FM97.5 / LIVE

გიორგი მარგველაშვილი: საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოხატულებას

მთავარიპოლიტიკა 18.02.2016
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თურქეთში, ქალაქ ანკარაში მომხდარი ტერორისტული აქტი დაგმო და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

გიორგი მარგველაშვილი: საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოხატულებას

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გუშინ ღამით თურქეთში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის გამო, რომელსაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა.

საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოხატულებას და დგას საერთაშორისო საზოგადოების გვერდით მსოფლიოს ამ უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში.

გიორგი მარგველაშვილი: საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოხატულებას ქართველი ხალხი, ამ მძიმე წუთებში, თანაუგრძნობს მეგობარ თურქ ხალხს. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და მათ ახლობლებს", - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.

ანკარის ცენტრში, კიზილაის რაიონში დანაღმული ავტომანქანა 17 თებერვალს, საღამოს აფეთქდა. 18 თებერვლის მონაცემებით, შემთხვევის შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა და 61 დაშავდა. თავდასხმის სამიზნე ავტობუსი იყო, რომელშიც სამხედრო მოსამსახურეები იყვნენ. დაღუპულებს შორის მშვიდობიანი მოქალაქეებიც არიან. თურქეთის ხელისუფლებამ მომხდარი ტერორისტულ აქტად შეაფასა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ანკარაში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


28.09.2020 საბავშვო ბაღებში სწავლის დაწყება 12 ოქტომბრამდე გადაიდო

23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

29.09.2020 სურსათით დატვირთულ მანქანებს საზღვრის გადაკვეთის უფლება მისცეს [ვიდეო]

28.09.2020 ‘არ დავიშლებით, ჰუმანიტარული დახმარების წაღება გვსურს’ – რა ვითარებაა საქართველო–სომხეთის საზღვართან

28.09.2020 საქართველო–სომხეთის საზღვართან აქცია იმართება [ვიდეო]

27.09.2020 ახალციხელმა სპორტსმენმა უკრაინაში საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.09.2020 ორი კრისტინას ამბავი - დუხობორების მომავალი საქართველოში

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'საქართველო მტკიცედ გმობს ძალადობის ასეთ სასტიკ გამოვლინებას'- გიორგი მარგველაშვილი თურქეთში მომხდარ მოვლენებს ეხმაურება
ნიცაში ტერაქტის დროს საქართველოს მოქალაქის დაღუპვა დადასტურდა
საგარეო უწყება: იტალიაში დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან
'ქართული ოცნება' ფრანგ ხალხს სამძიმარს უცხადებს
MFA: თურქეთში დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან
თურქეთში აფეთქებების შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა და 116 დაშავდა
ორი აფეთქება  სტამბოლში - არიან დაშავებულებიც