FM97.5 / LIVE

რუსეთის წამყვანი ტურ-ოპერატორები ბორჯომ–ბაკურიანში

მთავარისაზოგადოება 19.02.2016
ბორჯომ–ბაკურიანის ტურისტული პოტენციალითა და ინფრასტრუქტურით რუსეთის ფედერაციის წამყვანი ტურ-ოპერატორებისა და ტურისტული სააგენტოების 20-ზე მეტი წარმომადგენელი დაინტერესდა.

რუსეთის წამყვანი ტურ-ოპერატორები  ბორჯომ–ბაკურიანში

როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ტურ–ოპერატორების დაინტერესების სფეროს ძირითადად წარმოადგენდა საქართველოს სამთო–სათხილამურო კურორტები. ჯგუფი გაეცნო ბორჯომისა და ბაკურიანის ინფრასტრუქტურას (სასტუმროებს, სპა–ცენტრებს, ბაკურიანის გასართობებს).

„ტურ–ოპერატორებმა დიდი იმედი გამოთქვეს, რომ თავიანთ მომხმარებელს დააინტერესებენ ბორჯომის მუნიციპალიტეტში არსებული შეთავაზებებით და მომავალში გაიზრდება ტურისტთა და დამსვენებელთა წილი რუსეთის ფედერაციიდან ჩვენს მხარეში“, – აცხადებენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.

ინფოტურს ორგანიზება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გაუწია.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, ინფორტურის მიზანიქვეყანაში ტურისტული ნაკადების გაზრდაა. ტურის ფარგლებში რუსული კომპანიების წარმომადგენლები ქართველ კოლეგებს შეხვდნენ და ტურისტული პაკეტების შემუშავების გეგმები განიხილეს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა ტოპ 10-ულში რუსეთის ფედერაცია მე-4 ადგილს იკავებს. 2015 წელს საქართველოს რუსეთიდან 925 ათასზე მეტი მოგზაური ეწვია, ზრდა 2014 წელთან შედარებით 14%-ით მეტია.

[ნინო ნარიმანიშვილი, ბორჯომი]


06.08.2020 სამხედროებსა და მათ ოჯახის წევრებს სახელმწიფო სწავლის საფასურის ნახევარს გადაუხდის

06.08.2020 კოლეჯ ‘ოპიზარში’ ავტორიზაცია კიდევ 8 პროგრამამ გაიარა

06.08.2020 სოციალურად დაუცველი სტუდენტების გარკვეულ კატეგორიას სწავლის საფასური დაუფინანსდება

05.08.2020 ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

09.08.2020 ახალციხეში ტაძრის გახსნის ცერემონიას გიორგი გახარია ესწრება

09.08.2020 ‘არის რამდენიმე დაშავებული, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება ’ – შს მინისტრის მოადგილე ახალქალაქში მომხდარ დაპირისპირებაზე

09.08.2020 'ბენზინიან ნაჭრებს ცეცხლს უკიდებდნენ და სახლში ყრიდნენ' – ადგილობრივები ახალქალაქში მომხდარ დაპირისპირებაზე

09.08.2020 ახალციხეში შალვა ახალციხელის სახელობის ტაძარი გაიხსნა [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.08.2020 სამი ციხის ისტორია

29.07.2020 მესხების მუსხი [აუდიო]

28.07.2020 წადი ამ ზაფხულს ზააბახას

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

მსგავს თემაზე

საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ სამ თვეში მილიონს გადააჭარბა
გასულ წელს საქართველოს ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან ეწვია
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2017 წელი შეაჯამა
ბაკურიანში 'კოხტას' საბაგირო გაიხსნება
მარტში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა  4.3%-ით გაიზარდა
ბორჯომმა ტურისტული სეზონისათვის სარეკლამო-საინფორმაციო მასალა გამოსცა
ზამთრის კურორტებზე სათხილამურო სეზონი დასრულდა