FM97.5 / LIVE

შესაძლოა ტყეები მუნიციპალიტეტებს გადაეცეს

მთავარიეკონომიკა 18.02.2016
ტყის ახალი კოდექსის მიხედვით, რომელსაც ჯერ კანონპროექტის სახე აქვს, ტყეები 10–წლიანი მართვის ვადით მუნიციპალიტეტებს გადაეცემა; შეიცვლება ტყიდან ფიჩხის გამოტანისა და ტყის ტერიტორიაზე პირუტყვის ძოვების წესიც.

შესაძლოა ტყეები მუნიციპალიტეტებს გადაეცეს

ტყის ახალი კოდექსი ახალციხეში დღეს, 18 თებერვალს, განიხილეს. შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობების, სატყეო სფეროსა და გარემოსდაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრენ.

შეკრებილებს კანონპროექტი საქართველოს ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სატყეო პოლიტიკის სამსახურის უფროსმა კარლო ამირგულაშვილმა გააცნო.

სატყეო სფეროს მარეგულირებელი ახალი კანონი არაერთ სიახლეს ითვალისწინებს. მათ შორისაა, სატყეო მეურნეობის აღდგენა და ტყის მუნიციპალიტეტებისთვის გადაცემა. კანონპროექტის თანახმად, საკუთრებაში გადაცემამდე ტყეებს მუნიციპალიტეტებს 10–წლიანი მართვის ვადით გადასცემენ, გარკვეული პირობებით.

„თვითმმართველ ერთეულს ტყის მართვაში გადაცემის შემთხვევაში ეკისრება ვალდებულება რომ მოახდიონოს ინვენტარიზაცია, შეიმუშაოს ტყის მართვის 10 –ლიანი გეგმა, ასევე წარმოადგინოს ყოველწლიური სამოქმედო გეგმები. ასევე ევალება, მოვლა,აღდგენა და გაშენება, თუ ამის საჭიროება დადგება“, – ამბობს კარლო ამირგულაშვილი.

მისი თქმით, ეს იოლო პროცესი არ არის, ამისთვის საჭიროა ახალი კადრების გადამზადება: „მუნიციპალიტეტები, გამომდინარე ფინანსური და ადამიანური რესურსიდან, არ არიან იმისთვის მზად, რომ დაიწყონ ტყეების მართვა. თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მიზნობრივი პროგრამების გნავითარებით, ეტაპობრვად შეიძლება გადავიდნენ მართვის ფორმაზე, მუნიციპალიტეტებს აქვს ამის სურვილი“.

თვითმმართველობებში სიახლეებს ცოტათი უფრთხიან. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძე ამბობს, რომ მუნიციპალიტეტები ტყის მართვაზე პასუხისმგებლობის აღებისთვის ჯერ მზად არ არიან.

„სატყეო მეურნეობების აღდგენა ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება მუნიციპალიტეტებზე ტყეების გადაცემას, დღეის მდგომარეობით არ ვართ მზად. ჯერ უნდა მოხდეს ტყეების ინვენტარიზაცია, ამის შემდეგ ვიმსჯელებთ “, – ამბობს ზაზა მელიქიძე.

ცვლილებაა ტყიდან შეშის გამოტანის წესშიც. ახალი კოდექსის მიხედვით, 2017 წლის 1 იანვრიდან მოსახლეობას შესაძლებელობა ეძლევა ტყიდან ფიჩხი უფასოდ გამოიტანოს. თუმცა, თუ ვინმე გადაწყვეტს ტყის ტერიტორიაზე პირუტყვი აბალახოს, ამისთვის გარკვეული საფასურის გადახდა იქნება საჭირო. მსურველს მოუწევს ტყის მართვის ორგანოდან სეზონური, ან გრძელვადიანი სარგებლობის ნებართვა აიღოს.

„ეს იქნება სიმბოლური მოსაკრებელი იმისათვის, რომ ჩვენ სწორად განვსაზღვროთ საძოვრების მართვა, რომ არ მოხდეს გადაძოვება. ეს ყველაფერი საფრთხეს უქმნის ნიადაგს“, – ამბობს კარლო ამირგულაშვილი.

მისივე თქმით, დაგეგმილია, რომ ეროვნული სატყეო სააგენტო გახდეს შპს, რომლის სამართალმემკვიდრე, 100–პროცენტიანი წილით, სახელმწიფო იქნება.

„ეს გადაწყdა იმიტომ, რომ კომერციული საქმიანობა და მეურნეობის აღდგენა არ ჯდება სამინისტროს ფუქნციებში. პირველ ეტაპზე შექმნის შვილობილ შპს–ს, რომელიც ეტაპობვრივად შეიძენს ცოდნას და გამოცდილებას და გრძელვადიან პერსპექტივაში მთლიანად უნდა გადაიქცეს ცალკე მართვის ორგანოდ. ეს იქნება სატყეო მეურნეობის წარმართველი ინსტიტუცია, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სახელმწიფო ტყის ტერიტორიებზე განახორციელოს როგორ მეურნეობა, ისე მოვლა–აღდგენა“, – განმარტავს ამირგულაშვილი.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


01.06.2020 'აბიტურიენტებისთვის გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ ჩატარდება' – ტიკარაძე

30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

03.06.2020 ‘გაუშვეს რატომღაც ერთი ტესტის საფუძველზე, მეორე იყო სუსტად დადებითი’ - გამყრელიძე ნინოწმინდელ კაცზე

03.06.2020 ‘ეს არ არის დადასტურებული’ - მარინა ეზუგბაია ნინოწმინდის შემთხვევაზე

03.06.2020 300-ზე მეტი ფერმერი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას თანადაფინანსებით შეიძენს

03.06.2020 ‘კარანტინიდან დაბრუნებულ კაცს დაახლოებით 100 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი’ – მერის წარმომადგენელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში ‘ახალი ტყის კოდექსი’ განიხილეს
პარლამენტმა ახალი 'ტყის კოდექსი' პირველი მოსმენით მიიღო
სატყეო სააგენტო: ‘ბორჯომის ტყის აღდგენა ხვალიდან იწყება’
სამცხე–ჯავახეთში ტყის ინვენტარიზაცია იწყება
სამცხე–ჯავახეთის სატყეო სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს
ბორჯომის ხეობაში ტყის აღდგენა დაიწყო
ახალციხეში  ტყის მდგრადი მართვის საკითხებზე იმსჯელეს