FM97.5 / LIVE

რისთვის სჭირდება მესხეთის თეატრს ახალციხის გამგეობის დახმარება

მთავარიეკონომიკა 20.02.2016
რისთვის სთხოვს მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის ადმინისტრატორი ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობას ფინანსურ დახმარებას; სადადგმო ხარჯი, რომლის ოდენობაც კულტურის სახლების რეაბილიტაციის შემდგომ გაირკვევა.

რისთვის სჭირდება მესხეთის თეატრს ახალციხის გამგეობის დახმარება
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებს მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის ადმინისტრატორმა შალვა ტაბატაძემ ერთი სადადგმო ხარჯისთივს ფინანსური დახმარება სთხოვა.

„რეგიონული თეატრი ვართ, ხშირად გავდივართ სხვა მუნიციპალიტეტებში, ახალციხის სოფლებში და გვინდა, რომ მინიმუმ ერთი სპექტაკლი მაინც დაიდგას თემის მხარდაჭერით, შესაძლოა ეს წარმოდგენა იყოს სოფლის თემასთან კავშირში“, – ამბობს ტაბატაძე.

მისი განმარტებით, ერთი სპექტაკლის დადგმა 5 000 – 10 000–ლარამდე ჯდება: „მიზერული, 5 000 ლარი რომ მაინც გამოგვიყოს თემმა და აფიშაზე გაჩნდეს წარწერა, რომ ეს წარმოდგენა თემის ფინანსური მხარდაჭერით დაიდგა, ძალიან კარგი იქნება“.

ამის შესახებ შალვა ტაბატაძემ თემის ბიუჯეტის განხილვისას, „სამხრეთის კარიბჭეში“ გამართულ დისკუსიაზე 11 დეკემბერს ისაუბრა. მაშინ შეხვედრას ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გამგებლის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე და საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსი გელა ლომიძე, ასევე, გამგებლის რწმუნებულები ესწრებოდნენ.

როგორც ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, მიმდინარე წელს თეატრისთვის თანხა ბიუჯეტში გათვალისწინებული არ არის.
„წელს კულტურის სახლების რეაბილიტაციაა დაგეგმილი, ამის შემდეგ შეიძლება ვიფიქროთ სადადგმო ხარჯზეც, ოღონდ მომავალი წლისთვის“, – აცხადებენ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

კულტურის სახლებს, რომ რეაბილიტაცია სჭირდება, ამაზე ტაბატაძეც საუბრობს. მისი თქმით, მესხეთის თეატრის თანამშრომლებს ხშირად წარმოდგენის გამართვა საკმაოდ მძიმე პირობებში უხდებათ.

ცუდ მდომარეობაშია შენობები. ზოგგან შუქი არაა, ზოგგან, მაგალითად საყუენთში – ფანჯრები და ცივა. მუსხის კლუბში სკამები არ არის. ამიტომ შევთანხმდით, რომ რიტუალების სახლიდან ვითხოვებთ. აწყურში კულტურის სახლის შენობა ისეა გამოცარიელებული, რომ იქ ვერაფერს გააკეთებ“, – ამბობს ტაბატაძე.

მისი თქმით, ამ ფონზე ყველაზე უფრო კომფორტული ვალეს კულტურის სახლი და აწყურის სკოლა, ასევე გიორგიწმინდის სააქტო დარბაზია.
თუმცა, არის სოფლები სადაც შესაბამისი შენობების არ არსებობის გამო სპექტაკლებს საერთოდ ვერ აჩვენებენ: „კულტურის სახლების მდგომარეობის თვალსაზრისით გამგეობას ძალიან მძიმე მემკვიდრეობა ერგო და ერთი ხელისმოსმით ეს ყელაფერი ვერ გაკეთდება, მაგრამ მათი აღდგენა ძალიან მნიშვნელოვანია“.

კონკრეტულად რომელ სოფლებში მოწესრიგდება კულტურის სახლები და რა თანხა დაიხარჯება ამისთივს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობში გარკვეული არ არის.

„ჯერ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტები გამოვლენილი არ არის, ეს საბოლოოდ სოფლებში კრებების დასრულების შემდეგ გაირკვევა“, – ამბობენ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

გასულ, 2015 წელს მესხეთის თეატრმა 80–მდე სპექტაკლი წარმოადგინა. მათ შორის დიდი ნაწილი გასვლითი ღონისძიებებისას, სწორედ, სოფლებში იყო ნაჩვენები. რომელ სოფლებში შექმნის უკეთეს გარემოს სპექტაკლების საჩვენებლად ახალციხის გამგეობა ჯერ უცნობია. ის კი უკვე გარკვეულია რომ სადადგმო ხარჯით წელს მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრს მხოლოდ ახალციხის მერია აფინანსებს. ამისთივს ქალაქის ბიუჯეტიდან თეატრს 2016 წელს 80 000 ლარი ერიცხება. ამ თანხის ოდენობამ გასულ წელთან შედარებით 20 ათასით მოიმატა. არ შეცვლილა კულტურის სამინისტროს სუბსიდიის ოდენობა, წელს ისე როგორც გასულ წლებში, მესხეთის თეატრი კულტურის სამინსიტროდან 250 000 ლარით დააფინანსეს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 პოლიცია აქციის მონაწილეებს დასაშლელად ნახევარ საათს აძლევს

18.11.2019 პარლამენტის მიმდებარედ სპეცრაზმია მობილიზებული

18.11.2019 ახალციხელი მხატვრის, მიხეილ იაძის ნამუშევრებს ალბომად გამოსცემენ

18.11.2019 სანიაღვრე არხების დაზიანებული ცხაურები ახალციხეში [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერია მესხეთის თეატრს სუბსიდიას უზრდის
მესხეთის თეატრში ახალი სეზონისთვის ემზადებიან
მესხეთის თეატრი ახალი სეზონისთვის ემზადება
ხელფასი გასვლითი სპექტაკლების ხარჯზე გაიზრდება – რაზე შეთანხმდნენ მერია და თეატრი
რა სჭირდება მესხეთის თეატრს
მესხეთის თეატრში რვა პრემიერის ნაცვლად ხუთს გამართავენ
'მიზერულად, მაგრამ მოგვიმატეს' – მესხეთის თეატრის მსახიობებს ხელფასი გაეზარდათ