.12.2016 როდის დაწყება ბაღებში ზამთრის არდადეგები

01.12.2016 ლელოვნის სკოლამ 'მწვანე სკოლის’ წოდება მიიღო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.12.2016 სინოპტიკოსები ორი დღის განმავლობაში თოვლსა და ქარს პროგნოზირებენ

09.12.2016 გაყინულ ტროტუარებზე ტექნიკურ მარილს ყრიან [Photo]

09.12.2016 ადგილობრივები: თოვლის გამო ადიგენის სოფლებში გადაადგილება შეუძლებელია

09.12.2016 TDI:მოხეს ნაგებობის საკითხი სისტემური პრობლემის ნაწილია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.11.2016 ხელოვნება ხის ფესვებით [Video]

29.11.2016 რა ღონისძიებები ტარდება ჯანსაღი პროდუქტის მისაღებად ფერმაში [Video]

28.11.2016 ცხოველთა დაავადებები და ვაქცინაცია [Video]

11.11.2016 ადიგენში სერაპიონ ზარზმელის ხსენების დღე აღნიშნეს [Video]

მსგავს თემაზე

ადიგენში მუსლიმების სასაფლაოსთვის ადგილი უნდა გამოიყოს
ადიგენში მომხდარ რელიგიურ დაპირისპირებას EMC შეისწავლის
დავა სასაფლაოს გამო სოფელ ადიგენში [Photo]
ადიგენში სასაფლაოს  საკითხს რელიგიის სააგენტო განიხილავს
სამცხე–ჯავახეთის მუფთი ადიგენში რელიგიურ დაპირსპირებაზე რეაგირებას პრემიერისგან ელის
მუსლიმთა სამმართველო: ადიგენში მომხდარი ფაქტი ხელოვნურად არის ინსპირირებული
სოფელი ადიგენი ორად გაიყო – მხარეებს მოლაპარაკებას სთავაზობენ