FM97.5 / LIVE

შოკოლადში აღმოჩენილი პლასტმასის გამო Mars-ი 55 ქვეყნიდან პროდუქციას უკან გაიტანს

მთავარისაზოგადოება 24.02.2016
შოკოლადის მწარმოებელი ამერიკული კომპანია Mars Inc. 55 ქვეყანიდან პროდუქციას უკან გაიტანს. ამის მიზეზი ტკბილეულში აღმოჩენილი პლასტმასი გახდა.

შოკოლადში აღმოჩენილი პლასტმასის გამო Mars-ი  55 ქვეყნიდან პროდუქციას უკან გაიტანს

კომპანია გაიტანს Mars-ის, Snickers-ის, Milky Way-ის ყველა პროდუქტს, რომლებსაც ვარგისიანობის ვადა 2016 წლის 19 ივნისიდან 2017 წლის 8 იანვრამდე აქვს. გერმანიის გარდა, პროდუქციას დააბრუნებენ საფრანგეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, ნიდერლანდებიდან, ბელგიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.

წითელი პლასტმასი გერმანიაში 8 იანვარს შეძენილ Snickers-ში აღმოჩინეს. უკმაყოფილო მომხმარებელმა Mars-ს მიმართა, რის შემდეგაც სპეციალისტებმა კვლევა ჩაატარეს და დაადგინეს, რომ შოკოლადი ნიდერლანდების ქალაქ ვეგელში იყო წარმოებული.

“ამჟამად ვცდილობთ, დავადგინოთ, თუ რა მოხდა, თუმცა არ ვართ დარწმუნებულები, რომ წითელი პლასტმასის ნატეხი არ არის მოხვედრილი იმავე სამეწარმეო ხაზის სხვა პროდუქტში”, - განაცხადა კომპანიის ნიდერლანდების განყოფილების წარმომადგენელმა. ამავე დროს, Mars-ში არ აცხადებენ, თუ რა ოდენობის ზარალზეა საუბარი.

ნიდერლანდებში არსებული Mars-ის ქარხანა 1963 წლიდან მუშაობს და ტკბილეულს მსოფლის სხვადასხვა ქვეყანას აწვდის. მსგავსი ინციდენტი ქარხანაში პირველია მისი გახსნის დღიდან.

2015 წლის დეკმებრში Mars-მა ერთ-ერთი ამერიკული სავაჭრო ქსელიდან ამოიღო ტკბილეულის პარტია, რომელიც არაქისს შეიცავდა, თუმცა ამის შესახებ ეტიკეტზე არ იყო აღნიშნული.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

09.11.2019 თოჯინების თეატრში სპექტაკლი 'პატარა უფლისწული' გაიმართება

09.11.2019 ფილმმა 'და ჩვენ ვიცეკვეთ' მინსკის კინოფესტივალზე ჯილდო მიიღო

08.11.2019 თბილისში ფილმის ‘და ჩვენ ვიცეკვეთ’ ჩვენება პროტესტის ფონზე მიმდინარეობს

08.11.2019 ვინ იქნება სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

 THIRTY SECONDS TO MARS კონცერტისთვის დამატებითი მატარებელი ინიშნება®
მომხმარებელი.ge: 'სურსათის რამდენიმე პროდუქტი არასაკვებ საღებავებს შეიცავს'
კომპანია „ნოვამ“  თიბისის და EBRD-ის მხარდაჭრით ახალ საწარმო გახსნა ®
კომპანია ”IDS ბორჯომი საქართველოს” განცხადება
რა პერსპექტივა აქვს მესხურ პროდუქციას ევროპულ ბაზარზე [ფოტო/ვიდეო]
რა უნდა იცოდეს მომხმარებელმა ხორცის შეძენისას
კოსმოსურ ჰაკათონში გამარჯვებული ახალციხელები ნიდერლანდებიდან დაბრუნდნენ