FM97.5 / LIVE

ასპინძაში კულტურის სახლის რეაბილიტაცია იწყება

მთავარისაზოგადოება 24.02.2016
ორი ათეული წლის შემდეგ, ასპინძის კულტურის სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სარემონტო სამუშაოებს ტენდრში გამარჯვებული შპს „კ–კომპანია“ უზრუნველყოფს.

ასპინძაში კულტურის სახლის რეაბილიტაცია იწყება

ასპინძის მუნიცპალიტეტის კულტურის, ძეგლთადაცვის, ტურიზმისა და ახალგაზრდობასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, რომ შენობა ავარიულია და გადაუდებელი რეკონსტრუქცია სჭირდება.

„შენობის უკანა კედელი გახსნილია, დაზიანებულია იატაკი და სახურავი, ყველა ოთახში წვიმა ჩამოდის. კულტურის სახლს არასდროს ჰქონია საპირფარეშო“, – ამბობს კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და ახალგაზრდობასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებელი მაკა ბერიძე.

მისი თქმით, მიუხედავად კულტურის სახლის ავარიულობისა, მის გარემონტებას ვერ ახერხებდნენ, რადგან შენობა 2015 წლამდე ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო.

უკვე გადაწყვეტილია, რომ შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „კ–კომპანია“ ჩაატარებს. სამუშაოები სამი თვის ვადაში უნდა დაასრულდეს. რეაბილიტაციისთვის 220.580 ლარი დაიხარჯება.

ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ კულტურის სახლის რეაბილიტაციისთვის თანხა შპს „კოლხთან“ მოგებული პროცესის შემდეგ გამოჩნდა.

როგორც გამგებლის მოადგილე ალექსანდრე პაპაშვილი განმარტავს, შპს „კოლხმა“ 2013 წელს ასპინძაში მდინარე ოთის სათავე ნაგებობას და დაბამდე მისასვლელ სასმელი წყლის მაგისტრალს რეაბილიტაცია ჩაუტარა, რისთვისაც 1.100.100 ლარი იყო გათვალიწინებული. უხარისხოდ ჩატარებული სამუშაოების გამო, მუნიციპალიტეტმა კომპანიას სასამართლოში უჩივლა და 375.000 ლარი უკან დაიბრუნა, ამის შემდეგ გადაწყდა კულტურის სახლის რეაბილიტაცია, აღნიშნული თანხით ასპინძაში ჭიდაობის დარბაზიც რემონტდება.

"თანხა რეგიონული ფონდიდან იყო გამოყოფილი. სასამართლო პროცესის მოგების შემდეგ, მთავრობასთან შეთანხმებით, განკარგულებით შარშან დეკემბერში გადმოგვეცა აღნიშნული თანხა“, – ამბობს ალექსანდრე პაპაშვილი.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

13.10.2020 საფეხური: მესხეთის თეატრი – პანდემიისგან შექმნილი პრობლემები და სამომავლო გეგმები [აუდიო]

12.10.2020 ჭეჭლასა და დიდ ზანავში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

12.10.2020 ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.10.2020 როგორ შეიძლება გაზის მომსახურების საფასურის გადახდა ახალციხეში

19.10.2020 momxmarebeli.ge: 15 სარეცხ საშუალებაში ფორმალდეჰიდი აღმოჩნდა, ორში ტყვია

18.10.2020 წირვა–ლოცვის შემდეგ ტაძრებში უნდა ჩატარდეს დეზინფექცია – საპატრიარქო

18.10.2020 მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღეს აღნიშნავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

01.10.2020 SK ამბები: მინაძე [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვალის კულტურის სახლს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
ასპინძის კულტურის სახლის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა
ასპინძაში კულტურის სახლს არემონტებენ
ვალეში კულტურის სახლის რეაბილიტაცია იწყება
აწყურის კულტურის სახლს კეთილმოწყობილი ეზო და გარეგანათება ექნება
ახალციხის თემში რეგიონული ფონდიდან 11 პროექტი დაფინანსდება
ასპინძის კულტურის სახლში სცენას და დარბაზს გაარემონტებენ