FM97.5 / LIVE

'მესხური ფოლკლორის' პრეზენტაცია ბიბლიოთეკაში

მთავარისაზოგადოება 24.02.2016
ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში მესხური ზეპირსიტყვიერების შესახებ გამოცემული ნაშრომის, "მესხური ფოლკლორის" პრეზენტაცა მოეწყო.

'მესხური ფოლკლორის' პრეზენტაცია ბიბლიოთეკაში

ნაშრომი გაზეთ "ლიტერატურული მესხეთის" რედაქტორის, ავთანდილ ბერიძის ავტორობით გამოიცა.

„წიგნში თავმოყრილია ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშები, ლექსები, აშუღური პოეზია, სახალხო მთქმელების შემოქმედება – ადგილობრივებში გავრცელებული ხალხური ზეპირსიტყვიერება, რომელიც მე–19–ე საუკუნიდან დღემდე პერიოდს მოიცავს. თავმოყრილია სამცხე–ჯავახეთში შეგროვილი მასალა“, – ამბობს წიგნის ავტორი ავთანდილ ბერიძე.

წიგნის გამოსაცემად დაახლოებით ხუთი წელი მუშაობდა. ეს პირველი ნაწილია. იგეგმება მეორე ნაწილის გამოცემაც.

„მეორე ნაწილში შევა ლექსები, თქმულებები, ლეგენდები, ზღაპრები, ანდაზები, წეს– ჩვეულებები, მესხური თამაშები და გამონათქვამები“, – ამბობს ავტორი.

„მესხურ ფოლკლორში“, რომელიც 900 გვერდიანია, დაახლოებით 400 ავტორის 3000– მდე ლექსია შესული.

წიგნი კულტურის სამინისტროსა და გაზეთ „ლიტერატურული მესხეთის“ ერთობლივი დაფინანსებით გამოიცა. ნაწილი უმაღლეს სასწავლებლებში, ბიბლიოთეკებსა და მუზეუმებში დარიგდა, ნაწილი კი გაყიდვაშია. საცალო ფასი 22 ლარია.

ავთანდილ ბერიძის ავტორობით 2008 წელს დაიბეჭდა წიგნი სახელწოდებით „ვწერ მესხი ვინმე მელექსე“, რომელშიც გადმოცემულია მესხეთში მოღვაწე თანამედროვე პროეტების შემოქმედება. ბერიძე უახლოეს პერიოდში მის მიერ დაწერილი ლექსების კრებულის გამოქვეყნებასაც გეგმავს.

'მესხური ფოლკლორის' პრეზენტაცია ბიბლიოთეკაში

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

13.10.2020 საფეხური: მესხეთის თეატრი – პანდემიისგან შექმნილი პრობლემები და სამომავლო გეგმები [აუდიო]

12.10.2020 ჭეჭლასა და დიდ ზანავში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

12.10.2020 ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.10.2020 საქართველოში ორი დღის განმავლობაში წვიმაა ნავარაუდევი

19.10.2020 როგორ შეიძლება გაზის მომსახურების საფასურის გადახდა ახალციხეში

19.10.2020 momxmarebeli.ge: 15 სარეცხ საშუალებაში ფორმალდეჰიდი აღმოჩნდა, ორში ტყვია

18.10.2020 წირვა–ლოცვის შემდეგ ტაძრებში უნდა ჩატარდეს დეზინფექცია – საპატრიარქო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მესხური ფოლკლორის შესახებ წიგნი გამოიცა
თვითმმართველობამ ახალციხელი სახალხო მთქმელის ლექსების კრებული გამოსცა
ახალციხეში გაზეთ ‘ლიტერატურული მესხეთის’ საიუბილეო საღამო გაიმართა
სამცხე–ჯავახეთის სამზარეულო წიგნად გამოიცა
მესხური სიმღერები ფოლკლორული ანსამბლების შესახებ გამოცემისთვის შეარჩიეს
'ნანა დემეტრაშვილმა 20 წელი გაუძლო ინტრიგებს' - მესხეთში რეჟისორის შემოქმედება გაიხსენეს
თბილისში ნანი მანველიშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა