FM97.5 / LIVE

ფეკალური მასა ღია არხებში და პირდაპირ მდინარეში

მთავარისაზოგადოება 26.02.2016
ღია საკანალიზაციო ჭიდან ჯერ დასახლებაში, შემდეგ პირდაპირ მდინარეში ჩაღვრილი ფეკალური მასა და უწყებები, რომლებიც დასახლებას არ ცნობენ და პასუხისმგებლობას იცილებენ.

ფეკალური მასა ღია არხებში და პირდაპირ მდინარეში
ახალციხე–ახალქალაქის გზატკეცილზე, ყოფილი სატყეო მეურნეობის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემა მწყობრიდანაა გამოსული და ფეკალური მასა ქუჩაში იღვრება.
„კვირა არ გავა, რომ არ გაიჭედოს. მთელი ტერიტორია იტბორება. საშინელი სუნი და ანტისანიტარიაა. გარეთ ბავშვები ვერ გამოგვყავს“, – ამბობს ნანული გოგოლაური.

მისივე თქმით, ზაფხულში მდგომარეობა უარესდება: „კოღოები გვჭამენ, ისეთ დღეში ვართ, გარეთ ვერ გამოვდივართ. აქ ხალხს მიწები აქვს, მოსავალი მოჰყავს და ბაზარში ყიდის. დაბინძურებულ ტერიტორიაზე მოყვანილ პროდუქტს რომ გაყიდი, მყიდველს რა დაემართება“.
ნანული გოგოლაური ამბობს, რომ ამ ტერიტორიაზე დაახლოებით წელიწადნახევრის წინ დასახლდნენ, მათი გადმოსვლის შემდეგ, საცხოვრებლად კიდევ ორი ოჯახი გადავიდა.

დასახლებაში საკანალიზაციო სისტემა მხოლოდ რამდენიმე მეტრზეა გაკეთებული, ისიც სიძველის გამო მწყობრიდანაა გამოსული, დანარჩენ ტერიტორიაზე კი ფეკალური მასა ღია არხში მიედინება და მდინარე ფოცხოვში ჩადის.

ადგილობრივები ამბობენ რომ ამ ტერიტორიაზე „უნიმედი სამცხეს“ ახალციხის სამედიცინო დაწესებულების , სამცხე–ჯავახეთის სხელმწიფო უნივერსიტეტის და რუსთაველის ქუჩის კანალიზაციაა დაერთებული, გარდა ამისა აქ გადის კლინიკა „იმედის“ საკანალიზაციო სისტემაც.
ახალციხის მერიაში განმარტავენ, რომ ყოფილი სატყეო მეურნეობის მიმდებარე ტერიტორიაზე არცერთი ოჯახი ოფიციალურად დარეგისტრირებული არ არის.

„კანალიზაციის პრობლემას ჩვენ მაინც ვერ მოვუგვარებთ. ეს მოქალაქეები უნდა მოვიდნენ მერიაში, დარეგისტრირდნენ როგორც ჩვენი ქალაქის მაცხოვრებლები, მიენიჭოთ მისამართი. ამის შემდეგ მოგვმართონ ამ პრობლემით, გადავუგზავნით წყალმომარაგების კომპანიას, რომ აღნიშნულ მისამართზე არსებობს პრობლემა და ვთხოვთ მოუგვაროთ“, – ამბობს ახალციხის მერიის საორგანიზაციო სამსახურის უფროსი ეკა ბერიძე.
„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების“ კომპანიაში განმარტავენ, რომ ღია საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება მათ ვალდებულებაში არ შედის.

„ჩვენი ყველა კანალიზაცია გადის აზბესტ–ცემენტის მილებში. იქ არის დაახლოებით სამკილომეტრიანი მონაკვეთი, რომლიც არ არის ქალაქის ტერიტორიაზე. ეს არ არის კომპანის ბალანსზე. ამ ადამიანებმა ალბათ ადგილობრივ ხელისუფლებას უნდა მიმართონ“, – ამბობს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო რამიშვილი.

მიუხედავად მისი განცხადებისა, ადგილობრივები აბობენ, რომ კომპანიის ცხელ ხაზზე რამდენჯერმე დარეკვის შემდეგ, კომპანიის ახალციხის სერვისცენტრიდან თანამშრომლები მივიდნენ და სისტემა გაწმინდეს, ადგილზე მიიტანეს ბეტონის რამდენიმე ჭაც.

მას შემდეგ კი რაც, თემით „სამხრეთის კარიბჭე“ დაინტერესდა, ადგილობრივებმა გვაცნობეს, რომ წყალომარაგების კომპანიის თანამშრომლებმა კანალიზაციის ღია ჭების დახურვა დაიწყეს.
ფეკალური მასა ღია არხებში და პირდაპირ მდინარეში

ფეკალური მასა ღია არხებში და პირდაპირ მდინარეში

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


05.08.2020 ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

05.08.2020 განათლების მინისტრი – სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში დაიწყება

05.08.2020 საფეხური: 'ოპიზარი' პროფესიული განათლების მსურველებს სწავლას 16 პროგრამაზე სთავაზობს [აუდიო]

04.08.2020 ბიოლოგიისა და ფიზიკის გამოცდების შედეგები ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

05.08.2020 ‘ფინანსები არ გვაქვს’ - ბორჯომის მუზეუმის რეაბილიტაცია გადაიდო

04.08.2020 ხულო-ზარზმის გზის აღდგენისთვის ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა

04.08.2020 ტურისტულ სეზონზე ბორჯომის მუზეუმი დაკეტილია

31.07.2020 ცოტა რამ გიორგიწმინდაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში, დიდიმამიშვილის ქუჩაზე ფეკალური მასა იღვრება
ახალციხეში, დიდიმამიშვილის ქუჩაზე ფეკალური მასა ამოდის
დიდიმამიშვილის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემა გაწმინდეს
ახალციხეში, დანიელაშვილის ქუჩა ფეკალური მასით იტბორება
თამარაშვილის ქუჩაზე მცხოვრებლები მერიისგან რეაგირებას ითხოვენ
ღია საკანალიზაციო ჭა ახალციხის ცენტრში [Photo]
'სამსახურიდან რომ მიხვალ სახლში, აბანო მინისტრსაც უნდა და გლეხსაც' – დასახლება კანალიზაციის გარეშე