FM97.5 / LIVE

მოქალაქეებს მისამართების შეცვლა და დაზუსტება უფასოდ რეგიონებშიც შეეძლებათ

მთავარისაზოგადოება 22.02.2016
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, მოქალაქეებს მისამართების შეცვლა და დაზუსტება თბილისის მასშტაბით უფასოდ შეუძლიათ, რეგიონებში კი აღნიშნული პროგრამა გაზაფხულიდან დაიწყება.

მოქალაქეებს მისამართების შეცვლა და დაზუსტება უფასოდ რეგიონებშიც შეეძლებათ

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობით, აღნიშნული მომსახურებები ვრცელდება პირებზე, რომლებსაც უძრავი ნივთის საკუთრების ან სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში მისამართი არასრულად ან არასწორად აქვთ მითითებული. ასევე, უფასო სერვისებით სარგებლობა შეუძლიათ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ალოგიკური, არასწორი ან დუბლირებული მისამართისა და ნომრების გამო, ბინისთვის, შენობა-ნაგებობის ან მიწის ნაკვეთისთვის ახალი ნომრის მინიჭება სჭირდებათ.

მისამართების კორექტირებას და მინიჭებას ექვემდებარება ნუმერაციის არმქონე, გამოტოვებული ან გამეორებული მისამართები, ე.წ. „იტალიური ეზოები“ და ასევე ისინი, რომლებსაც მისამართად მითითებული აქვთ რაიმე გეოგრაფიული ობიექტი (მაგ: მიმდებარედ, შორის, გასწვრივ, მოპირდაპირედ და ა.შ).

სერვისებით სარგებლობისთვის დაინტერესებულმა პირებმა საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებს ან იუსტიციის სახლებს უნდა მიმართონ. მომსახურების მიღების ვადა 30 კალენდარული დღეა. შეცვლილი მისამართების გამო მაცხოვრებლებს დოკუმენტების ხელახლა აღება ან შეცვლა არ უწევთ. ცვლილებების მიუხედავად, საკუთრებისა და მოქალაქეების შესახებ შენახულია, როგორც ძველი, ისე კორექტირებული მონაცემები.

დამისამართების პროექტის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრი და სერვისების განვითარების სააგენტო სამისამართო სისტემის სრულყოფასა და განვითარებაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით მუშაობს. ამ ეტაპზე მოქალაქებს მისამართების დაზუსტება უფასოდ მხოლოდ თბილისის მასშტაბით შეუძლიათ, გაზაფხულიდან აღნიშნული მომსახურების მიღება რეგიონებშიც უფასოდ იქნება შესაძლებელი.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.05.2020 საპატრიარქომ ადიგენში სასულიერო პირს 25 წლიანი იჯარით მიწის ნაკვეთი გადასცა

28.05.2020 ახალციხის მერის მრჩეველმა იმ კომპანიის წილი დათმო, რომლითაც ტენდერებს იგებდა

28.05.2020 საქართველოს მთავრობამ ტურიზმის გახსნისთვის რეგულაციები შეიმუშავა

28.05.2020 ახალციხის მერის წარმომადგენელების ნაწილი მათთვის გამოყოფილი საწვავით ვერ სარგებლობს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

საჯარო რეესტრის სერვისებით სარგებლობა PayBox-ის აპარატებითაც გახდა შესაძლებელი
საჯარო რეესტრი მოქალაქეებს აფრთხილებს
მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოქალაქეებისთვის უფასო მომსახურებები მოქმედებს
პირადობის მოწმობა ორი თვე უფასოდ გაიცემა
პირადობის მოწმობების უფასოდ გაცემის მორიგი აქცია იწყება
შსს-ს მომსახურების სააგენტოს სერვისები იუსტიციის სახლის ფილიალებში დაინერგება
  პირადობის მოწმობა ერთი თვე უფასოდ გაიცემა