FM97.5 / LIVE

საკადრო ცვლილებები სამცხე–ჯავახეთის პროკურატურაში

მთავარისამართალი 15.02.2016
სამცხე–ჯავახეთის საოლქო და ახალციხის რაიონულ პროკურატურაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. საოლქო პროკურატურის განყოფილებას და ახალციხის რაიონულ პროკურატურას ახალი ხელმძღვანელები ჰყავს;

საკადრო ცვლილებები სამცხე–ჯავახეთის პროკურატურაში

სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსად პეტრე მანველიშვილი, ახალციხის რაიონულ პროკურორად კი დავით ჯინჭველაძე დაინიშნა.

პეტრე მანველიშვილმა ლერი სარაიდაროვი, დავით ჯინჭველაძემ კი გოდერძი გოდერძიშვილი ჩაანაცვლა.

გოდერძიშვილი საქართველოს მთავარ პროკურატურაში გენინსპექციაში გადაიყვანეს, სარაიდაროვი კი ასევე საქართველოს მთავარ პროკურატურაში პროკურორად.

ლერი სარაიდაროვი სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსად და გოდერძი გოდერძიშვილი ახალციხისა რაიონულ პროკურორად სამი წელი მუშაობდნენ.

რაც შეეხება ახალდანიშნულ უფროსებს, მანველიშვილი აქამდე ახალციხის რაიონულ პროკურატურაში პროკურორი იყო, დავით ჯინჭველაძე კი ახალციხის რაიონული პროკურორის მოადგილე. მანველიშვილი პროკურატურაში პროკურორად 10 წელი მუშაობდა.

დავით ჯინჭველაძე კი აღნიშნულ უწყებაში 2002 წლიდანაა. მას სხვადასხვა დროს სხვადასხვა პოზიციები ეკავა. ჯერ იყო სტაჟიორი, შემდეგ ადიგენის პროკურორის თანაშემწე, მოგვიანებით საოლქო პროკურატურის გამომძიებელი და 2007 წლიდან კი ახალციხის რაიონული პროკურორის მოადგილე.

მანველიშვილი და ჯინჭველაძე მოვალეობის შესრულებას 12 თებერვლიდან შეუდგნენ.

„მანველიშვილის და ჯინჭველაძის ადგილზე ჯერ არავინ დაგვინიშნავს“, – აცხადებენ სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2019 ევროპა მაგარია! სოციალური რეკლამა [ვიდეო]

21.10.2019 ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე მძლეოსნობაში შეჯიბრი მიმდინარეობს

20.10.2019 ახალციხის თოჯინების თეატრი ხატია პარუნაშვილის დასახმარებლად სპექტაკლს გამართავს

18.10.2019 აბასთუმნელები: ‘საუბრობენ არაზინდოდან ჩვენს გასახლებაზე’

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

საკადრო ცვლილება სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში
სამცხე – ჯავახეთის პროკურორად შოთა რიჟამაძე დაინიშნა
ახალციხის რაიონულ პროკურატურას ორი ახალი პროკურორი დაემატა
სამცხე–ჯავახეთის ოლქის პროკურორი შეიცვალა
სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურორად ზაზა მეტონიძე დაინიშნა
სამცხე-ჯავახეთის ოლქის პროკურორად ლევან პაქსაშვილი დაინიშნა
პროკურატურის დღე სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში