FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში წვრილფეხა პირუტყვის ვაქცინაცია მიმდინარეობს

მთავარისაზოგადოება 24.02.2016
სამცხე–ჯავახეთში 85 000 სული წვრილფეხა პირუტყვი (ცხვარი,თხა) ჭირზე აიცრება. ვაქცინაცია, რომელიც სავალდებულოა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდან დაიწყო.

სამცხე–ჯავახეთში წვრილფეხა პირუტყვის ვაქცინაცია მიმდინარეობს

სურსათის უვნებლობის სამსახურის სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამსახურში განმარტავენ, რომ წვრილფეხა პირუტყვის აცრა რამდენიმე დღეში რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც დაიწყება. ვაქცინაციას ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომლები ატარებენ.

„ახალქალქის მუნიციპალიტეტში ვაქცინაცია 17 თებერვლიდან დავიწყეთ. აქ რვა თანამშრომელი მუშაობს ყოველდღიურად“, – ამბობს სამსახურის უფროსი ლია ბექაური.

მისი თქმით, წვრილფეხა პირუტყვის ვაქცინაცია ჭირზე, სავარაუდოდ, სამ კვირაში დასრულდება. ამ ეტაპზე დაავადება სამცხე–ჯავახეთში არ გამოვლენილა.

სააგენტოს ინფორმაციით, პირუტყვის დაავადებისა და დაცემის შესახებ შეტყობინება სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, 2016 წლის იანვარში, თბილისის შემოგარენში არსებული ფერმიდან მიიღო. რის შემდეგაც სააგენტოს ვეტერინარებმა ნიმუშები აიღეს. პირველადი დიაგნოზით სპეციალისტებმა ეჭვი ცხვრის კატარალურ ცხელებაზე (ბლუტანგი) მიიტანეს. ზუსტი დიაგნოსტირების მიზნით, ნიმუშები დიდ ბრიტანეთში არსებულ საერთაშორისო რეფერალურ ლაბორატორიაში გადაიგზავნა. გამოკვლევის შედეგებით ცხვრის კატარალური ცხელება არ დადასტურდა. დამატებითი კვლევებით წვრილფეხა პირუტყვის დაავადება - ჭირი დადგინდა. აღნიშნული დაავადება მეზობელ ქვეყნებში - თურქეთსა და ირანშიც ფიქსირდება.

დაავადების გამოვლენისთანავე, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 1 მლნ დოზა მაღალი ხარისხის ვაქცინა შეისყიდა. ჯამში 800 ათასი სული წვრილფეხა პირუტყვის აცრაა დაგეგმილი.

წვრილფეხა პირუტყვის ჭირი ვირუსული დაავდებაა, რომელსაც ახასიათებს სწრაფი გავრცელება არავაქცინირებულ ცხოველებში (ცხვარი, თხა). დაავადებული პირუტყვის ხორცის საკვებად გამოყენება არ შეიძლება.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


06.04.2020 ‘ეროვნული გამოცდის ფორმატი ან თარიღი არ შეიცვლება’ - მინისტრი

30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.04.2020 დაიხურება თუ არა ახალციხის ბაზარი

07.04.2020 ‘დემოკრატ ქალთა საზოგადოების’ ექიმები პერსონალური დაცვის საშუალებებით აღიჭურვნენ

07.04.2020 ახალციხელი ახალგაზრდა, რომელიც უმუშევარი დარჩა დახმარებას ითხოვს [ვიდეო]

07.04.2020 ‘აგრარული ბაზრები მითითებული სტანდარტების მიხედვით შეძლებენ ფუნქციონირებას' – ლევან დავითაშვილი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სეს–მა ბრუცელოზის საწინააღმდეგოდ წვრილფეხა პირუტყვის ვაქცინაცია დაიწყო
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ  "თურქულის" საწინააღმდეგო საშემოდგომო ვაქცინაცია დაიწყო
ბრუცელოზის საწინააღმდეგო ღონისძიებები სამცხე-ჯავახეთში
ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო
სამცხე–ჯავახეთში ბრუცელოზზე 20 ათასი ცხვარი აიცრა
რა გახდა დაავადებული პირუტყვის აცრის გაჭიანურების მიზეზი
ნოდულარულ დერმატიტზე ვაქცინაცია მთელს საქართველოში მიმდინარეობს