FM97.5 / LIVE

საჯარო რეესტრის რეფორმებს ყაზახეთის დელეგაცია გაეცნო

მთავარისაზოგადოება 16.02.2016
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გამოცდილებასა და რეგისტრაციის კუთხით გატარებულ რეფორმებს ყაზახეთის დელეგაცია გაეცნო.

საჯარო რეესტრის რეფორმებს ყაზახეთის დელეგაცია გაეცნო

სასწავლო ვიზიტი უძრავი ქონების რეესტრის, საკანონმდებლო ბაზის, კადასტრის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, არქივის, „ერთი ფანჯრის პრინციპის“, ელექტრონული მმართველობისა და სხვა საკითხების გაცნობას ისახავდა მიზნად.

დელეგაცია, რომელსაც ყაზახეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილე აბდირაიმ ბაკიტჟან ჟარილკასინული ხელმძღვანელობდა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ მიიღო და სტუმრებს ქართულ სარეგისტრაციო სისტემაში განხორციელებული რეფორმები წარუდგინა.

„უდავოდ სასიხარულოა ის ფაქტი, რომ უძრავი ქონების და ბიზნესის რეგისტრაციის კუთხით განხორციელებული რეფორმების გასაცნობად და პრაქტიკის გასაზიარებლად ბევრი ქვეყნის წარმომადგენელი ჩამოდის. მივესალმებით ქართული გამოცდილების მიხედვით რეფორმების სხვა სახელმწიფოებში გატარებას და მზად ვართ, სასწავლო ვიზიტების კუთხით მხარდაჭერა კვლავაც გავაგრძელოთ“,- განაცხადა საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ.

დელეგაციის შემადგენლობაში ყაზახეთის სხვადასხვა სამინისტროს, მიწის კადასტრის უწყებისა და უძრავი ქონების ცენტრის წევრებიც შედიოდნენ. სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, საჯარო რეესტრის სტუმრებს საკადასტრო მონაცემების დამუშავებისა და არქივირების პროცესები, გეოინფორმაციული სისტემები, GEOCORS და საჯარო რეესტრში დანერგილი IT ინფრასტრუქტურაც გააცნეს.

[sknews.ge]


18.10.2018 ქეთევან ციხელაშვილი ახალქალაქის პირველ საჯარო სკოლას ესტუმრა

11.10.2018 სოფელ შოლავერში ახალი სკოლა გაიხსნა

09.10.2018 სოფელ არალში სკოლა საზეიმოდ გაიხსნა [Photo/Video]

08.10.2018 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამა დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.10.2018 რას ნახავთ 'შემოდგომის ფესტივალზე'

19.10.2018 სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი რეგიონში მოქმედი NGO-ების წარმომადგენლებს შეხვდა

19.10.2018 ახალქალაქში იუსტიციის სახლი გაიხსნა

18.10.2018 ‘ოცნების’ წევრი 'ევროპული საქართველოს’ შეხვედრას ტელეფონით იღებდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

იუსტიციის მინისტრი გუბერნატორებს შეხვდა
საჯარო რეესტრის სერვისებით სარგებლობა PayBox-ის აპარატებითაც გახდა შესაძლებელი
საჯარო რეესტრში ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენა ელექტრონული გახდა
საჯარო რეესტრი: ბიზნესის რეგისტრაციის რაოდენობა გაიზარდა
მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოქალაქეებისთვის უფასო მომსახურებები მოქმედებს
მიწაზე საკუთრების რეგისტრაცია გამარტივდა [R]
მოქალაქეებს მისამართების შეცვლა და დაზუსტება უფასოდ რეგიონებშიც შეეძლებათ