FM97.5 / LIVE

რა შეღავათებს ითვალისწინებს ‘მთის კანონი’

მთავარიეკონომიკა 22.02.2016
იმ სოფლებსა და დაბებში მცხოვრები მოსახლეობა, რომლებსაც მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა, სხვადასხვა შეღავათებით ისარგებლებს. შეღავათების ნაწილი 1 იანვრიდან ამოქმედდა, ნაწილი კი სექტემბრიდან ამოქმედდება.

რა შეღავათებს ითვალისწინებს ‘მთის კანონი’

სოციალური შეღავათები

➤ 2016 წლის 1 იანვრიდან ყოველ დაბადებულ პირველ და მეორე ბავშვზე, რომლის ერთერთ მშობელი მუდმივად მაღალმთან დასახლებაში ცხოვრობს, 1 წლის განმავლობაში ყოველთვიურად 100 ლარი გაიცემა, მესამე და შემდგომ ბავშვზე 2 წლის განმავლობაში -200 ლარი.

➤ 2016 წლის 1 იანვრიდან განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საჯარო სკოლებისა და მრავალსექტორიანი საჯარო სკოლებისათვის, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებზე ვაუჩერი გაზრდილი ოდენობით გაცემა.

➤ ზამთრის პერიოდში (15 ოქტომბრიდან მომდევნო წლის 15 აპრილის ჩათვლით) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირთა გათბობის უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფო შესაბამის ღონისძიებებს განხორციელებს;


2016 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება შემდეგი შეღავათები:

➤ მასწავლებლებს დაუწესდებათ სახელფასო დანამატი არანაკლებ 35%-ის ოდენობით.
➤ სპეციალური რეგიონული პროგრამების მონაწილე მასწავლებლებს დაუწესდებათ დამატებითი ანაზღაურება ხელფასის არანაკლებ 50%-ის ოდენობით.
➤ სახელმწიფო პენსიისა და სოციალური პაკეტის მიმღებ პირებს დაუწესდებათ 20%-იანი დანამატი.
➤ მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ და მის მართვაში არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალისათვის, რომლის შრომა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანაზღაურდება, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით ყოველთვიური დანამატი გაიცემა:
• ექიმისათვის – სახელმწიფო პენსიის ორმაგი ოდენობით
• ექთნისათვის – სახელმწიფო პენსიის ოდენობით

საგადასახადო შეღავათები

➤ 2016 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა საგადასახადო შეღავათებიც, რომლებიც ითვალისწინებს შემდეგს:

• მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები მრავალშვილიანი პირი (რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის სამი ან სამზე მეტი შვილი), რომლის შემოსავალი არ აღემატება 6 ათას ლარს, საშემოსავლო გადასახადისაგან თავისუფლდება.
• მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ მრავალშვილიან პირს ( რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის ერთი ან ორი შვილი), ვინც ხელფასის სახით 3000 ლარამდე დასაბეგრ შემოსავალს იღებს, საშემოსავლო გადასახადი უნახევრდება;
• მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში ამავე მაღალმთიან დასახლებაში საქმიანობით მიღებული 6000 ლარამდე შემოსავალი, გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციიდან მიღებული ხელფასისა, თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისაგან;
• მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირები საშემოსავლო გადასახადისაგან თავისუფლდებიან 10 წლით.

მოგების გადასახადისაგან თავისუფლდება მაღალმთიანი დასახლების საწარმოს მიერ ამავე მაღალმთიან დასახლებაში საქმიანობით მიღებული მოგება – შესაბამისი სტატუსის მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში.

ქონების გადასახადისაგან თავისუფლდება:
• მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე მოსახლის საკუთრებაში არსებული, ამავე მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთი;
• მაღალმთიანი დასახლების საწარმოს საკუთრებაში არსებული, ამავე მაღალმთიანი დასახლების ტერიტორიაზე მდებარე ქონება – შესაბამისი სტატუსის მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში.

2017 წელს კიდევ ერთი შეღავათი ამოქმედდება, ანაზღაურდება ელექტროენერგიის ხარჯების 50%, მაგრამ არაუმეტეს მოხმარებული 100 კვტ.სთ ელექტროენერგიის საფასურისა;

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.02.2020 ახალციხის სამხატვრო სკოლაში ერთი დღით სწავლა შეწყდება

22.02.2020 პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება

21.02.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.02.2020 ახალციხეში ცენტრალური მილის დაზიანების გამო მოსახლეობის ნაწილს გაზი არ მიეწოდება

24.02.2020 სამცხე–ჯავახეთის თვითმმართველობებმა ერთ წელში 680 065 ლარის ჯილდო და დანამატი გასცეს

23.02.2020 ფარავანჰესის დაცლის გამო, მდინარის სიახლოვეს გადაადგილება აიკრძალა

23.02.2020 ‘ტაო’ ქუთაისის ‘არესს’ შეხვდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

მაღალმთიან დასახლებაში ელექტროენერგიის გადასახადზე შეღავათები ამოქმედდა
რა არის საჭირო იმისთვის, რომ ‘მთის კანონის’ შეღავათები შეგეხოთ
სოფლებს, რომლებსაც მაღალმთიანის სტატუსი 2016 წლამდე ჰქონდათ, საშემოსავლო შეღავათები შეუნარჩუნდათ
ახალციხის მუნიციპალიტეტში ‘მთის კანონის’ შეღავათები 264 პედაგოგს ეხება
ხშირად დასმული კითხვები 'მთის კანონის' შესახებ
მაღალმთიან დასახლებაში პენსია და დახმარება  იზრდება
როგორ მივიღოთ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსი